close
ეკოლოგია

უკრაინის წარმომადგენელი კლიმატის სამიტზე – ომმა უკრაინის დაცული ტერიტორიების მეხუთედი გაანადგურა – ეს არ არის უბრალოდ ომი, ეს არის ეკოციდი

შარმ ელ-შეიხში გამართულ კლიმატის ცვლილების სამიტზე, Cop27-ზე, უკრაინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრა როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს.
უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწემ, სვიტლანა გრინჩუკმა სამიტზე განმარტა, რომ ძლიერი დაბომბვა და ჯარებისა და ტანკების მოძრაობა ჰაერის, წყლისა და ნიასაგის დაბინძურებას იწვევს. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი და განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა. სვიტლანა გრინჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ომმა უკრაინის დაცული ტერიტორიების მეხუთედი გაანადგურა. ნაყოფიერი ნიადაგების დაბინძურებამ კი ქვეყანას 11.4 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა.
”ეს არ არის უბრალოდ ომი, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და ეს არის ეკოციდი. რუსეთის შემოჭრამ მოკლა ველური ბუნება, წარმოშვა დაბინძურება და გამოიწვია სოციალური არასტაბილურობა. ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ჩვენი ელექტროსადგურების რაკეტებით დაბომბვას. ჩვენს გარემოს საფრთხე ემუქრება ამ ტერორისტული თავდასხმის გამო ”, – აღნიშნა გრინჩუკმა.
კლიმატის ეკონომისტმა აქსელ მაიკლოვამ კი, რომელიც ომის შედეგად წარმოქმნილ დაბინძურებას შეისწავლის, ხაზი გაუსვა, რომ ომი, ისევე როგორც შემდგომი პერიოდი, ემისიებს იწვევს. უკრაინის შეფასებით, მისი დანგრეული სოფლების, ქალაქების და მრეწველობის აღდგენა გამოიწვევს თითქმის 50 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას.
სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ „მშვიდობის გარეშე ეფექტური კლიმატური პოლიტიკის გატარება შეუძლებელია“.

გაზიარება:
fb-share-icon0