close
იზნესიმიგრანტი

Qartulia – პირველი ქართული წიგნების, სუვენირების და ქართველი დიზაინერების მაღაზია ამერიკის მასშტაბით, ნიუ იორკში

D0473173-BE95-499D-B5A1-AF046577C921

Qartulia – ეს გახლავთ პირველი ქართული წიგნების, სუვენირების, ქართველი დიზაინერების მაღაზია ნიუ იორკში. გარდა ბრუკლინში არსებული მაღაზიისა, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ონლაინ მაღაზიით. იდეა დაიბადა და განხორციელდა  ნინო დავლიანიძის,  ნათია, იაკო და თეკო ცინცაძეების მიერ. დეტალურად, რას ითვალისწინებს მაღაზიის საქმიანობა და რაზეა ის ორიენტირებული დამფუძნებლები გაგვესაუბრებიან.

„მაღაზია Qartulia ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია ჩვენი პირველი ქართული საქმის წამოწყებასთან ამერიკაში – ეს გახლავთ  Little Georgia-ქართული კვების ობიექტი ბრუკლინში, ბრაიტონზე. სწორედ ამ პატარა ქართულმა სივრცემ და ემიგრანტების სულისკვეთებამ დაბადა ჩვენში, დიდი ხნის ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებში იდეა, რომ გაგვეკეთებინა უფრო მასშტაბური და, ვიტყოდი, გრანდიოზული,  ქართული კერა. ასეთ დიდ ქვეყანაში და ისეთი დიდი სულის მქონე ადამიანებისთვის, როგორიც გახლავთ ქართველი ემიგრანტები.

ჩვენ ბევრი ვიშრომეთ ამ იდეის განსახორციელებლად და, აი, დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს უპრეცენდენტო კონცეფციის მქონე პროექტი შედგა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქართული მხარის გვერდით დგომა საქართველოდან, იგულისხმება კომპანია qartulia-ს დაფუძნება საქართველოში, მომწოდებლის მხარე და ასევე, რაღა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის შემქმნელების ერთგული მუშაობა. ჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ მაღაზია  – qartulia-ში ყველა ნივთი არის საქართველოდან. qartulia -თვის ექსკლუზიურად ზ. სულაკაურის  მიერ შეიქმნა საქართველოს ყველა კუთხის შვილის-ბავშვებიც  და დიდების კარიკატურები. წარმოვადგინეთ ისეთი ცნობილი დიზაინერები, რომელთა სამოსიც მთელს მსოფლიოში ცნობილია.

შეუძლებელი იყო, არ გამოგვეყო ადგილი ჩვენი ქვეყნის დიდი მგოსნებისთვის და ქართული წიგნი ხელმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი ემიგრანტებისთვის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა კულტურულმა მემკვიდრეობამ ამერიკაში მცხოვრებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებში:  ქართულმა თიხამ, ნაქარგობამ, ნაციონალურმა სამოსმა, ტიხრული მინანქრის ნაკეთობებმა და ყველა სხვა საგანძურმა, რაც ხელნაკეთი ნივთებით არის წარმოდგენილი…
გვსურს – რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ქართული კულტურა და ქართველი დიზაინერები.
ასევე, გვაქვს ონლაინ მაღაზია – Qartulia, რითაც  უზრუნველვყოფთ  შეძენილი პროდუქციის ოპერატიულად მიწოდებას ამერიკისა და მსოფლიოს მასშტაბით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი