close

წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ – „ედისონმა“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, შექმნა მონიტორინგის სისტემა, რომელიც გელათის მონასტერს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით იცავს. სისტემა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ეკუთვნის აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ბზარების მდგომარეობას, ბიძგებსა და ამინდს, მიღებული ინფორმაციის კი, დაუყოვნებლივ გზავნის შესაბამის სპეციალისტთან.
შეგახსენებთ, რომ გელათის მონასტერი 2010 წელს UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს და კომპანიამ, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებსა და კერძო პირებს უმაღლესი ხარისხის Hardware (ელექტრონულ) და Software (პროგრამულ) სერვისს, სთავაზობს ამ პრობლემას გონივრული გადაწყვეტამოუფიქრა.
„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი ეს მონიტორინგის სისტემაა, რომელიც გელათზე დამონტაჟდა და შესაძლებელია სხვა ძეგლებსაც მოერგოს. მსოფლიოში თითქმის ყველა ძველ ნაგებობას აქვს დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემები მათი დაცვის მიზნით. პრობლემა ისაა, რომ საქართველოსთვის ის მონიტორინგის სისტემები ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც, ჩვენ ინოვაციურად მივუდექით საკითხს და შედარებით დაბალ ფასში შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც მის უცხოურ ანალოგებს არ ჩამოუვარდება,” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ედისონი მონიტორინგის ჭკვიანი სისტემების გარდა, Desktop, Mobile და Web აპლიკაციებსაც ქმნის და სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი ამზადებს ნებისმიერი ტიპის 3D/2D დიზაინს და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა 3D Printer, Laser Cutter, Vacuum former-ია, აქცევს მას რეალობად, შესაბამისად, მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი თქენი იდეა რეალობად აქციოთ.

გაზიარება:
fb-share-icon0