close
ამოგონება - ინოვაციაედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის კანის იდენტური ხელოვნური კანი შექმნეს

dgffyryty

თითის ფრჩხილის ზომის კანის 3D პრინტერის საშუალებით დაბეჭდვა წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, – ამის შესახებ სინგაპურის მეცნიერები აცხადებენ. მათივე განმარტებით, ეს არის გარღვევა სამეცნიერო პრაქტიკაში, რომელიც კანის ტესტირების საშუალებას ცოცხალი ორგანიზმის კანის გამოყენების გარეშე იძლევა.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდის მტკიცებით, ინ-ვიტრო კანი დონორების კანის უჯრედებისა და კოლაგენისაგან შედგება და ადამიანის კანის იდენტური ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები ახასიათებს.
„ჩვენი სურვილია შემოგთავაზოთ გზა, რომლის საშუალებითაც კანის ტესტირება ცხოველის, ან ადამიანის კანის გამოყენების გარეშე იქნება შესაძლებელი,”- აცხადებენ მეცნიერები.
სინგაპურელმა მკვლევარებმა წარმოების პროცესი საბეჭდი მანქანის გამოყენებით დააჩქარეს. მიღწეული შედეგის წყალობით, კანის თითოული ნაჭრის შესაქმნელად ერთ წუთზე ნაკლები დროა საჭირო.
მიღებული ნარევის ინკუბაციას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, რა დროსაც კანის უჯრედები მრავლდება და მოთეთრო მემბრანად გადაიქცევა.
ხელოვნური კანის გამოყენება ნივთიერების ტოქსიკურობის ან გაღიზიანების პოტენციალის შესამოწმებლადაა შესაძლებელი. მისი გამოყენებით შესაძლებელია კოსმეტიკის დატესტვა კანზე იმის გასარკვევად, თუ როგორ რეაგირებს ადამიანის კანი პროდუქტში შემავალ ინგრედიენტებზე.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2