close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები – მარსზე სიცოცხლის არსებობის ნებისმიერი ნიშანი 2 მეტრის ქვეშ იქნება დამარხული

მარსზე სიცოცხლის ძიება შესაძლოა ბევრად უფრო გართულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მარსმავლები, ე.წ. მარს „როვერები“,  როგორიცაა Curiosity და Perseverance, პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის კვალს ეძებენ, თუმცა, ახალი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მათ საპოვნელად შეიძლება უფრო ღრმად ჩასვლა იყოს საჭირო, რადგან ამინომჟავების ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დარჩა იმ დროიდან, როდესაც მარსი შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო, სავარაუდოდ, დამარხულია ზედაპირიდან მინიმუმ 2 მეტრის სიღრმეში.
ეს იმიტომ ხდება, რომ მარსი, თავისი მაგნიტური ველის ნაკლებობითა და სუსტი ატმოსფეროთი, განიცდის კოსმოსური გამოსხივების ბევრად უფრო დიდ დოზას ზედაპირზე, ვიდრე დედამიწა. ჩვენ ვიცით ეს და ვიცით ისიც, რომ კოსმოსური გამოსხივება ანადგურებს ამინომჟავებს.
ახლა, ექსპერიმენტული მონაცემების წყალობით, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს პროცესი, გეოლოგიურად რომ ვთქვათ, ძალიან მოკლე დროში მიმდინარეობს.
ფიქრობენ, რომ მარსს ოდესღაც ჰქონდა გლობალური მაგნიტური ველი და გაცილებით სქელი ატმოსფერო, ისევე როგორც დედამიწას. ასევე არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ ოდესღაც თხევადი წყალი განთავსებული იყო მარსის ზედაპირზე ოკეანეების, მდინარეების და ტბების სახით.
მახასიათებლების ეს კომბინაცია მიუთითებს იმაზე, რომ მარსი, შეიძლება, წარსულში დასახლებული ყოფილიყო.
ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მარსი დასახლებული პლანეტა იყო, ამინომჟავების არსებობაა. ეს ორგანული ნაერთები სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ უფრო მეტის გასარკვევად, შესაძლოა, საჭირო იყოს ლოდინი მანამ, სანამ მარსზე თხრისთვის საჭირო უკეთესი ხელსაწყოები გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response