close
ამხედრო

ჩრდილოეთ კორეის ახალი ტიპის წყალქვეშა რაკეტები

_116524433_065193583-1

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელისუფლებას გადასცემდა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ სწორედ ჩრდილოეთ კორეა უნდა ყოფილიყო მისთვის და აშშ-სთვის უსაფრთხოების მთავარი საკითხი. დღეს კი, ჯო ბაიდენის აშშ-ს პრეზიდენტად ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის რაკეტები წარადგინა.

გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც კიმ ჩენ ინი უყურებს მოედანზე აღლუმის მსვლელობას, ახალი ტიპის წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირებას, რასაც სახელმწიფო მედიამ უწოდა ,,მსოფლიოს ყველაზე ძლიერი იარაღი”.

გამოქვეყნებულ ვიდეოზე აღბეჭდილია 4 ბალისტიკური რაკეტა, ქვეითი ჯარი, ტანკები და არტილერია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოლოსალურ იარაღს აქვს შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე მიიტანოს იერიში. გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ აუცილებლად გააფართოებდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალს, როგორც ჩანს, ამ სიაში შედიოდა ბალისტიკური რაკეტები და უმსხვილესი ქობინები, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო შემოჭრისაგან თავდაცვის მიზნითაა აუცილებელი.

სპეციალისტების აზრით, ჩრდილოეთ კორეას სურს მსოფლიოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მოახდინოს ძალის, სამხედრო კუნთების დემონსტრირება,  რომ განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, არც ისე ძლიერ და მდიდარ ქვეყანას შეუძლია შექმნას ახალი, მათი თქმით, ,,მსოფლიოს ყველაზე ძლიერი იარაღი”.

 

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი