close

  წეროების გვარიდან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი წერო და ისიც მიმოფრენის დროს.

რუხი წერო წონით 4-7 კგ-ია. იგი ველზე, ბუჩქნარში ან ჭაობიან ადგილებში ბუდობს. ბუდეს მშრალ ადგილზე ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისგან წნავს, რომელსაც შიგნიდან მშრალ, რბილ ბალახს ამოაფენს ხოლმე. დებს 2-3 კვერცხს. კრუხად დედალ მამალი მორიგეობით სხდებიან. გამოჩეკვას 29-31  დღე სჭირდება, მართვებს რამდენიმე დღე კვებავენ, შემდეგ კი თან დაჰყავთ და ერთად ნადირობენ.

წერო უმთავრესად მარცვლოვანი და სხვა მცენარეების თესლებით, ბალახეულით იკვებება. ეტანება ახალ აღმოცენებულ და ნორჩ ნაწილებს, ფესვებს, ნაირგვარ კენკრას. ჭანს მწერებს, მოლუსკებს.

წერო ფრთხილი და გონიერი ფრინველია. მეტწილად გუნდებად ცხოვრობენ. ერთად იკვებებიან და ერთად ისვენებენ. სძიანვთ ფეხზე მდგომთ, თავი ფრთის ქვეშ აქვთ ამოდებული. ამ დროს, გუნდს ერთ-ერთი წერო დარაჯობს და საფრთხის შემთხვევაში ყივის.

შემოდგომით წეროები ერთად იკრიბებიან, დიდ გუნდს ქმნიან და გადასაფრენად ემზადებიან. ჰაერში სამკუთხედად ლაგდებიან, გუნდს სათავეში ძველი, მოგზაურობაში გამოცდილი წერო უდგას.

წეროს ხორცი იჭმევა, თუმცა მასზე იშვიათად ნადირობენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld