close
სოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დიდი წყალქვეშა მუზეუმი

DEA8156E-A063-4A1B-A5C5-FD7AD9B9BEC7

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრიტანელი ხელოვანის, ჯეისონ დეკეირსის ექსპოზიცია გამოფენილი გახლავთ წყლის ქვეშ, ავსტრალიის, მექსიკის, საფრანგეთისა თუ კვიპროსის სანაპიროებზე. ჯეისონ დეკეირსი არის პირველი ხელოვანი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მუზეუმი შექმნა და რა თქმა უნდა, მისი შემოქმედება მსოფლიოს მთავარი ოცდახუთი საოცრების სიაშიც დამსახურებულად გვხვდება.
ჯეისონის შემოქმედების მიზანი ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, თუ დროთა სვლასთან ერთად როგორ ადაპტირდებიან უსულო ქანდაკებები გარემოსთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქანდაკებები დამზადებულია მასალისგან, რომელიც წყალში მცხოვრები არსებებისათვის ზიანის მომტანი არ არის. მექსიკის ტერიტორიაზე, წყნარ ოკეანეში არსებული მუზეუმი ხუთასამდე ქანდაკებას მოიცავს, რაც ჯამში 60 ტომას უდრის.
ჯეისონ დეკეირსის ყველა ექსპონატს თავისი დატვირთვა აქვს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ექსპონატი, სახელად “რუბიკონის გადაკვეთა”, მეტაფორულად ადამიანების სვლას ასახავს საშიში მომავლისკენ, რასაც თან კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია მოჰყვება. ასევე გულგრილობისა და თვალის დახუჭვის მეტაფორად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტელევიზორის წინ მჯდომი მამაკაცისა თუ მიწაში თავჩარგული მამაკაცების ქანდაკებები.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი