close
ატეგორიის გარეშე

ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი და სტატისტიკა

nvnvn

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირებულთა შორის ერთი ბავშვია. მედიკოსების ინფორმაციით 12 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
რამდენად დიდია „კოვიდ-19-ით“ ბავშვების დაინფიცირების რისკი და რამდენად საშიშია ის ბავშვებისთვის?
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების 2,4 პროცენტი 18 წლამდე ასაკის პირია, აქედან, 1 პროცენტი – 9 წლამდე ასაკის ბავშვია. ვირუსის მძიმე სიმპტომები დაინფიცირებული ბავშვების მხოლოდ 2,5 პროცენტს ახასიათებდა.
რა სიმპტომები ახასიათებთ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვებს?
ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ დაინფიცირებულ ბავშვებს ხშირად აქვთ ხველა, სუნთქვის გართულება, გამონადენი ცხვირიდან, დიარეა და თავის ტკივილი. მაღალი ტემპერატურა დაინფიცირებული ბავშვების ნახევარზე ნაკლებს აღენიშნება, უმეტესობას კი არანაირი სიმპტომი აქვს. ჩინეთში დაინფიცირებული ბავშვები ერთ-ორ კვირაში გამოჯანმრთელდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალშობილებსაც კი, რომლებიც მძიმე რესპირატორული დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ინფექციის შედარებით მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდათ.
მიუხედევად იმისა, რომ ბავშვებს, უმეტეს შემთხვევაში, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისინი „კოვიდ 19“-ის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ბავშვები მოძრავები არიან, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და ვირუსს ადვილად ავრცელებენ. ამიტომ, სკოლის ასაკის ბავშვებში გრიპის პრევენცია საზოგადოებაში გრიპის პრევენციის ეფექტური სტრატეგიაა. მედიკოსების შეფასებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სკოლების დროებით დახურვას ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი