close
არქეოლოგია

აღმოსავლეთ ციმბირში გამყინვარების ხანის მარტორქის საოცრად შემონახული ნაშთი იპოვნეს

რუსეთის რეგიონში, აღმოსავლეთ ციმბირში განსაკუთრებით გახშირდა გამყინვარების ხანის ნაშთების პოვნა, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, კერძოდ კი გლობალური დათბობა, რაც მუდმივად იწვევს ტემპერატურის მატებას და ყინულის დნობას რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

აგვისტოში აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ტირეხთიახის სანაპიროზე ადგილობრივებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მამონტის ნაშთი, რომლის შინაგანი ორგანოების დიდი ნაწილი ხელუხლებელია. პალეონტოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის, რადგან აქამდე მხოლოდ თავის ქალა და ძვლები იყო აღმოჩენილი. ამ მამონტის თითქის ყველა შინაგანი ორგანო კი დაცულია, რქის ჩათვლით, რაც იშვიათობაა, რადგან რქა ყველაზე სწრაფად იშლება. ნაშთი თარიღდება 20 000-დან 50 000-მდე წლით. მეცნიერების თქმით, მარტორქა სავარაუდოდ 3-4 წლის იქნებოდა, როდესაც დახრჩობით დაიღუპა.

მსგავსი აღმოჩენები ციმბირის რეგიონში აქამდეც გაკეთებულა, 2014 წელს სწორედ იმ ადგილის მახლობლად, სადაც 2020 წლის აგვისტოში მამონტის ნაშთი იპოვეს, კიდევ ერთი ახალგაზრდა მარტორქის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც თარიღდება 34 000 წლით.

უახლეს აღმოჩენაზე ამჟამად ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, რისი საშუალებითაც უფრო ზუსტი თარიღისა და  წარმოშობის დადგენას შეძლებენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0