close
ატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი ბაქტერია აღმოაჩინეს

0E07912D-2AF0-409B-8010-AFBA1040FFDE

მეცნიერებმა გიგანტური ზომის ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
1 სანტინეტრი სიგრძის ბაქტერიას, T. magnifica-ს, რომელსაც ადამიანის წამწამის ზომა და ფორმა აქვს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაქტერიის კლასიფიკაცია მიანიჭეს.
T. magnifica  ჩაძირულ, ლპობაშეპარულ მანგრის ხის ფოთლებზე, კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს.
ორგანიზმი არ არის საშიში და  ადამიანებში დაავადებებს არ იწვევს, მაგრამ გაოცდებით მისი პროპორციებით.
“ეს ბაქტერიები დაახლოებით 5000-ჯერ აღემატება ბაქტერიების უმეტესობას და ჩვენთვის, ადამიანებისთვის, იგივეა, რომ შევხვდეთ სხვა ადამიანს, რომელიც იქნება ისეთივე მაღალი, როგორც „ევერესტის” მთა,”- განაცხადა აშშ-ის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ერთობლივი გენომის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჟან-მარი ვოლანდმა.

ასევე აღმოჩნდა, რომ ბაქტერია შეიცავს სამჯერ მეტ გენს, ვიდრე ბაქტერიების უმეტესობა და ასობით ათასი გენომის ასლი ვრცელდება თითოეულ უჯრედში, რაც მას უჩვეულოდ რთულს ხდის.

T. magnifica თავდაპირველად 2009 წელს, გვადელუპეში, მცირე ანტილის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ექიმმა ვოლანდმა და კოლეგებმა მისი დეტალური შესწავლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი