close
ბიზნესიეს საინტერესოა

კორეის რესპუბლიკა – ეკონომიკური განვითარების უნიკალური მოდელი მსოფლიოში

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ რეალობაში მსოფლიოსთვის ფენომენალურია სამხრეთ კორეა და მისი ეკონომიკური პოლიტიკა, ზოგადად პოლიტიკა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის მედგრობა კრიზისების მიმართ. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული სწორედ, ახალი ინდუსტრიული ქვეყნები უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთ აზია. ბაზრების გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოში დასწრაფებულად იქმნება ახალი პრეცედენტები, ახალი სტანდარტები, ყალიბდება ეკონომიკური განვითარების ახალი მოდელები. თანამედროვე ტექნოლოგიურმა სისტემებმა და მეცნიერულ ტექნიკურმა პროგრესმა უკვე კონტროლს აღარ დაუქვემდებარა განვითარების ტემპები და მასშტაბები. იაპონიის, „აზიური ვეფხვების“ (სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონკონგი და ტაივანი) მიღწევებმა ეკონომიკაში, ასევე ჩინეთის ეკონომიკის განვითარების არნახულმა მასშტაბებმა ამ ქვეყნებს შესაძლებლობა მისცა, რომ მსოფლიო ეკონომიკების ელიტაში შესულიყვნენ. მათ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენეს და შექმნეს წარმატების უნიკალური პრეცედენტები.

იაპონიის ლიდერობა აზიურ ბაზარზე, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნისა, უკვე ახალი აღარაა, გარდა ამისა, 90-იანი წლების ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ქვეყანამ საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. ჩინური მოდელი, მართალია დაფუძნებულია უწყვეტ ინოვაციურ ზრდაზე და სამრეწველო რევოლუციებზე, ბევრ ხარვეზს და დიდ რისკებს შეიცავს. ესაა იაფი მუშა ხელი, მისი მაღალი ექსპლუატაცია, სოციალური გარანტიების დაბალი დონე, პოლიტიკური რეფორმების არარსებობა, მოძველებული იდეოლოგიური პლატფორმა, მაღალი ეკონომიკური დანახარჯები.

diagrama1ამ ფონზე, თითქმის 60-იანი წლების დასაწყისიდან, 40 წელიწადში, ქვეყანამ შეძლო ორ უკიდურესობაში ყოფილიყო, ყველაზე დაბალგანვითარებული აგრარული ქვეყნიდან მსოფლიოს ეკონომიკურ ორბიტაზე, ყველაზე მაღალგანვითარებულ ინდუსტრიული ქვეყნა შეექმნა – ეს სამხრეთ კორეაა.  კორეის რესპუბლიკა საბაზრო ეკონომიკის მქონე მსოფლიოს სიდიდით 15-ე ქვეყანაა ნომინალური  მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ის არის მსოფლიოს დიდი G20 საპატიო წევრი. სამხრეთ კორეა დღესაც განვითარების პროცესშია, აქტიურად ავითარებს ბაზრებს გლობალური მიმართულებით, ატარებს რეფორმებს და უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ შემოსავალს. ის გახლავთ OECD (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) წევრი. სამხრეთ კორეა „აზიური ვეფხვების“ უძლიერესი წევრია. კორეის რესპუბლიკა მსოფლიოში ცნობილია ეკონომიკის განვითარების ყველაზე მაღალი ტემპებით, რომელიც 1960-დან 1990 წლამდე ფიქსირდებოდა. 2000 წლისთვის იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა, აზიური ვეფხვების სხვა წევრებთან ერთად. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის, ქვეყანას ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი აქვს.

მაკროეკონომიკული მაჩვენებლების თვალსაზრისით კორეამ საკმაოდ შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწია: მშპ ნომინალური – 1,130 ტრილიონი აშშ დოლარი (15 ადგილი მსოფლიოში) (იხ. დიაგრამა №1), PPP – 1,554 ტრილიონი (12 ადგილი მსოფლიოში). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 32 020 აშშ დოლარი. რაც შეეხება პრიორიტეტულ სექტორებს მშპ შემდეგნაირად ნაწილდება სერვისი – 58%, ინდუსტრია 39%, სოფლის მეურნეობა 3% (იხ. დიაგრამა №2).

diagrama 2

წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა                 დიაგრამა №2

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კორეა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებულად მაღალი ტემპებით გამოირჩეოდა, რომელიც მნიშვნელოვანწილად ინდუსტრიული ნაწარმის ექსპორტით იყო განპირობებული. ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე  და განსაკუთრებით კი დასავლურ ბაზარზე, კონკურენტუნარიანი პროდუქციით გასასვლელად, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები დასჭირდა. მსხვილმა წარმოებებმა (Samsung, Daewoo…) აქტიურად განახორციელეს მასშტაბური ფინანსური ინვესტიციები, ახალი პროდუქციის შემუშავებაში, სამარკო ნიშნების რეკლამირებაში მსოფლიოს მასშტაბით და პროდუქციაზე მნიშვნელოვნად დაბალი საექსპორტო ფასის შენარჩუნებაში (იხ. ცხრილი №1). ინვესტიციები რა თქმა უნდა მოითხოვდნენ მსხვილ საკრედიტო რესურსებს. დასავლელი კრედიტორები სამხრეთკორეულ წარმოებებსა და ბანკებთან თანამშრომლობას განსაკუთრებულად სარფიანად თვლიდნენ, ვინაიდან ხედავდნენ, რომ სახმრეთ კორეის საექსპორტო პოლიტიკა ეფექტურად ხორციელდებოდა და არნახულ მასშტაბებს აღწევდა. სამხრეთ კორეამ შეძლო ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო მსოფლიოში საავტომობილო, გემთმშენებელი, ფოლადის წარმოების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის წარმოების სფეროში.

18-3

 (Samsung-ის გემების სამშენებლო სამხრეთ კორეაში)

ქვეყანამ პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო და უმოკლეს ვადაში შეძლო მსოფლიოში ცნობილი შეექმნა „ჩებოლები“ (chaebol[1]) ისეთები, როგორიც არის Samsung, LG და Hyundai. ცოტა მოგვიანებით უკვე აქცენტირება დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეც.

[1]ჩებოლი –  ოჯახების მიერ კონტროლირებადი კომპანიების მსხვილი ჯგუფი. ლიტერატურულად chaebol, განისაზღვრება Jay BOL ან chay bol, რაც გულისხმობს ბიზნეს ასოციაციას. კორეაში ჩებოლი იაპონიის მიერ ქვეყნის ანექსიამდე, 1910 წლამდე, არსებობდა და ის Chosun-ს დინასტიიდან იყო დაკავშირებული. ყველაზე მსხვილ და ძველ ჩებოლად კორეაში „Doosan“ მოიაზრება 1896წ. – ჩებოლები უმეტესწილად ქვეყნისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის იყო და ისინი მეტწილად სახელმწიფო საკუთრებებს წარმოადგენდნენ. ამგვარი იურიდიული სტატუსი პაკ ჩონ ხის მმართველობის განისაზღვრა. მან აღნიშნული მოდელი დააფუძნა იაპონური „zaibatsu“-ს სისტემაზე. მათ შორის განსხვავება იყო მხოლოდ კაპიტალის მიღების წყარო. ჩებოლებს არ გააჩნდათ საკუთარი ბანკი, ისინი მხოლოდ სახელმწიფო ბანკების მხრიდან ფინანსდებოდნენ, სახელმწიფოსგან განსაზღვრული გეგმების შესრულების შესაბამისად. ინვესტირება ხდებოდა სწორედ იმ მიმართულებებში სადაც სახელმწიფო მიზანშეწონილად ჩათვლიდა. მაშინ, როცა იაპონურ „zaibatsu“-ს დაფუძნება ბანკებს შეეძლოთ.

თავის მხრივ, ჩებოლები რიგი პრივილეგიებით სარგებლობდნენ სახელმწიფოს მხრიდან. ჩებოლებმა კორეის ტექნოლოგიურ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასევე განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქვეყანაში კვლევებისა და განვითარების (R&D) საკითხებში. ამ თვალსაზრისით სამხრეთ კორეამ 70-იანი წლებისთვის განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და განავითარა ტექსტილის წარმოება, გემთმშენებლობა და საზღვაო გადაზიდვები, ცემენტის, ფანერების წარმოება და მძიმე მრეწველობა.

ათწლეულებში სამხრეთ კორეის არნახული წარმატება სწორედ ჩებოლებს მიეწერება. რელურად აქ მხოლოდ ის ჩებოლები იგულისხმება, რომელთაც სახელმწიფო გარანტიები და პრივილეგიები გააჩნდათ. მაშინ როცა სხვა დანარჩენები ფინანსური სიძნელეების გადალახვას შეეწირნენ ან გაურთულდათ წარმატება და ვალები დაიდეს. იმდენად რამდენადაც ჩებოლები პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდნენ და ნაკლებად იყვნენ მხოლოდ საკუთარი რესურსების იმედად, დამოკიდებულნი იყვნენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის მმართველობაზე. ათი მსხვილი ჩებოლიდან 1965 წლისთვის მხოლოდ სამმა შეძლო გადარჩენა და თავის შენარჩუნება ესენი იყვნენ Samsung, LG და Ssangyong. შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამხრეთ კორეას რეკომენდაცია მისცა, რომ ჩებოლების სრული რეფორმა მოეხდინათ. თუმცა ეს არ იყო ადვილად განსახორციელებელი რეფორმა.

ექსპორტ-იმპორტის მოცულობები ქვეყნების და პროდუქციის მიხედვით (2010 წ.)

dalknasfnasflknflkfdf

წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა                                                               ცხრილი №1

ისტორია და წამატებული ეკონომიკური აქცენტები

1910-1945 წლებში კორეა იაპონიის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში ახალი გადანაწილება მოხდა, იაპონიამ, როგორც წაგებულმა ქვეყანამ დაუთმო კონტროლი კორეის ნახევარკუნძულზე საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს. ქვეყანა, შესაბამისად 2 ნაწილად გაიყო. 3 წლის შემდეგ ორივე ნაწილმა გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, უპირველეს ყოვლისა ერთმანეთისგან. სწორედ ამან გამოიწვია კორეის ომი, რომელიც აშშ-ს საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობით მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო. ორივე მხარე იმყოფებოდა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალური სიდუხჭირის პირობებში. ხაზი უნდა გაესვას, რომ კორეის გაყოფის შემდგომ მთელი ქვეყნის საწარმოო აქტივების დიდი ნაწილი დარჩა სწორედ ჩრდილოეთ კორეაში. სამხრეთ მხარე ყველაზე ჩამორჩენილი და სიღატაკის ზღვარზე იყო. ცხოვრების დონე ქვეყანაში იყო უკიდურესად დაბალი. ნებისმიერ საქმიანობაში ელემენტარული რისკი უდიდეს ფუფუნებად და გამონაკლისად  ითვლებოდა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, სამხრეთ კორეამ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტი 1962 წლიდან 1989 წლამდე, 30 წელზე ნაკლებ ვადაში 2,3-დან 205 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

Gangnam Seoul Korea

მოსახლეობის საშუალო წლიური შემოსავალი 87-დან 4830 ამერიკულ დოლარამდე ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ წლიური 8%-ით იზრდებოდა. თვალსაჩინოებისთვის საგულისხმოა სექტორებში დასაქმებულთა მაჩვენებლებისა და მშპ მონაცემების შედარება წლების მიხედვით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ნათლად ჩანს სამხრეთ კორეის ორიენტირებულობა აგრარულ მეურნეობაზე და უკვე გატარებული რეფორმების შედეგად 21-ე საუკუნის დასაწყისში მკვეთრად იკვეთება მომსახურების სფეროს პრიორიტეტულობა და განვითარების ტემპები (იხ. დიაგრამა №3)

ინდუსტრიული სტრუქტურის ცვლილება

dadadadasg dsgdsgdg

afafaffssdgdggf

წყარო: კორეის განვითარების ინსტიტუტი (KDI – Korea Development Institute )

დიაგრამა №3

სამხრეთ კორეის განვითარების გეგმა აშშ-ს თანამონაწილეობით შემუშავდა 1954-1979 წლებში, გამოყოფილ იქნა 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარი სუბსიდიის სახით, ქვეყნის განვითარებისთვის. აღნიშნული რესურსები ძირითადად საარსებო სახსრებისთვის და უმეტესწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე იხარჯებოდა. გენერალი პაკ ჩონ ხიდროს (1961-1979წ.წ.), ადამიანი რომელიც 1961 წელს, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა, გახლავთ სწორედ „ავტორი“ კორეის „ეკონომიკური სასწაულისა“. სწორედ მან გააკეთა ფსონი ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციაზე, ექსპორტის მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. სწორედ ამ მიდგომით მოახერხა უმსხვილესი ინვესტორები დაეინტერესებინა ქვეყანაში კაპიტალდაბანდებების განსახორციელებლად.

Card Stunt for Park Chung-hee 1

(სამხრეთ კორეის მე-3 პრეზიდენტიPark Chung-hee)

სახელმწიფომ ფაქტიურად თავის თავზე აიღო ეკონომიკის მართვა, ფაქტიურად ეკონომიკის მართვა ცენტრალიზებული გზით ხდებოდა. ქვეყანაში მუშავდებოდა გრძელვადიანი 5 წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმები. პირადად პაკ ჩონ ხიმ რამოდენიმე ათეული კორეული ფირმა შეარჩია, სხვადასხვა დარგში, რომელსაც ის მეტ-ნაკლებად პერსპექტიულად მიიჩნევდა. ქვეყნის მმართველობამ სწორედ ამ კომპანიებზე გადაწყვიტა აქცენტის გაკეთება და გამოუცხადა აქცენტური, ღია მხარდაჭერა – სახელწიფო შეკვეთებით, საკრედიტო ლგოტებით, სახელმწიფო გარანტიებით, უცხოელ კრედიტორებთან და ინვესტიციებთან კავშირების დამყარების ხელშეწყობით. სახელმწიფოს მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბიზნესის მფლობელების პიროვნულ მახასიათებლებზე, დაეხმარა მათ შეექმნათ უმსხვილესი ჰოლდინგები „ჩებოლები“. გენერალი გახლდათ ცნობილი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და ის სამთავრობო სტრუქტურებიდან მკაცრად ითხოვდა დამორჩილებოდნენ სახელმწიფო ინტერესებს, სწორედ ამ პერიოდში აიღო სათავე და განვითარდა მსოფლიო ბრენდები – Hyundai, Daewoo, Samsung, LG, KIA, SsangYong და ასე შემდეგ. პაკის მმართველობის განსაკუთრებულ დამსახურებად მიიჩნევენ, რომ ის თავს არ არიდებდა შეემუშავებინა რთულ მობილიზებული ეკონომიკური პოლიტიკის მეთოდები და შესანიშნავად ახერხებდა მათ რეალიზებას ბაზრის განვითარების კვალდაკვალ.

Exclusive-Line-up-of-Future-Hyundai-Kia-RWD-Premium-Models-1

(Hyundai Genesis-ის 2015 წლის მოდელი)

„ეკონომიკური სასწაულის“ შედეგები, თუ როგორ მოახერხა უკიდურესი სიდუხჭირის ზღვარზე მყოფმა ქვეყანამ განვითარების ტემპები აეკრიფა და გაესწრო მეზობელი ჩრდილოეთ კორეასთვის, ნათლად ჩანს მონაცემებში, რომელიც ასახავს შემოსავლების მოცულობების დინამიკების შედარებას ერთ სულ მოსახლეზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის (იხ. ცხრილი №2)

 

 

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მოცულობების დინამიკა

 აიიიიიიიიიიიიტყ

წყარო: ჰიუნ ინ-ტაე – ლექც. კურსი, პრეზიდენტის მრჩევ. უნიფიკაციის პოლიტიკაში, ყოფ. უნიფიკაციის მინისტრი (ცხრილი №2)

მაშინ, როდესაც კორეა ქმნიდა „ეკონომიკურ სასწაულს“, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი იყო მაღალი დისციპლინის მქონე იაფი მუშა ხელი, მათმა გაერთიანებამ მსხვილ კორპორაციებში, მართვამ გავლენიანი ქარიზმატული ლიდერების მიერ, თავისი შედეგი მოიტანა. სწორედ ამ აქცენტებმა გამოიწვია კორეის ეკონომიკის მასშტაბური, განუხრელი ზრდა 1997 წლამდე. ზუსტად, გასული საუკუნის 60-იან 90-იან წლებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპების გამო, ეკონომისტების ლექსიკონში, დამკვიდრდა ტერმინი „აზიური ვეფხვები“, რომელშიც მოიაზრებოდა სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონკონგი და ტაივანი. სახელმწიფო მმართველობა გამოირჩეობა მობილურობით და სწრაფი ადაპტაციით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში, რაც ქვეყანას უფრო მოქნილსა და მობილურს ხდიდა და სიძინელეების გადალახვაც შედარებით ადვილად ხორციელდებოდა.

1997 წლის კრიზისის გადალახვაც სწრაფად შეძლო და უკვე 1999 წლისთვის ეკონომიკამ კვლავ დაიწყო ზრდა. ამავე წელს შეიქმნა ჯგუფი ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისაგან, რომელიც მსოფლიოს 20 მნიშვნელოვანი ქვეყნისგან დაკომპლექტდა – G20, სადაც სამხრეთ კორეაც დამსახურებულად მოხვდა.

6d8e63d4-ac1d-4378-9346-c6bcff95523f-620x372

(G20-ის ლიდერები 2014 წლის ავსტრალიის სამიტზე)

კრიზისი

1997 წლის ოქტომბრის შედეგებით სამხრეთ კორეის საწარმოებმა და ბანკებმა დაახლოებით 66 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მოკლევადიანი სესხი აიღეს (მათ შორის დაახლოებით 20 მილიარდი წლის ბოლომდე უნდა დაფარულიყო). მაშინ, როდესაც კორეის ბანკის ოქრო-სავალუტო რეზერვები 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. დასავლელი კრედიტორები და ინვესტორები პანიკამ მოიცვა, რომ ვალების გადასახდელად ქვეყანას ელემენტარულად საკმარისი სახსრები არ აღმოაჩნდებოდა ვალების დასაფარად. აღნიშნული შიშები თავად სამხრეთკორეელი მსესხებლების მხრიდანაც ფიქსირდებოდა. ინტენსიურად ხდებოდა უცხოური ვალუტის გამოსყიდვა, სარგებლობა იმით, რომ ადგილობრივი ვალუტის (ვონის) კურსი ფიქსირებული იყო ამერიკულ დოლართან მიმართებაში. ყველამ ერთად დაიწყო ადგილობრივი საწარმოების აქციებისგან გათავისუფლება. საფონდო ინდექსი ივნისი-დეკემბრის პერიოდში 50%-ით დაეცა. 1997 წელს კორეის რესპუბლიკის ისტორიაში მოხდა ორი მსხვილი ბანკროტი – უმსხვილესი ფოლადის კომპანიის „Sambo Stell“ და შემდეგ საავტომობილო კომპანია KIA-ს გაკოტრება. იმავე წლის შემოდგომაზე კიდევ რამოდენიმე „ჩებოლი“ დაიხურა. კრიზისში მყოფმა კომპანიებმა ვეღარ მოახერხეს კრედიტის მომსახურება და ვალდებულებების გასტუმრება, შესაბამისად, კრიზისი საბანკო სფეროსაც გადაედო. ტაილანდის მხრიდან სავალუტო სპეკულაციებით შეტევის და აზიაში შექმნილი კრიზისული სიტუაციების გამო, დასავლეთის ბანკებმა შეწყვიტეს საკრედიტო ხაზების გახსნა მთელს რეგიონზე. მიუხედავად სირთულეებისა ქვეყნის საკრედიტო SP რეიტინგი [1] მაინც არ შეცვლილა და „AA“ კვალიფიკაციით იყო შეფასებული. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კორეის რესპუბლიკა სწრაფად შეძლებდა კრიზისიდან თავის დაძვრენას. თუმცა, წლის ბოლომდე მოხდა ტაივანის დოლარის დევალვაციამ, შემდეგ ჰონკონგის ბირჟაზე აქციების ფასების მკვეთრმა დაცემამ SP იძულებული გახადა გადაეხედა რეიტინგისათვის და სამხრეთ კორეის საკრედიტო პოტენციალი A კოეფიციენტით განისაზღვრა. ქვეყანაში მძიმე სავალუტო კრიზისი დაიწყო. ინვესტორებმა დაიწყეს ქვეყნიდან გასვლა და კაპიტალის გატანა. კრიზისულ პერიოდში მთავრობამ მოსახლეობას მიმართა დასახმარებლად, რომ რეზერვების შესავსებად გაეყიდათ ოქრო, ამ გზით 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის 227 ტონა ოქრო შეგროვდა.

 Avoid-the-Next-Global-Financial-Crisis-by-Investing-in-Gold-622x415

იმისათვის, რომ მსესხებლები და კრედიტორები შექმნილი ფინანსური სირთულეებისგან და ვალდებულებებისგან ეხსნა, რომ შეჩერებულიყო ადგილობრივი ვალუტის (ვონა) გაუფასურება 1997 წლის 3 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მოლაპარაკებები აწარმოა სამხრეთ კორეის ხელმძღვნელობასთან, ხელმძღვანელობისვე თხოვნით. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მოცულობის კრედიტის 57 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა მოხდა (21 მილიარდი თავად სავალუტო ფონდის წილი, დსანარჩენი მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა, იაპონიამ და სხვა მსოფლიოს  წამყვანმა კრედიტორმა ქვეყნებმა გაიღეს). გადაწყდა, რომ აღნიშნულ თანხებს ქვეყანა 3 წლის განმავლობაში მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე გახდა ცნობილი, პანიკამ მაინც არ იკლო. 1997 წლის 16 დეკემბერს კორეის ბანკმა, რომელმაც დიდი ოდენობის რეზერვები დახარჯა ადგილობრივი ვალუტის კურსის ფიქსირებისთვის, დოლართან მიმართებაში, უარი განაცხადა კურსის ფიქსირებაზე და ადგილობრივმა კუპიურამ კატასტროფული სისწრაფით იწყო გაუფასურება, 2 თვეში 80%-ით გაუფასურდა. სსფ იძულებული გახდა დაეჩქარებინა სესხის გამოყოფის პროცედურები და უკვე 1998 წლის 29 იანვრისთვის მოხდა 10 მილიარდი აშშ დოლარის ტრანშეს მიწოდება. ამავდროულად კორეის მთავრობამ აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები დასავლეთის წამყვან ბანკებთან ადგილობრივი ბანკებისა და საწამოებისათვის მოკლევადიანი სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით (კონკრეტულად სესხზე 1-დან 3 წლმადე პროლონგაციაზე).

გამოცოცხლების ფაზა

სამხრეთ კორეამ შეძლო მაქსიმალური ეფექტურობით გამოეყენებინა სსფ-ის რეკომენდაციები. მოხდა ფინანსური სექტორის რესტრუქტურიზაცია, კორპორაციული სექტორის მართვის სტილის დახვეწა და ეფექტური ფორმირება, ამაღლდა კომპანიების გამჭირვალეობის დონე. განვლილმა კრიზისმა ერთგვარი გაწმენდითი ხასიათიც კი შეიძინა. შეიცვალა „ჩებოლების“ მართვის სისტემა და მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რესურსების ოპტიმალური გადანაწილება ბიზნესის სფეროებს შორის, მენეჯერების კვალიფიკაციების ამაღლება, გაიზარდა საბანკო სისტემის მუშაობის ეფექტურობაც.

გაწეული ღონისძიებების კვალობაზე, რა თქმა უნდა, სამხრეთ კორეის ეკონომიკაში დაიწყო გამოცოცხლების ფაზა. წარმოებისა და მომსახურების ექსპორტი 1998 წელს 13,3%-ით გაიზარდა, იმპორტის მოცულობა შემცირდა 22%-ით. წლის ბოლოსთვის სამხრეთ კორეის რეზერვები 52 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა. ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა უკვე 1998 წლის მარტში შეწყდა. ინვესტორებმა კვლავ დაიწყეს ადგილობრივი საწარმოების აქციების შეძენა, ამას ქვეყნის მთავრობაზე სსფ-ის მოთხოვნებმაც შეუწყო ხელი, მომხდარიყო ლიბერალიზაცია, უცხოურ კაპიტალს შეეღწია ადგილობრივ ბაზარზე. კორეის ბანკმა შეასუსტა აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა, საბანკო პროცენტის მოცულობა 22%-დან წლიურ 14%-მდე შემცირდა 1998 წელს. კრიზისულ პერიოდში საკმაოდ საინტერესოა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის ცვალებადობა (იხ. დიაგრამა № 4)

სამხრეთ კორეის მშპ ზრდის ტემპები პროცენტებში

gdgdbdb

წყარო: კორეის ბანკი (THE BANK OF KOREA)                                        დიაგრამა №4

უკვე 1998 წელს სამხრეთ კორეის რეზერვები აშშ დოლარში 62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ახლა უკვე ბაზარზე დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გამო კორეის ბანკი იძულებული გახდა ვონის კურსის ზრდა დაერეგულირებინა. საინტერესო ფაქტია ის, რომ მიუხედავად არასაიმედო პროგნოზებისა 2000 წლისთვის, სამხრეთ კორეის გემთმშენებელმა ბიზნესმა არნახულ წარმატებებს მიაღწია და შეკვეთების არნახული მოცულობა მიიღო. საქმიან წრეებში იყო საუბარი, რომ ამ წელს კორეამ 15 მილიარდ 700 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეკვეთა მიიღო, რაც განპირობებული იყო მსოფლიოში საზღვაო გადაზიდვების ბაზრის გაზრდით და მნიშვნელოვან წილად კონკურენციის სისუსტით, იაპონიისა და ევროპული ქვეყნების მხრიდან. აღნიშნულ დარგში შეკვეთების მოცულობა 1999 წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა.

aaaaaaaaaaaadadaadaa

წყარო: კორეის განვითარების ინსტიტუტი (KDI – Korea Development Institute )             გრაფიკი №1

კრიზისის შემდგომ პერიოდში ახალი მთავრობის მიდგომები უფრო თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესადარისი იყო, საშუალო ბიზნესისთვისაც უფრო ხელსაყრელი პერიოდი დაიწყო. მცირე ბიზნესს მიეცა შეღავათიანი კრედიტებით სარგებლობის შესაძლებლობა და მოხდა მიღებული კრედიტების რესტრუქტურიზაცია. შესაბამისად, ბანკებსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობის მეტი ინტერესი გაუჩნდათ. იზრდებოდა ახლად დარეგისტრირებული ბიზნეს-ობიექტების რაოდენობა. სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო კონსალტინგური, ტექნიკური დახმარების, კადრების გადამზადების ცენტრების, საინვესტიციო ფონდების შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. სახელმწიფო ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეწყობოდა გამოფენები და ბაზრობები. აღნიშნულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ადგილობრივი მოსახელობის დაკავება და ჩართვა, რამაც თავის მხრივ უზრუნველყო ქვეყანაში სოციალური კლიმატის გაჯანსაღება.

strike

(Ssang Yong Motors-ის თანამშრომლების გაფიცვა)

2007 წელს აშშ-ის იპოთეკური კრიზის,  მალე მთელი მსოფლიოს კრიზისში გადაიზარდა და ყველა განვითარებულ ყვეყანას მოედო. კრიზისმა 2008 წელს სამხრეთ კორეაზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა. თითქმის 4-ჯერ შემცირდა ინდუსტრიული წარმოება. თუმცა „აზიურმა ვეფხვმა“ შეძლო სირთულეებს გამკლავებოდა. კორეას დადებითი შეფასებას აძლევდნენ, სადაც ფიქსირდებოდა, რომ 2010 წლისთვის ის განვითარების მაღალ ტემპებს მიაღწევდა. სამხრეთ კორეამ პროგნოზი სრულებით გაამართლა და 2010 წლის აპრილში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Moody’s Investors Service კორეას რეიტინგი A2-დან A1-მდე აუწია („სამხრეთ კორეის ეკონომიკის განსაკუთრებული  მდგრადობისათვის მსოფლიოს ფინანსური კრიზისის მიმართ“ – ქვეყანამ შეძლო, არ გაზრდილიყო შიდა ვალი და შეენარჩუნებინა კონტროლი ბიუჯეტის დეფიციტზე). მართალია არც ისე დიდი, თუმცა უკვე 2009 წელს შეძლო 0.2% ეკონომიკის ზრდა ეჩვენებინა. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ეს იყო სამხრეთ კორეისათვის ეკონომიკის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, თუმცა უკვე 2010 წლის პირველ კვარტალში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დააფიქსირა. რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ქვეყანამ 2010 წელს შიდა სავაჭრო ბრუნვა 20%-ით გაზარდა. რაც შეეხება ექსპორტის მოცულობას, ის 2010 წელს 2009 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა იმ პერიოდისთვის პრობლემებიც ფიქსირდებოდა ეკონომიკაში და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო სახელმწიფო კორპორაციების ვალის საერთო მოცულობის ზრდასთან. თუმცა მთავრობამ დაგეგმა პრობლემური კორპორაციების რესტრუქტურიზაცია, უმეტესწილად არაეფექტურ ხარჯვით ნაწილზე აქცენტირებით.

საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ 2009 წელს სამხრეთ კორეამ მიიღო სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის იმიჯის გამოსასწორებლად და ამისთვის წელიწადში 74 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ძირითადი მიზანი იყო, რომ გაზრდილიყო ქყვეყნის მაჩვენებელი „ნაციონალური ბრენდები[1]“-ს რეიტინგში და ეს გულისხმობს 2015 წლისთვის ქვეყნის 15-ე ადგილს აღნიშნულ რეიტინგში.

[1]Nation Brand Index – შემუშავებული ბრიტანელის ექსპერტის საიმონ ანხოლტის მიერ. შემუშავდება ყოველწლიურად 2005 წლიდან. ინდექსი ითვალისწინებს შეაფასოს ქვეყნების ეფექტურობა ექვსი პარამეტრით: კულტურული მემკვიდრეობა, ადამიანური ფაქტორი (რეპუტაცია, რომელიც გააჩნიათ მაცხოვრებლებს უცხოეთში, ქსენოფობიის მაჩვენებელი), ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტებისთვის და ინვესტორებისთვის, ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეპუტაცია და სახელმწიფო მართვის ხარისხი. შეფასებები განისაზღვრება გამოკითხვების შედეგად, რომელიც წარმოებს სხვა ქვეყნებში.

სახელმწიფოს როლი ქვეყნის განვითარებაში

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაულის განმაპირობებელი გახდა, ძლიერი და ეფექტური ხელმძღვანელობა გამოვლენილი ავტორიტარული მმართველობით, ნაცვლად დემოკრატიული და პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და განსაკუთრებული აქცენტი ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებაზე გაკეთდა.

სახელმწიფო აქტიურად იღებდა ახალ კანონებს და გადახედავდა უკვე არსებულს, მიიღებოდა მთელი რიგი პოლიტიკური ზომები მაქსიმალური მობილიზებისთვის, რომ გაზრდილიყო ექსპორტი, მომხდარიყო მსხვილი კაპიტალდაბანდებები, მოზიდულიყო უცხოური ტექნოლოგიები და ინვესტიციები ნაციონალური ინტერესების შესაბამისად. მთავრობა, თავის მხრივ, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ შეექმნა შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა: გზები, ნაგებობები, პორტები, მაგისტრალები და სკოლები. ბიზნესი, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ხშირად მიმართავდა, რისკების საკუთარ თავზე ასაღებად. ითხოვდა, რომ სახელმწიფო გამოსულიყო გარანტორად მსხვილი პროექტების ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით. ქვეყანაში პირველი რიგის საზრუნავი ფულადსაკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობა იყო. მნიშვნელოვანი სიძნელეების დროსაც ფულის მიმოქცევაზე, ინფლაციაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტზე არასდროს არ კარგავდა სახელმწიფო კონტროლს. საკვანძო როლს აქ თამაშობდა ის, რომ ფინანსურ და საკრედიტო სისტემაზე სახელმწიფოს მონოპოლია ჰქონდა. სახელმწიფოს ხელში ფინანსური და სავალუტო რესურსების კონცენტრაციამ, საზოგადოებრივი საწარმოების ფორმირებაში მთავარი როლი ითამაშა. ამასთან, მთავარი ფსონი ყოველთვის კეთდებოდა ექსპორტზე, მსოფლიოს მასშტაბით. რესპუბლიკამ დაიწყო ნაციონალური პროდუქციის ექსპორტის სუბსიდირება, ისინი სპეციალური საბანკო ლგოტებით სარგებლობდნენ. 70-იანი წლებისთვის უკვე საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა 7 პრიორიტეტული დარგი:

aaaaaaaaaaaaaadddddddddddddddd

 

აღნიშნული სექტორებისათვის სახელმწიფო რესურსების გამოყენება პრიორიტეტად განისაზღვრა, ისინი სარგებლობდნენ საგადასახადო შეღავათებითა და სხვადასხვა საბანკო დათმობებით. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად არეგულირებდა პრიორიტეტული მიმართულებების კონკურენტულ უპირატესობას, ბაზრიდან უშვებდა ან უერთებდა მონათესავე და კონკურენტ, კერძო მფლობელებს. სახელმწიფო ხშირად მიდიოდა დანაკარგების პირდაპირ ანაზღაურებაზე.

აშკარა იყო, რომ სამხრეთ კორეის სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკაზე დომინანტური იყო, ფაქტიურად განმსაზღვრელიც. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – შეიძლება თუ არა სამხრეთ კორეული კერძო კომპანიები განვიხილოთ როგორც დამოუკიდებელი ერთეულები? აღნიშნული კითხვების დასმის საბაბს შემდეგი გარემოებები იძლევა:

 

corea2

1 კგ ოქროს ფილა KRX-ზე (Korea Exchange Inc)

გარდა ნაციონალური საწარმოებისა, სახელმწიფო აქტიურად აკონრტოლებდა ასევე უცხოური ინვესტიციების ნაკადებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ 1967 წლიდან 1986 წლის ჩათვლით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ზოგადად საინვესტიციო მასშტაბებთან მიმართებაში, მხოლოდ 2%-ით განისაზღვრებოდა. სამხრეთ კორეა არ იყო ორიენტირებული ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია მოეზიდა, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ჯდებოდა მისი განვითარების საერთო ინტერესებში. ამგვარად, ჩვენ ვიღებთ სამხრივ მჭიდრო ალიანს-თანამშრომლობას სახელმწიფოს, ადგილობრივი კაპიტალისა და უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობით. თუმცა, სამივე მხარის ინტერესრბის დაცვის გარანტორად სახელმწიფო გვევლინება და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება სავალდებულო ხდება ყველა მხარისთვის.

 

სამხრეთ კორეის მშპ ზრდის დინამიკა (მლრდ. აშშ დოლ.)

aedafagagsg

წყარო:World Bank Group                    გრაფიკი № 2

 

სამხრეთ კორეული ეკონომიკის სასწაულში სახელმწიფოს დამსახურებად შეიძლება განისაზღვროს, რომ ის ეკონომიკის განვითარების საშუალო და გრძელვადიან გეგმებს, ასევე მიზნობრივ პროგრამებს განსაზღვრავდა. გამოწვევების წინაშე აყენებდა ნაციონალურ წარმოებებს კონკურენტებთან, აძლევდა დავალებებს და მისი შესრულების ვადებს. მაკაცრად აკონტროლებდა საოჯახო მეურნეობებს და ქვეყნის ეკონომიკისთვის არაჯანსაღ მოთამაშეებს სწრაფად ანადგურებდა. საერთო ჯამში, სამხრეთ კორეის ეკონომიკა უნიკალურად შეიძლება განისაზღვროს, როგორც გეგმური და საბაზრო ეკონომიკების ჰარმონიზაციის საუკეთესო მაგალითი.

დღევანდელ რეალობაში სამხრეთ კორეის ეკონომიკური პრობლემა, რომელიც ზრდას აფერხებს  დაკავშირებულია დემოგრაფიულ პრობლემებთან. 2010 წელს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იონ ჯეუნგჰუნმა საინტერესო აქცენტები წამოწია. ის აქცენტირებას აკეთებდა, რომ ქვეყანას უბრალოდ არ ჰყავს საკმარისი ადამიანები შესაბამისი სამსახურებისთვის. დაახლოებით 1.15 ბავშვი მოდის 1 ქალზე, სამხრეთ კორეის შობადობა არის ყველაზე დაბალი ყველა განვითარებულ ქვეყანას შორის.

 

ჩებოლები

ეგრედწოდებული „ჩებოლები“ მძლავრი მრავალპროფილური ექსპორტზე ორიენტირებული ჰოლდინგები იაპონური „zaibatsu“-ს სტილზე იგებოდა. „ჩებოლებს“ არ გააჩნდათ საკუთარი ბანკი, მათი ფინანსირება ხდებოდა სახელმწიფო ბანკების მეშვეობით სახელმწიფოს გეგმის შესაბამისად, კონკრეტული ამა თუ იმ საწარმოო მიმართულებეს გასავითარებლად. პაკს ქვეყანაში არანაირი რესურსი არ ჰქონდა, რომ რაიმე სახის ბიზნესი დაეწყო ან პროცესები ემართა. მისი ორიგინალობა და ნიჭი მდგომარეობდა იმაში, რომ მან შეძლო ირგვლივ შემოეკრიბა მისივე შეხედულებების ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ არამც თუ იმ მოდელის აწყობის, რაც კორეამ შექმნა, არამედ საერთოდ, საქმის წარმოების. ეკონომიკის განვითარება დაიწყო მსუბუქი მრეწველობის განვითარებით, პროდუქციისა, რომელიც ადვილად იყიდებოდა ექსპორტზე, საქმიანობა, რომელიც მოითხოვდა შესაძლებელია ბევრ შრომას, თუმცა ნაკლებ პროფესიონალიზმს. 70-იანი წლებისთვის მიღებული გამოცდილების მობილიზება დაიწყო, უკვე მძიმე მრეწველობის სფეროს გასავითარებლად, ასევე მაღალტექნოლოგიური  სფეროებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოების მიმართულებით.

chaebol

(სამხრეთ კორეის უდიდესი ჩებოლები)

როდესაც კორეის რესპუბლიკის ეკონომიკურ გამოცდილებაზეა საუბარი და კონკრეტულად „ჩებოლებზე“, მეცნიერები ციტირებენ პაკის საქმიან შეხვედრებს და იმ პერიოდის მმართველობის სტილს. ვფიქრობთ, რომ საინტერესო და აქცენტური იქნება ერთ-ერთი მაგალითის მოყვანა, ვინაიდან იკვეთება სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი, ეკონომიკური პოლიტიკისადმი და ზოგადად, რეფორმებისადმი: „ერთ დღეს პაკმა ქვეყანაში მოქმედი ყველა წამყვანი ბიზნესმენი დაიბარა… დაიწყო დავალებების განაწილება და განსაზღვრა. მან განაცხადა, რომ სურდა მაღალეფექტური ეკონომიკური მოდელის შემუშავება, რომელსაც ექნებოდა ძალა გამკლავებოდა იაპონიასთან კონკურენციას და სხვა ეკონომიკურ მონსტრებსაც…

 

–   ცოი შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული?

–   ბრინჯის წარმოებით და სათამაშო ბიზნესით.

–   დაიწყებ გემების მშენებლობას. ისე, უნდა ვქნათ, ბრიტანელები და ნორვეგიელები რჩევას გეკითხებოდნენ.

–   მაგრამ, არ შემიძლია.

–   მე დაგეხმარები. სახელმწიფო დაგეხმარება. თავიდან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. მთავარია – შენ დაეხმარო კორეას, რომ გაძლიერდეს და გავლენები მოპოვოს და სანაცვლოდ  პატივი და ყურადღება არ მოგაკლდება. უარს იტყვი – მაწყენინებ. გასაგებია?! კიმი დაიწყებს ტელევიზორების და მაგნიტოფონების წარმოებას, ჩო – ავტომობილების…“[1]

როგორც ცნობილია, Hyundai-ს დამფუძნებელმა ჩჟონ დჟუ ენ-მა 1948 წლიდან  დაიწყო საქმიანობა, მცირე ავტოგასამართი სადგურით. კომპანიამ პირველი მსხვილი შეკვეთა სამშენებლო სფეროდან მიიღო და ამ მიმართულებით მუშაობდა. ვიეტნამის ომის დროს შეკვეთა მიიღო აშშ ბაზა აეშენებინა. ამის შემდგომ მიიღო შეკვეთები დუბაისა და საუდის არაბეთის პორტების მშენებლობაზე. მხოლოდ ამის მერე კომპანიამ ინტერესები გამოკვეთა უკვე მანქანათმშენებლობაში, გემების მშენებლობის, ასევე ელექტრონიკისა და ტექნიკის სფეროში.

hyundai samho heavy industries

(hyundai-ის გემების სამშენებლო ტერიტორია)

გემთშენებელი ფირმების საქმიანობა, რომლებიც თავიანთ პროდუქციას ასევე Hyundai-სბაზაზე ამუშავებდნენ, განსაკუთრებული წარმატებულობით გამოირჩეოდა და 10 წლის განმავლობაში ლიდერის პოზიცია ეჭირა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაშინ, როდესაც 60-იანი წლებისთვის სამხრეთ კორეაში მხოლოდ ხის თევზსაჭერი გემების მეტი სხვა გემი არ მოიპოვებოდა. უკვე 80 იანი წლებისთვის კორეამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა 2000 წლისთვის მსოფლიოში წარმოებული სატვირთო გემების წარმოების 35% სწორედ კორეის რესპუბლიკაზე მოდიოდა.

კომპანია Samsung-ის დამფუძნებელმა ლი ბენ ჩულმა საკუთარი ბიზნესი არც ისე დიდი ბრინჯის სარეცხი კომპანიიდან დაიწყო 1935 წელს. დღეისათვის Samsung-ის ძირითადი ასორტიმენტია აუდიო და ვიდეო ტექნიკა, ფოტოაპარატები, კომპიუტერები და გაყვანილობები. 1990 წლისთვის კომპანია გახდა წამყვანი საწარმო მსოფლიო ელექტრონიკის ბაზარზე, ტელევიზორებისთვის ფერადი კინისკოპების უმსხვილესი მწარმოებელი.

Samsung-ს თავისი შვილობილი კომპანიები გააჩნია: Samsung Electronics (მსოფლიოში უმსხვილესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი, შემოსავლების მიხედვით და 4-ე ადგილზე საბაზრო ღირებულებით)[2], Samsung Heavy Industries (მსოფლიოში მეორე სიდიდით გემთმშენებელი კომპანია)[3], Samsung Engineering and Samsung C&T (საპროექტო-სამშენებლო კომპანია)[4], Samsung Life Insurance (მსოფლიოში 14-ე სიცოცხლის დამზღვევი კომპანია)[5] Samsung Everland (ცნობილი უძველესი, უნიკალური პარკი სამხრეთ კორეაში)[6], Samsung Techwin (საფრენი, საზედამხედველო და საბრძოლო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია), Cheil Worldwide (შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში სიდიდთ 15-ე სარეკლამო კომპანია)[7][8].

[1] А.С.Судищев, Н,А, Судищев, “Китаиская економика в XXI веке”, СПб, Питер, 2004 г.

[2] http://www.economist.com/news/briefing/21565617-bangladesh-has-dysfunctional-politics-and-stunted-private-sector-yet-it-has-been-surprisingly

[3]  http://www.bloomberg.com/apps/news?pid=newsarchive&sid=aO0FeeTB6_0Y

[4] http://enr.construction.com/toplists/Top-International-Contractors/001-100.asp

[5] http://money.cnn.com/magazines/fortune/global500/2009/industries/183/index.html

[6] http://www.forbes.com/2002/03/21/0321feat.html

[7] http://investing.businessweek.com/research/stocks/snapshot/snapshot.asp?ticker=030000:KS

[8] http://www.kdbdw.com/bbs/download/162067.pdf?attachmentId=162067

კომპანია აქტიურად მუშაობს ქვეყნის მაღალი საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებაზე. მაღალ პასუხისმგებლობას იჩენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკის მედიისა და კულტურის მიმართულებით.

LG-460x360

ელექტრონიკის მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანია LG 1958 წლიდან იღებს სათავეს. კორეის მოქალაქე კუ ინ ხოიმ დააარსა კომპანია Lak Chemical Co. თავიდან კომპანია ორიენტირებული იყო კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაზე. დროთა განმავლობაში, წარმოების განვითარებასთან ერთად Lak Chemical Co ქმნის რამდენიმე შვილობილ კომპანიას და იწყებს ახალი ტექნოლოგიების და ქიმიური საშუალებების წარმოებას. 1958 წლის 1 ოქტომბერს კუინ ხოი ქმნის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ახალ კომპანიას  GoldStar (ოქროს ვარსკვლავი), რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენთვის ცნობილია როგორც კომპანია ელჯი (LG Electronics). 1959 წელს გამოშვებული პირველი სასტარტო პროდუქცია კორეული ტრანზისტული რადიომიმღები იყო. პარალელურად ვითარდება კომპანიის ქიმიური წარმოება (საპნები, სარეცხი საშუალებები და სხვა), რომელიც გამოდის Lucky – ს საფირმო ნიშნით.  1969 წელს ხდება კომპანიის Lak Chemical Co რესტრუქტურიზაცია და კომპანიის დასახელება სახელად ერქმევა Lucky Group. 1976 წელს იქმნება პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც თანამშრომლობას იწყებს ცნობილ კომპანიებთან NEC, Siemens და Hitachi. 2013 წლის მონაცემებით LG მსოფლიოში უმსხვილესი ელექტრომწარმოებლად გვევლინება Samsung Electornics-ს შემდეგ[1].  2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით მსოფლიოში მობილურების მწარმოებელ კომპანიებს შორის 4-ე ადგილზე[2].

[1] http://www.bloomberg.com/news/2011-02-16/lg-aims-to-boost-television-market-share-with-3-d-web-connected-models.html

[2] http://www.gartner.com/newsroom/id/2623415

ცჰებეოლე

„ჩებოლების“ კრახი

მსგავსი მოდელი, რომელიც მჭიდროდ არის შერწყმული სახელმწიფოს ფინანსებთან, დიდ გარდაუვალ პრობლემას შეიცავდა თავის თავში, – კორუფცია, როდესაც ბიზნესი პრობლემების გადასაჭრელად იძულებული იყო კონტაქტი დაემყარებინა სახელმწიფო ჩინოვნიკებთან. მართალია პაკი თავისი ასკეტურობით, პრინციპულობითა და შეუპოვრობით აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კორუფციასა და სახელმწიფო დანაშაულებს, თუმცა მის ზურგს უკან კორუფციის საკმაოდ დიდი მასშტაბები ფიქსირდებოდა. აღნიშნულის მსხვერპლი რესპუბლიკის ერთ-ერთი პრეზიდენტიც კი გახდა. გაიზარდა რა „ჩებოლების“ გავლენები, პარალელურად მათი კონტროლის ეფექტური მექანიზმებს დანერგვა გართულდა, მუშაობის პროცესში ხდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები და შეცდომები. კომპანიებმა არა რენტაბელურ პროექტებში დაიწყეს მსხვილი კაპიტალდაბანდებების განხორციელება, ხდებოდა რესურსების ფლანგვა და არარაციონალური მართვა, რამაც გამოიწვია მათი ეფექტურობის კლება. მათ იმდენად მასშტაბურები და გავლენიანები წარმოედგინათ საკუთარი თავები, რომ ვერ უშვებდნენ თუ შეიძლებოდა მათ შეცდომა მოსვლოდათ, ან  გაბანკროტებულიყვნენ. საბოლოო ჯამში ამ შეცდომებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და საბოლოო ჯამში, კრიზისს კორეის რესპუბლიკაში.

სოფლის მეურნეობა

მიწის რეფორმის შედეგად, რომელიც ჯერ კიდევ 50-იან წლებში ლიკვიდირებულ იქნა მსხვილი მიწათმფლობელობა და მემამულეობა. მიღებული მიწის რესურსი გადანაწილდა ქრისტიანებს შორის. სამხრეთ კორეის თავისებურება გახლავთ ის, რომ მისი ტერიტორიის 2/3 მთიანი ტერიტორიაა. იმდენად დეფიციტურია მინდვრები და საველე ტერიტორიები, რომ საძოვარი მიწები დიდ ფუფუნებად ითვლება. ამიტომაც, ქვეყანაში მეცხოველეობა არ არის განვითარებული. კორეული ფერმის საშუალო ზომა არ აჭარბებს 1,5 ჰა-ს.

FAFSNjx3

( ფერმერი Sa Đéc-დან)

სახელმწიფომ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მცირე წარმოებებისა და საოჯახო მეურნეობებისთვის, გამომდინარე სოციალური ინტერესებიდან. სახელმწიფო გარანტიას იძლეოდა წარმოებული ბრინჯის შესყიდვასთან დაკავშირებით. საბაზრო ფასზე გაცილებით მაღალი ღირებულებით ყიდულობდა მეურნეობებისგან ბრინჯს და გაჰქონდა იმპორტზე. აღნიშნული პოლიტიკით, სუბსიდიას უწევდა და ასტიმულირებდა ადგილობრივ წარმოებას და საოჯახო მეურნეობებს. დროთა განმავლობაში, თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე,  „სავაჭრო ომების“ ზეწოლით, სახელმწიფო იძულებული გახდა ეტაპობრივად მოეხსნა მსგავსი შეღავათები მეურნეობებისთვის, რამაც ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, ისინი უკვე განვითარების ახალ ეტაპზე იყვნენ გადასულები.

ატომური ენერგია

ატომური ელექტროსადგურების წარმოების მოცულობით ქვეყანა მსოფლიოს ექვს უმსხვილეს მწარმოებელს შორის შედის. სამხრეთ კორეას 20 ატომური ბლოკი გააჩნია, ატომური ენერგიის განვითარების გეგმის შესაბამისად, 2020 წლისთვის მათი რაოდენობა 30-მდე გაიზრდება. პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის მთელი ციკლის საკუთარი რესურსებით აშენებას.

Yonggwang

 

(ატომური ენერგიის სადგური Nuclear Power Co სამხრეთ კორეაში)განათლება და მეცნიერება

კორეის რესპუბლიკამ არა თუ ბევრი რამე გადაიღო იაპონიის წარმატებული მოდელიდან, არამედ საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა მათი შეცდომების ანალიზსა და შესწავლაში. ქვეყნის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ზუსტად განათლებისა და მეცნიერების განვითარება არის წარმატებული ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტალური მესიჯი. ქვეყანაში 400-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი და კოლეჯია, 4 მილიონამდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 32% განათლებას საინჟინრო მიმართულებით ღებულობს. სტუდენტების დიდი რაოდენობის გამო ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. სახელმწიფოს პარალელურად განსაკუთრებით მსხვილია კერძო კორპორაციების დაბანდებები ქვეყანაში მეცნიერებისა და განათლების განსავითარებლად. აქედან გამომდინარე, ყველაზე პრიორიტეტული მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაა და დაბანდებებიც სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება.

seoul

(Seoul-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხრეთ კორეა)

დღეისთვის კორეა საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო შედეგად ის, რომ ყავს ძალიან ბევრი კარგი კადრი, რომლებიც უარს ამბობენ დაბალ ანაზღაურებად სამუშაოზე. ამ ყველაფერმა ქვეყნის ფერმები და საწარმოები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, პარალელურად კი უამრავი სტუდენტი ამთავრებს უნივერსიტეტს და ელოდება თავის ადგილს წამყვან დიდ კომპანიებსა და მთავრობაში.

შრომის ბაზრის მიმოხილვისას Wall Street Journal-ის ჟურნალისტს საინტერესო მაგალითი მოჰყავს – „სტუდენტმა პარკ ჯუ-ენმა (სტუდენტი Hongik-ის უნივერსიტეტში Seoul-ში) გადაწყვიტა რომ გადაედო უნივერსიტეტის დამთავრება 1 წლით, დასაქმების ბაზრის რთული მდგომარეობის გამო. “დღეს ვერავინ ამთავრებს უნივერსიტეტს ისე, როგორც ამას გეგმავდა,” აცხადებს ის. “სტუდენტებმა გადადეს დიპლომის აღების თარიღი, რომ შემდეგ უკეთესი შანსი ჰქონდეთ დასაქმებისთვის“.  ბატონმა პარკმა, რომელიც გახლავთ 24 წლის მენეჯმენტის მაგისტრი, სამსახურისთვის მისთვის სასურველ 15 კომპანიას მიმართ, მაგრამ ის არცერთგან არ დაუბარებიათ გასაუბრებაზე. მან შეიძლება მომავალ წელს დაამთავროს სწავლა და თუ ვერ მოახერხებს სამუშაოს შოვნას, გადაწყვეტს უცხო ენა ისწავლოს, ჩააბაროს ტესტები, აიღოს სერთიფიკატი და ქვეყნისთვის კარგი მუშახელი დაიკარგოს.“[1]

[1]ევან რამსტადი – „Wall Street Journal“-ის რეპოსრტიორი. სეული, კორეა. ( 8. 2010)

 

შეჯამება და დასკვნები

2007 წელს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძღვებოდა კამპანიას, რომელიც გულისხმობდა ეკონომიკურ ზრდას სახელწოდებით „747“, რაც გულისხმობდა – 7%-იან წლიურ ზრდას, 40 000 $ შემოსავალს 1 სულ მოსახლეზე და მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე ძლიერ ეკონომიკას 2018 წლისთვის. მთავარი ელემენტი მთავრობის შემცირება იყო.

„დღევანდელ რეალობაში, პრობლემებთან დაპირისპირება უფრო რთულია ვიდრე 1960 წელს სიღარიბის დაძლევის სურვილი იყო. ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთთან აზრთა თანხვედრა არსებული ძალებით, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც ვდგავართ“ აცხადებს ჰაჰ ჩან გუკი, Chungnam-ის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი.  სამხრეთ კორეის ეკონომისტებისთვის, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის დილემა თეორიული მსჯელობების საგანი გახდა. რამდენიმე საინვესტიციო ბანკი, კარგი დასაწყისისთვის, ფორმულებს განიხილავდა კორეის რესპუბლიკის მოკლე და გრძელვადიანი ზრდისთვის.  დენი ლაიპციგერი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ კორეის რესპუბლიკა შეძლებს მწარმოებლურობის სათანადო დონეზე შენარჩუნების და ქალებისა და ხანში შესული მოქალაქეების მაქსიმალური დასაქმების უზრუნველყოფას ქვეყანა შეძლებს ეკონომიკური ზრდა 7%-მდე გაზარდოს და შეინარჩუნოს. შესაბამისად, ეს სამხრთ კორეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ყველაზე დიდი დამსახურება იქნება.“

ეკონომისტების შეფასებით, სამხრეთ კორეის მოდელი უნდა იყოს იმ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსი, რომლებმაც მომსახურების ძლიერი ინდუსტრიები შექმნეს. რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ მაღალ კვალიფიციურ მუშაკებს და მათი საშუალებით საწარმოებში კადრების შემადგენლობას აკომპლექტებენ. „მათი სამუშაო არის მრავალფეროვანი, რაც  ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და კრეატიულობის განვითარებას. კორეამ უნდა გადაწყვიტოს, თავად განიცდის რეკონსტრუქციას და დარჩება კვლავ ყურადღების ცენტრში, თუ მოემზადება „იაპონური მზის ჩასვლისთვის“ – განაცხადა ჯესპერ კიმმა „Ewha University“-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა.

შეჯამებისათვის კი შემდეგ მოსაზრებებს მოვიყვანთ. კორეის რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ინსტიტუტი (KITA- The  Korean  Institute  for  International  Trade) სამხრეთ კორეის „ეკონომიკურის სასწაულის“ ოთხ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

 aaaaaaaaaaaxxxxxxxxxxxxxxxx


კორეის ეკონომიკური სასწაული მისი ინტერნეტ ტექნოლოგიების და შესაბამისად, ახალი მედიასაშუალებების ბუმში ვლინდება. IDI-ს ინდექსის[1] მიხედვით მსოფლიოში კორეა ლიდერობს. „ეს არის მსოფლიოს ნომერი პირველი ქვეყანა ინტერნეტ შეღწევადობითა და ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვით. პროფესორი სეჯუნგ მარინა ჩოი კორეის უნივერსიტეტიდან ხსნის, რომ „კორეას 40 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, რაც მთელი მოსახლეობის 83%-ს შეადგენს. მომავალი სწორედ ინფორმაციების და თამამედროვე ტექნოლოგიების არის“.

ტტცნდი



[1]IDI- ICT განვითარების ინდექსი (IDI – ICT Development Index)-არის ინდექსი, რომელსაც აქვეყნებს გაერთიანებული ერების საერთაშორისო ტელეკომუნიკაციათა კავშირი და ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული ინფორმაციებისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების (ICT – Information and Communication Technologies)  ინდიკატორებს.

ავტორი:

გიორგი მიქანაძე – ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორი

 11327297 10152944438738063 1621303628 n

წყარო:

თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, “სამეცნიერო შრომების კრებული” 2013 წ.

გაზიარება:
fb-share-icon0