close
ატეგორიის გარეშე

პედაგოგი, რომელმაც სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს

BeFunky-collage-11-scaled-750×375

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, „სამოქალქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

„ამ ჯილდოთი მინდა, გადმოგცეთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ საზოგადოების დიდი მადლიერება მარიამის ამ თავდადებისა და ბავშვების გადარჩენისთვის. ეს შეიძლება თქვენს ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ მომავალში, როცა გავა დრო და დაფიქრდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა. დღეს შინდისის გმირების დღეა. უნდა ითქვას, რომ გმირები სხვადასხვა ფორმით მოდიან ქვეყანაში, არიან გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეცემიან.

მაგრამ, არსებობენ გმირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება ეს უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულია ის, რომ ქალი ხარ და იცი, შენ უკან შენი ოჯახია, მაგრამ ალბათ ეს არც უფიქრია. ეს იყო ის არაჩვეულებრივი ინსტინქტი, რაც ქალს ყოველთვის აქვს ყველა ბავშვის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველანი ძალიან მადლობელნი ვართ.

თქვენ უნდა იყოთ ამაყნი. ვიცი, რომ ეს გრძნობა ჯერ არის, რადგან ტკივილი სჭარბობს და ალბათ, სულ იქნება ეს ტკივილი, მაგრამ ნელნელა მას სიამაყეც დაემატება და რაღაცნაირად შეიძლება დააბალანსოს კიდეც ეს ტკივილი. ცოტა ხნის წინ, დავაჯილდოვე ერთ-ერთი ცნობილი რეინჯერი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბუნება და ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა. ესეც ის გმირობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ეს არის ის, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, მინიმუმ ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი