close
კატეგორიის გარეშე

ვინც ხშირად რეცხავს ჭურჭელს, კარგ ხასიათზეა და სტრესი არ სტანჯავს – კვლევა

ადამიანების დიდ ნაწილისთვის ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო საქმეა, მაგრამ გირჩევთ, ეს საქმე შეიყვაროთ, რადგანაც ახალი კვლევის მიხედვით, ის გვეხმარება განტვირთვაში და დამღლელი დღის ბოლოს სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ დამღლელი დღის ბოლოს ჭურჭელს გარეცხავთ, სტრესისგან გათავისუფლდებით, გონებას დაასვენებთ, კარგ ხასიათზე დადგებით და თავს უფრო კარგად იგრძნობთ.

კვლევა ჟურნალ Mindfulness–ში გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ თუ გინდათ, სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან, ჭურჭელი ხშირად უნდა გარეცხოთ.

მეცნიერების თქმით, ჭურჭლის რეცხვით ადამიანები ისე თავისუფლდებიან სტრესისგან და დეპრესიისგან, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response