close
ვლევები

კვლევა: კოვიდგადატანილებს ინტელექტის დონე უქვეითდებათ

7852686875

ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე. შესაბამისი სტატია სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა.

მეცნიერების ცნობით, ინტელექტის დაქვეითება გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება და მათაც ეხება, ვინც COVID-19 მსუბუქად გადაიტანა.

კვლევის მთავარი ამოცანა იყო დაედგინათ, უკავშირდება თუ არა კოგნიტიურიმაჩვენებლების გაუარესება სწორედ COVID-19-ს, რადგან კორონავირუსის შემდეგ ბევრი ადამიანი მეხსიერების გაუარესებასა და კონცენტრაციის დაკარგვას უჩივის. ამასთან, ყნოსვის დაკარგვას, რომელიც კოვიდის ერთ-ერთი სიმპტომია, მეცნიერები ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევას უკავშირებენ.

კვლევაში მონაწილეობა 81 337-მა ადამიანმა მიიღო. 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე მათ ინტელექტის დონის დასადგენი ტესტი Great British Intelligence გაიარეს. მათ შორის კორონავირუსი 12 689 ადამიანმა გადაიტანა.

მონაცემების დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა კოვიდგადატანილების შედეგები კვლევის ჯანმრთელი მონაწილეების მონაცემებს შეადარეს. ამასთან, გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის სქესი, ასაკი, განათლების დონე, შემოსავალი და ა.შ.

დადგინდა, რომ კოვიდგადატანილებმაშესამჩნევი კოგნიტიური დეფიციტი აჩვენეს – ტესტი მათზე უარესად გაიარეს, ვისაც კოვიდიარ ჰქონია. განსაკუთრებით ეს იმ დავალებებშიიყო თვალსაჩინო, რომელთა შესასრულებლად დაგეგმარება, გადაწყვეტილების მიღება და აბსტრაქტული აზროვნება იყო საჭირო.

ყველაზე დიდი პრობლემა კი მათ შორის დაფიქსირდა, ვინც დაავადების დროს საავადმყოფოში მკურნალობდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი