ორკნეის არქეოლოგიურ ადგილებში აღმოჩენილი ძვლები ამტკიცებს, რომ ადამიანები მინდვრის თაგვებს საკვებად ან მავნებლებთან ბრძოლის მიზნით წვავდნენ და ხარშავდნენ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის ევროპაში ნეოლითის ხანის ადამიანის მიერ მღრნელების ექსპლუატაციის პირველი მტკიცებულება.
ისტორიულად ცნობილია, რომ მღრღნელებს ადამიანები მოგვიანებით მოიხმარდნენ, უფრო მეტიც, რომაელების ბატონობის დროს ის დელიკატესადაც კი ითვლებოდა.
ორკნეის თაგვი მხოლოდ არქიპელაგზე აღმოაჩინეს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ის ევროპული მინდვრის თაგვის ქვესახეობაა.
დამწვარი ძვლები იმაზე მიანიშნებს, რომ მინდვრის თაგვებს, სავარაუდოდ, საკვებად იყენებდნენ. თაგვის ნარჩენები აღმოჩენილია სხვა საკვების ნარჩენებთან ერთად, რაც მეცნიერებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თაგვებს ცეცხლზე წვავდნენ, ან ქოთანში ხარშავდნენ.
შოტლანდიის ძუძუმწოვრების ეროვნული მუზეუმების კურატორი ჯერი ჰერმანის ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ადამიანების საცხოვრებლებში დიდი რაოდენობით მღრნელების ნაშთებია აღმოჩენილი.
„ვინაიდან ნეშტების გარკვეული რაოდენობა დამწვარია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ საკვებად წვავდნენ. ამით აიხსნება მათ საცხოვრებელში მღრნელების დიდი რაოდენობის არსებობა. მინდვრის თაგვები ისეთი პატარები არიან, რომ ადამიანს, ერთ ლუკმადაც ვერ ეყოფოდა, მაგრამ პროტეინის საკმაოდ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ, „ – აცხადებს დოქტორი ჰერმანი .
მეცნიერებმა მღრღნელების დაახლოებით 60,000 ძვალისა და კბილის წარმოშობა შეისწავლეს. დასკვნები ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
აღნიშნულ ნიმუშებზე ახლახანს ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ორკნეიში მღრნელები თანამედროვე ბელგიის ტერიტორიიდან ჩაიყვანეს.
როგორც ჩანს, ფერმერებსა და ვაჭრებს მღრნელები კუნძულზე ზღვით საქონელსა და ირმებთან ერთად ჩაჰყავდათ.
წყარო:BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”