close
ატეგორიის გარეშე

ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ზზზ-700×336

ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო.

რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ის უქმე დღეს ვაკის საცურაო აუზზე ატარებდა და მეგობრებთან ერთად ტენისს თანამშობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზაზა ურუშაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე იყო.

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ასევე ნომინირებული იყო ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2