close
ატეგორიის გარეშე

ჩრდილოეთ კორეის იდუმალი პირველი ლედი

_117005281_hi065750376

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეუღლე პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ერთი წლის შემდეგ.
რი სოლ ჯუ მეუღლეს სამშაბათს თან ახლდა ღონისძიებაზე, რომელიც იმართებოდა კიმ ჩენ ინის მამის და ყოფილი სახელმწიფო ლიდერის კიმ ჩენ ილის დაბადების დღესთან დაკავშირებით. ღონისძიება ფხენიანის ხელოვნების დარბაზში ჩატარდა და ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნიღაბს არავინ ატარებდა. ქალბატონი რი მეუღლეს ხშირად ახლდა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, თუმცა გასული წლის იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა.
ქალბატონი რის გაუჩინარებამ წარმოშვა მოსაზრებები მისი ჯანმრთელობის პრობლემების ან ორსულობის შესახებ. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა კი კონგრესმენებს განუცხადა, რომ ქალბატონი რი Covid-19-ის გამო თავს არიდებდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნას.
კიმ ჩენ ინის მეუღლეზე ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ქალბატონი რი სწავლობდა საზღვარგარეთ უნივერსიტეტში, კერძოდ ჩინეთში, რაც ნამდვილად დიდი პატივია ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისთვის. ის სავარაუდოდ 31 წლისაა, მეუღლესთან ქორწინებაში 2009 წლიდან იმყოფება და 3 შვილი ჰყავთ. მათ ნაჩქარევად იქორწინეს, მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის მამამ, კიმ ჩენ ილმა ინსულტი მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალბატონი რი ადრე ორკესტრის მომღერალი იყო.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი