close
ატეგორიის გარეშე

სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფანში

2ADE5998-BB36-42AD-82F8-AF1DD7D03B48

გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპასა და აზიას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით ტრანზიტი საკმაოდ გაზარდა. მას შემდეგ, რაც რუსულ რკინიგზაზე სანქციები დაწესდა, საერთაშორისო კომპანიები რუსეთის გზის ავლით ცდილობენ ტვირთის გადაზიდვას. 2022 წლის ბოლოსთვის გადაზიდვების მოცულობის 6-ჯერ გაზრდას ელოდებიან.
ტრანზიტზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, აზერბაიჯანმა, საქართველომ, ყაზახეთმა და თურქეთმა რეგიონული ტრანსპორტირების პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა დაისახეს მიზნად და 31 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. სავარაუდოდ, დაბალგანვითარებული ინფრასტრუქტურის გამო, სამხრეთ კავკასიას მზარდი სატრანზიტო მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭირდება. ერთ-ერთი პრობლემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ტრანსკასპიური კორიდორის მთავარ სატრანზიტო გზად გადაქცევაში.
რუსეთის ალტერნატიული, ტრანსკასპიური გზით ჩანაცვლების მცდელობა ახალი არ გახლავთ. აქედან დაიბადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ასევე 2013 წელს, ჩინეთმა შეიმუშავა პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა“. იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა – აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა, რომლებიც ჩინეთს საშუალებას მისცემდა ევროპას სახმელეთო და საზღვაო გზებით დაჰკავშირებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი