close
ამართალიაქართველო

ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდა

bavshvebi

ბავშვთა უფლებების კოდექსი დღეიდან ამოქმედდა. ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს შესაბამის დახმარებას სპეციალურად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულებში გაუწევენ.

ძალადობისგან დაცვა, ინკლუზიური განათლება, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. დღეიდან ნებისმიერ მოზარდს შეუძლია თავისი უფლებების დასაცავად, შესაბამის ორგანოს მიმართოს.

კოდექსი იცავს ბავშვის ღირსებასა და პირად სივრცეს. ახალმა კოდექსმა ბავშვები საფრთხის შემცველი ინფორმაციისგანაც უნდა დაიცვას. ცალკე თავი ეთმობა მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, რომელთა დაცვა და მხარდაჭერა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ბავშვთა უფლებების კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობით მომზადდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი