close
ვლევებიედიცინა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების 16 მუტაციის მიმართ ეფექტურია

7642

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს.

მეცნიერების ნაწილის აზრით, ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად გავრცელებადი აღნიშნული მუტაციის გამო არიან.

კომპანია Pfizer-ის  წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართაც, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე დატესტეს.

”ამ დროისთვის 16 სხვადასხვა მუტაცია გვაქვს გამოცდილი და არც ერთ მათგანს ვაქცინის მოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე-17 მუტაცია აღარ იქნება,”- აღნიშნა მეცნიერმა.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს სამხრეთ აფრიკის ვარიანტში აღმოჩენილი კიდევ ერთი, E484K მუტაცია.

კორონავირუსის ახალი ვარიანტების აღმოჩენისთანავე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს გაუჩნდათ ეჭვი და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებმა, რომლების გამოყენებითაც მოქალაქეების ვაქცინაცია დაწყებულია, შესაძლოა ადამიანები ვირუსის ახალი შტამებისგან დაინფიცირებისგან ვერ დაიცვან. მეცნიერები განსაკუთრებულ შეშფოთებას სამხრეთ აფრიკაში გაჩენილი ვარიანტის მიმართ გამოხატავენ.

რიდინგის უნივერსიტეტის ციტოლოგიური მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა სიმონ კლარკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტს ე.წ. ბრიტანული ვარიანტისგან განსხვავებული ბევრი ისეთი მუტაცია აქვს, რომლებიც სპაიკ ცილაში უფრო ძლიერ ცვლილებებს იწვევენ.

მეცნიერები მსგავსი კვლევის ჩატარებას ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილ სხვა მუტაციებზეც გეგმავენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი