close
კონომიკაოლიტიკააქართველო

კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

fulipensia

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

რეგისტრაციის პროცესი პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე – www.moh.gov.ge – რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, მათ ავტომატურად დაერიცხებათ შესაბამისი კომპენსაცია.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებულები და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები;

მეწარმე ფიზიკური პირები

პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები;

ინდივიდუალური მეწარმეები.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

საკონტაქტო მონაცემები

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

გარდა ამისა, უნდა ატვირთოს რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება – ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა ინდენტიფიცირება, ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა.

ასევე, 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია. კომპენსაციის მიღება მოხდება გადაწყვეტილების მიღების 10 სამუშაო დღეში.

ვისაც არ აქვს შესაძლებლობა თავად გაიაროს რეგისტრაცია, უნდა მიმართოს დასაქმების სააგენტოს ან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს.

ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ინსტრუქცია

წყარო : ghn.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2