close
საქართველო

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მიმდინარე კოვიდ პანდემიასა და აცრის მაჩვენებლებს ეხმაურება. მისი თქმით, ზოგადი, იმუნური ფენის გამომუშავებისთვის საჭირო კიდევ 10-11 თვე იქნება, თუმცა ვაქცინაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა 2-3 თვეში მოხდეს.

“სამწუხაროდ, ზოგადი პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის და იმუნური ფენის შექმნისთვის ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონი ადამიანის დაავადება ან იმუნიზაცია. დაავადების შემთხვევაში ეს კიდევ 10-11 თვე გაგრძელდება. სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენთან 1,5%-ია, შესაბამისად, კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი. ამასთანავე, ჩვენ შეგვიძლია 2-3 თვეში ორჯერადად ავცრათ 1,5 მილიონი ადამიანი, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ 11-ჯერ, ყოველდღიური ავადობა კი 5-6-ჯერ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0