close

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ კომუნისტური რეჟიმისათვის უცხოური გავლენა საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდებს მოუწოდა ისაუბრონ მხოლოდ ჩრდილოეთკორეულ ენაზე.
ასევე სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა გაზეთმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ არ გადმოიღონ სამხრეთკორეული მოდა, ვარცხნილობა ან მუსიკა. ეს ყველაფერი კი ახალი კანონპროექტის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს უცხოური გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. კანონის დამრღვევ პირებს თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა დაემუქრება.
ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ იდეოლოგიური და კულტურული შემოჭრა გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე მტერი, რომელიც პირდაპირ შეიარაღებული მოდის. კანონის მიღებამდე კიმ ჩენ ინმა მუსიკალურ ჟანრ K-pop-ს(კორეული პოპი) კიბო უწოდა, რომელიც ახალგაზრდების მოწამვლას ისახავს მიზნად.
ყველას, ვინც სამხრეთკორეული, ამერიკული ან იაპონური მედიის ჭარბად მოხმარებისთვის დაიჭირეს, ახლა სიკვდილით დასჯა ელოდება. ხოლო ვინც უცხოური მედიის ყურებისათვის დააკავეს, საპატიმროში 15 წელს გაატარებენ.

წყარო:bbc.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0