close
ეკოლოგია

5047 მეტრზე შეგროვებული ელემენტებით სავსე ბოთლები

მყინვარწვერზე, 5047 მეტრის სიმაღლეზე უცხოელმა ტურისტებმა სამი ბოთლი აავსეს გზაზე დაყრილი ნარჩენებით, კერძოდ, ელემენტებით და ჩამოიტანეს დაბლა გადასაყრელად.

ერთ-ერთი ლატვიელი ტურისტი ყაზბეგში შეგროვებული ელემენტების შესახებ წერს, რომ თუკი ოდესმე ასულხართ ულამაზეს მყინვარწვერზე, იმედია ნარჩენები არ დაგიტოვებიათ, რომ ფოტოზე არის გამოსახული ბეთლემის მთის ქოხის მიმდებარედ რამდენიმე საათის განმავლობაში შეგროვებული ელემენტები, რომლებიც ასი წლის განმავლობაში აბინძურებს ერთ კუბურ მეტრ მიწას.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ ჩვეულებრივი ელემენტს შეუძლია მომწამლავი ნივთიერებებით აავსოს 20 კვ.მ. მიწა ან 400 ლ წყალი. ქიმიური ნივთიერებები კოროზიის შედეგად ნიადაგში ხვდება, საიდანაც მიწისქვეშა წყალს აბინძურებს და საფრთხეს უქმნის მცენარეებსა და ცხოველებს.

ფოტო:  Kristaps Liepins

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response