close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენა მხოლოდ დროის საკითხია

ბევრი ასტრონომი აღარ სვამს კითხვას ასე : არის თუ არა სიცოცხლე სამყაროში სხვაგან. ისინი კითხულობენ: როდის ვიპოვით მას?
მრავალი მისია, რომელიც მიმდინარეობს, ან იგეგმება, აღნიშნავს ახალ კოსმოსურ რბოლას ყველა დროის უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენისთვის.
“ჩვენ ვცხოვრობთ უსასრულო სამყაროში, უსასრულო ვარსკვლავებითა და პლანეტებით. და ბევრი ჩვენგანისთვის ცხადია, რომ არ შეიძლება ვიყოთ ერთადერთი ინტელექტუალური სიცოცხლე. ახლა გვაქვს ტექნოლოგია და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, ვართ თუ არა კოსმოსში მარტონი”, – აცხადებს შოტლანდიელი პროფესორი კატრინ ჰეიმანსი
პროფესორი კატრინ ჰეიმანსი, შოტლანდიელი ასტრონომი როიალი. „ახლა გვაქვს ტექნოლოგია და შესაძლებლობა, ვუპასუხოთ კითხვას, ვართ თუ არა მარტონი კოსმოსში.
“ოქროს ზონა”
ტელესკოპებს ახლა შეუძლიათ გააანალიზონ პლანეტების ატმოსფერო, რომლებიც შორეული ვარსკვლავების ორბიტებზე მოძრაობენ, ეძებენ ქიმიკატებს, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში დედამიწაზე, მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ წარმოქმნან.
ასეთი აღმოჩენის პირველი გაელვება მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა, როდესაც პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში, რომელიც დედამიწიდან 120 სინათლის წლის მანძილზეა, აღმოაჩინეს გაზის შესაძლო ნიშანი, რომელიც დედამიწაზე ზღვის მარტივი ორგანიზმების მიერ წარმოიქმნება.
პლანეტა K2-18b-ს ასტრონომები უწოდებენ “ოქროს ზონას” – ის მისი ვარსკვლავიდან შესაფერის მანძილზე იმყოფება იმისთვის, რომ ზედაპირის ტემპერატურა არ იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი, მაგრამ იყოს თხევადი წყალი, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის.
მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ ერთი წლის შემდეგ გაიგებენ, დადასტურება თუ არა მინიშნებები.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორის, ნიკუ მადჰუსუდჰანის განცხადებით, თუ მინიშნებები დადასტურდება, „ეს რადიკალურად შეცვლის ჩვენს აზროვნებას სიცოცხლის ძიებაზე“.
ის პროგნოზირებს, რომ სამყაროში ცხოვრების შესახებ ჩვენს ცოდნაში ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდება.
თუ ნიკუ მადჰუსუდჰანის გუნდი K2-18b-ზე სიცოცხლის ნიშანს ვერ აღმოაჩენს, მათ სიაში კიდევ 10 “ოქროს ზონის” პლანეტაა, რომელიც უნდა შეისწავლონ.
“ძიება სახლთან ახლოს”
ზოგი მეცნიერი სიცოცხლეს შორეულ პლანეტებზე ეძებს. სხვები კი ჩვენს მზის სისტემაში.
სიცოცხლის ყველაზე სავარაუდო ადგილი იუპიტერის ერთ-ერთი ყინულოვანი მთვარეა, რომელსაც მეცნიერები ევროპას უწოდებენ. ევროპას ყინულოვანი ზედაპირის ქვემოთ აქვს ოკეანე, საიდანაც წყლის ორთქლის გროვა კოსმოსში იღვრება.
ნასას Clipper-ი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების ზონდის მისიები იქ 2030-იან წლებში დაიწყება.
შეიძლება თუ არამ უცხოპლანეტელები ჩვენთან დაკავშირებას ცდილობდნენ?
ზოგიერთი მეცნიერი ამ კითხვას სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ თვლის, მაგრამ უცხო სამყაროდან რადიოსიგნალების ძიება ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, განსაკუთრებით არამიწიერ ცივილზაციათა ძიების ინსტიტუტის (Seti) მიერ.
სამყაროში სიცოცხლის შესწავლის სეტის კარლ სეიგანის ცენტრის დირექტორის, დოქტორი ნატალი კაბროლის თქმით, ამან ახალი იმპულსი გამოიწვია. ინსტიტუტმა მოახდინა ტელესკოპების მასივის მოდერნიზება და ახლა იყენებს ინსტრუმენტებს შორეული პლანეტების მძლავრი ლაზერული იმპულსების კომუნიკაციების მოსაძებნად.
კარდიფის უნივერსიტეტის დოქტორი სუბჰაჯიტ სარკერი, რომელიც K2-18b-ის შემსწავლელი გუნდის წევრია, აცხადებს, რომ ყველა ელემენტი ადგილზეა აღმოჩენისთვის, რომელიც იქნება მეტი, ვიდრე უბრალოდ წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევა.
”თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლის ნიშნებს, ეს იქნება რევოლუცია მეცნიერებაში და ასევე მასიური ცვლილება იმისა, თუ როგორ უყურებს კაცობრიობა საკუთარ თავსა და მის ადგილს სამყაროში”, – აცხადებს სუბჰაჯიტ სარკერი.

წყარო : BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0