close
საქართველოტურიზმი

The Times of India საქართველოს 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემა 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს.

საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილას არის. საქართველოსთან ერთად გამოცემა მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს ატყვევებს ისტორიული არქიტექტურით, მრავალფეროვანი ბაზრებით, ხელოვნების შედევრებით. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს, გასინჯავთ საოცარ ღვინოს და გაიცნობთ სტუმართმოყვარე ხალხს“, – წერს The Times of India საქართველოს შესახებ.

The Times of India-ს მთელ მსოფლიოში ათობით მილიონი მკითხველი და გამომწერი ჰყავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response