close
ოლიტიკა

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

TELEMMGLPICT000211594254_trans_NvBQzQNjv4BqpVlberWd9EgFPZtcLiMQfyf2A9a6I9YchsjMeADBa08

საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლომ მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა კორუფციის და გავლენის გადაჭარბების ბრალდებით. კერძოდ, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ პრეზიდენტს ელის ერთწლიანი პატიმრობა და ორი წლით პირობითი სასჯელი.

66 წლის ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი ადვოკატის თქმით, აუცილებლად გაასაჩივრებენ, რადგან თავად სარკოზი ბრალს უარყოფს.

სარკოზს და მის ყოფილ ადვოკატს, ტიერი ერზოგს ბრალად ედებათ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობა, 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით ის ადვოკატს სხვა სახელზე რეგისტრირებული ტელეფონით ესაუბრებოდა, სწორედ ეს სატელეფონო საუბარი აქვს  პროკურატურას. პროკურორები ასევე იძიებენ ლიბიის ყოფილი დე-ფაქტო ლიდერის, მუამარ კადაფის მიერ 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხსაც.

რაც შეეხება მცირე ინფორმაციას ნიკოლა სარკოზის შესახებ, იგი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 2007 წლიდან, 5 წლის ვადით. სწორედ მის სახელს უკავშირდება მკვეთრად ანტიმიგრაციული პოლიტიკა. 2017 წელს კვლავ სცადა ბედი პოლიტიკაში, მაგრამ უშედეგოდ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი