close
ატეგორიის გარეშე

დანიამ თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა

5A39D6CC-42E3-414D-A21E-55BD336EC5BA

დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. გარდა ამისა, ქვეყანაში გაიხსნა ღამის კლუბები, გვიან ღამით ალკოჰოლის გაყიდვა ნებადართული გახდა და კონტაქტების კვლევის აპლიკაციაც აღარაა აუცილებელი დაწესებულებებში შესასვლელად, – ამის შესახებ BBC წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსითინფიცირების შემთხვევათა მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, ხელისუფლება ამბობს, რომ ვირუსი აღარ მიიჩნევა კრიტიკულ საფრთხედ“, – წერს BBC.

ექსპერტების თქმით, ცვლილებები ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლითააგამოწვეული.

„მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობაა სამი დოზით აცრილი. ვაქცინირებულებისთვის, „ომიკრონი“ არაა მძიმე დაავადება. ჩვენც მიგვაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილია“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ლონე სიმონსენი.

აქამდე, დანიაში, მაღაზიებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იყო. ამასთან, დახურულ სივრცეებში შეკრებებზე შეზღუდული იყო პირთა რაოდენობა. ამიერიდან, მოიხსნა სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებაც.

შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს არავაქცინირებული მოგზაურებისთვის, რომლებიც დანიაში ჩავლენ. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულო რჩება საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი