close
მედიცინა

მეცნიერების თქმით, კიბოს ვაქცინა, შესაძლოა, 2030 წლისთვის იყოს მზად

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გამოყენებისთვის, 2030 წლისთვის იყოს მზად, – ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელმა, Pfizer/BioNTech-ის გუნდმა განაცხადა.
გერმანელი პროფესორების, უგურ შაჰინისა და ოზლემ ტურეჩის მტკიცებით, mRNA ტექნოლოგიის მათი გამოყენებამ პანდემიის დროს ვაქინის შექმნისას და მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მათ მუშაობას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელსაც  ვირუსის დასუსტებული ფორმების გამოყენებით ქმნიან, mRNA ვაქცინის შექნისას იყენებენ მხოლოდ ვირუსის გენეტიკურ კოდს. mRNA ვაქცინა შეჰყავთ სხეულში, სადაც ის შედის უჯრედებში და „უბრძანებს“ მათ, შექმნან ანტიგენები, რომლებსაც შემდეგ იმუნური სისტემა ამოიცნობს და ამზადებს მას დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
წყვილი მუშაობდა პიონერად კიბოს იმუნოთერაპიაზე, რომელიც მორგებულია ცალკეულ პაციენტებზე.
კითხვაზე, როდის შეიძლება ჰქონდეს კიბოს ვაქცინაზე წვდომა ბევრ პაციენტს მთელს მსოფლიოში, პროფესორმა შაჰინმა უპასუხა, რომ ეს შეიძლება მოხდეს “2030 წლამდე”.
”ის, რაც ჩვენ შევიმუშავეთ ათწლეულების განმავლობაში კიბოს ვაქცინის განვითარებისთვის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის ზურგის ქარი აღმოჩნდა, ახლა კი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მისი შემუშავების დროს მიღებული გამოცდილება კიბოს ვაქცინაზე ჩვენ მუშაობასწაადგება”, – განაცხადა ოზლემ ტურეჩმა.
„ჩვენ ვისწავლეთ ვაქცინების უკეთესად და სწრაფად წარმოება. ჩვენ გავიგეთ ადამიანთა დიდ რაოდენობაში, თუ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა mRNA-ზე, ეს აუცილებლად დააჩქარებს კიბოს ვაქცინის შექმნას, გვაქვს მრავალი გარღვევა და გავაგრძელებთ მათზე მუშაობას“, – დასძინა მან.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0