close
რაზები

,,თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება” – მიხეილ ბულგაკოვი

მიხეილ ბულგაკოვი

,,დოქტრინა” გთავაზობთ რუსი მწერლის, დრამატურგის, თეატრალური რეჟისორისა და მსახიობის – მიხეილ ბულგაკოვის ჩანაწერებს:

 

  1. რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება.
  2. ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.

3 .თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ.      გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი – არასოდეს!

  1. ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.
  2. არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.
  3. ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შეიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.
  4. ყველაფერი თავის რიგზე იქნება, ქვეყნიერება ამაზეა აგებული.
  5. ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.
  6. თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.
  7. ვინმეს რომ ავნო, დაჩაგრო, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ, გარწმუნებთ, სასახელო არ არის, დიახ, სასახელო არ არის!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld