მეცნიერებმა, რომლებმაც ავსტრალოპითეკ ლუსის განმარხებულ ძვლებზე დახვეწილი სკანირების ტექნოლოგია გამოიყენეს, დაადგინეს, რომ მას შეეძლო ხეებზე ცოცვა ისე, როგორც ფეხით სიარული, რაც, სავარაუდოდ, ლუსის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.
ოთხშაბათს მკვლევარებმა ლუსის 3,18 მილიონი წლის ნაშთის ანალიზის შედეგების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის სახელითაა ცნობილი.
ლუსის მკლავის ძვლების სკანირებამ აჩვენა, რომ ისინი შიმპანზეს ძვლების მსგავსად იყვნენ აგებული, რაც იმაზე მეტყველებს რომ ამ სახეობის წევრები თავიანთი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ხეებზე ცოცვაში ატარებდნენ და ტოტებზე თავის ასაზიდად მკლავებს იყენებდნენ.
ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი მაიმუნისა და ადამიანის მსგავსი თვისებების კომბინაციას წარმოადგენდა. მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ მათი ტერფები თავდაყირა ორი ფეხით სიარულისთვის იყო ადაპტირებული, თუმცა აინტერესებდათ, ატარებდნენ თუ არა ისინი დროს ხეებზე, თავიანთი წინაპრების მსგავსად.
შიმპანზეები, რომლებიც ადამიანის ყველაზე უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან, ხეებზე დიდ დროს ატარებდნენ.
მკვლევარებმა ტეხასის უნივერსიტეტში ლუსის ნაშთზე მაღალი რეზოლუციის რენტგენის CT სკანირება მოახდინეს და შედეგები თანამედროვე ადამიანისა და შიმპანზეს ძვლების შესახებ არსებულ მონაცემებს შეადარეს.
„დებატები იმის შესახებ, ცოცავდა, თუ არა ლუსი ხეზე, 42 წელია მიმდინარეობს ანუ მას შემდეგ, რაც მისი ნაშთი აღმოაჩინეს – ჩვენმა კვლევამ ამ დებატებს წერტილი დაუსვა“, -განაცხადა ტეხასის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ჯონ კაპელმანმა.
კაპელმანმა რამდენიმე თვის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რომ ლუსის გარდაცვალების მიზეზი ის დაზიანებები გახდა, რაც მან ხიდან ჩამოვარდნისგან მიიღო. მეცნიერი ამტკიცებს, რომ დაახლოებით 1.07 მეტრი სიმაღლის ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი საკვებს მიწაზე მოიპოვებდა, ხოლო ღამით თავშესაფრად ხეებს იყენებდა.
,,ადრეული ჰომინინები მიწაზე ორი ფეხით დადიოდნენ, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვან დროს ხეზე ცოცვაში ატარებდენ,“ – განაცხადა კაპელანმა.
წყარო: Reuters