close
ასტრონომია - კოსმოსი

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები მიკროგრავიტაციის პირობებში

2016 წლის 29 თებერვალს დასრულდა ხანგრძლივი მისია კოსმოსში, რომელშიც ამერიკელმა ასტრონავტმა სკოტ ჯოზეფ კელიმ თავის რუს კოლეგასთან, მიხეილ კორნიენკოსთან ერთად 340 დღე გაატარა კოსმოსურ სივრცეში. აღსანიშნავია რომ სკოტ კელის მისია ყველაზე ხანგრძლივია ამერიკელი ასტრონავტების მიერ კოსმოსში გატარებულ პერიოდებს შორის.
ორივე ასტრონავტი მონაწილეობდა NASA-ს მიერ წარმოებულ კვლევებში, რომელთა მიზანს ამ ეტაპზე წარმოადგენდა  ზუსტად გარკვევა თუ როგორ ეგუება ადამიანის ორგანიზმი უწონადობის მდგომარეობას, იზოლაციასა და რადიაციას კოსმოსში ხანგრძლივი ფრენის დროს. ამ კვლევაში ასევე მონაწილეობდა სკოტ კელის ტყუპისცალი ძმა – მარკი, რათა  ტყუპებზე პარალელური დაკვირვების შედეგად მკვლევარებს გაადვილებოდათ სკოტის ორგანიზმსა და გონებაში მიმდინარე ცვლილებების დაზუსტება.
მიკროგრავიტაციის პირობებში ადამიანის ორგანიზმი მრავალ ცვლილებას განიცდის. როგორც წესი, ასტრონავტებს, რომლებიც ხანგრძლივი დროით რჩებიან კოსმოსურ სივრცში აღენიშნებათ სითხის ცირკულაციისა და მხედველობის პრობლემები, ამასთანავე  იკლებს ორგანიზმის კუნთოვანი და ძლოვანი მასაც. ,,როდესაც ადამიანის უჯრედებს განსხვავებულ გარემოში მოათავსებ, ისინი ძლიერ შოკურ დარტყმას იღებენ, რაც გარკვეულ ცვლილებებს განაპირობებს“ – განაცხადა გრეჰემ სკოტმა,  კოსმოსური სივრცის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ერთწლიან მისიაში.
როგორც აღვნიშნეთ, კელიმ კოსმოსში ყოფნისას კუნთოვანი მასის დიდი ნაწილი დაკარგა ამიტომაც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ უბრალოდ ფეხზე დგომა და სიარულიც კი ორგანიზმის დაძაბულ რეჟიმში მუშაობას საჭიროებდა. კოსმოსურ სივრცეში გრავიტაციის არარსებობის გამო ორგანიზმს არ სჭირდება ამგვარი და ამ რაოდენობის დატვირთვა რაც დედამიწაზე სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ამიტომაც ასტრონავტები დღეში 2 საათ-ნახევარი ვარჯიშობენ რათა გაანეიტრალონ ეს ფაქტი. კოსმოსში ყოფნისას ორგანიზმის სხვადასხვა სითხეები მიემართება სხეულის ზედა ნაწილისაკენ, მაგრამ გული მაინც აწოდებს ფიტვებს ფუნქციონირებისთვის საჭირო და სამყოფი რაოდენობის სისხლს, მაგრამ  ქვედა კიდურებს არ მიეწოდება იგივე რაოდენობის სისხლი რაც ნორმალურ პირობებში ექნებოდა, ამიტომაც სისხლძარღვებს არ აქვთ ძლიერი დატვირთვა, დროთა განმავლობაში კი ამგვარი უმოქმედება აზარმაცებს ქვედა კიდურებს და სერიოზულ პრობლემას უმნის დედამიწაზე დაშვებულ ასტრონავტებს. შესაძლოა სითხის განსხვავებული ცირკულაცია იყოს ასევე  მხედველობის ცვლილების მიზეზიც, მისიიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს ხშირად აღენიშნებათ მხედველობის გაუარესება, ეს ცვლილება როგორც წესი დროებითია და გარკვეული პერიოდის შემდეგ მხედველობა  კვლავ იწყებს აღდენას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც კელის ორგანიზმმა მისიის დროს განიცადა  მისი სიმაღლეში ზრდაა. ასტრონავტები კოსმოსური ფრენების დროს სიმაღლეში დაახლოებით 3%-ით იმატებენ, რისი მიზეზიც ბუნებრივია ნაკლები მიზიდულობის პირობებში ხერხემალზე არსებული გაცილებით მცირე ზეწოლაა, თუმცა სამწუხაროდ ესეც დროებითია და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ გრავიტაციის ძალა ორგანიზმს კვლავ უწინდელ სიმაღლეს უბრუნებს. ამრიგად სკოტმაც დედამიწაზე დაშვებიდან რამდენიმე წუთში დაკარგა ახლადმოპოვებულ 2 ინჩი (დაახლ. 6 სმ).
დღესდღეობით სკოტ კელიზე დაკვირვება კვლავაც გრძელდება და NASA-ს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გულმოდგინედ ცდილობენ  მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ოპერატიულად დაფიქსირებას.


ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0