close
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა პლანეტა იუპიტერის მთვარე ,,ევროპაზე” სიცოცხლისთვის საჭირო ნიშნები აღმოაჩინეს 

მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა იუპიტერის მთვარე ,,ევროპა” დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიებისთვის მთავარი კანდიდატია. ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს წყლის ის ჭავლები აძლევს, რომელიც ,,ევროპიდან” კოსმოსში გამოიტყორცნება.

მეცნიერებმა ,,ნასას” კოსმოსური ხომალდის – ,,გალელეოს” მიერ 1997 წელს მოპოვებული მონაცემები ხელახლა გადასინჯეს და აღმოაჩინეს, რომ ,,ევროპას” მაგნიტური ველი მისი მიწისქვეშა ოკეანის გაყინული სფარიდან მომავალი გეიზერისგანაა გამოწვეული.

,,გალილეო“ დედამიწის ზედაპირის ზემოთ 200 კილომეტრზე მოძრაობდა, როცა მან აღნიშნულ ჭავლზე გაიარა.

,,ვიცით, რომ ,,ევროპას” ცხოვრებისთვის საჭირო ბევრი ინგრედიენტი აქვს, იქ არის ენერგია, წყალი, გარკვეული რაოდენობით ნახშირჟანგი, მაგრამ უდიდესი კითხვა, რომელიც ,,ევროპასთან” მიმართ გვაქვს, არის ის, თუ პოტენციურად რამდენად დასახლებადი ადგილია,” – განაცხადა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტარულმა მეცნიერმა ელიზაბეთ თერთლმა.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ,,ევროპაზე” დედამიწის ოკეანეებზე ორჯერ მეტი მოცულობის ოკეანის არსებობას ამტკიცებს, ,,ნასას” ,,Hubble Space Telescope-ის“ 2012 წელს შეგროვებული ულტრაიისფერი მონაცემია.

,,ნასა” 2022 წელს ახალი მისიის ,,ევროპა კლიპერის” დაწყებას აპირებს, რომლის ფარგლებში წყლის ჭავლების ნიმუშების გამოკვლევა იგეგმება, რათა დაადგინონ, შეიცავს თუ არა ის ისეთ ნიშნებს, რაც ოკეანეში სიცოცხლის არსებობაზე იმეტყველებს.

წყაროReuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid