close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა კოსმოსიდან მისტიკური რადიოსიგნალები მიიღეს

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამსხვერპლოს თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს რადიოტალღები, რომლის სიკაშკაშეც სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს. 

სპეციალისტები ამ მოვლენას სამხრეთ აფრიკაში რადიოტელესკოპ MeerKAT-ით აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ეს ვარსკლავური სისტემის იმგვარი ნათება იყო, როგორიც აქამდე არ დაუფიქსირებიათ. რადიაციის წყარო დიდი ვარსკვლავის TYC 8332-2529-1-ის ადგილმდებარეობას დაემთხვა, რომელიც დედამიწიდან 1800 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ეს დიდი ვარსკვლავი კი მზეზე ორნახევარჯერ დიდია. მისი სიკაშკაშე 21 დღის განმლობაში იცვლებოდა.

მკვლევრების აზრით, რადიოტალღები გამოწვეული იყო დიდი ვარსკვლავის მაგნიტური აქტივობით, მაგალითად, მისი გაელვებით. ასეთივე გაელვებები დამახასიათებელია ჯუჯა ვარსკვლავებისთვისაც. მსგავსი ძლიერი განათება შეიძლება ასევე მოხდეს იმ სისტემებშიც, სადაც ერთი ვარსკვლავი გიგანტია, მეორე კი მზის მსგავსია, თუმცა, ამ კონკრეტულ სისტემაში მზის მსგავსი ვარსკვლავები არ არსებობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response