close
პოლიტიკა

მისი მოწამვლა რომ გვდომოდა, ამას ალბათ ბოლომდე მივიყვანდით-ამბობს პუტინი ნავალნიზე

თუ რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა ენდომებოდათ, ,,ისინი ალბათ საქმეს დაასრულებდნენ”,- ასე პასუხობს ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტურ გამოძიებას ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპოზიციონერი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც იძულებულები გახდნენ თვითმფრინავი ომსკში დაესვათ. ნავალნის ოჯახის წევრები ითხოვდნენ პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანას, მაგრამ ექიმების აზრით მგზავრობა მეტად სარისკო იქნებოდა. მიუხედავად ექიმების რჩევისა, 22 აგვისტოს ნავალნი გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც რამდენიმე დღეში დაადგინეს, რომ ის მოწამლეს.

რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ომსკში ჩატარებულ ანალიზში მოწამვლის კვალი არ ჩანდა და უარყოფენ რუსეთის ამ საქმეში მონაწილეობას.

შემდგომში ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ რუსეთის უშიშროების როლი გამოკვეთა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოწამვლის ფაქტს ,,ხრიკს” უწოდებს, რომელიც მიმართულია რუსი ლიდერების წინააღმდეგ. პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ ნავალნს ზურგს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერა უმაგრებს.

ალექსეი ნავალნი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა გერმანიაში, გამოჯანმრთელების შემდეგ კი პუტინს ადანაშაულებს ღრმად კორუმპირებული ადმინისტრაციის მართვაში.

 

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Leave a Response