close
ოლიტიკააქართველო

,,ხშირად გვეშლება, როცა ვამბობთ, რომ აშშ არის ჩვენი მოკავშირე” – კორნელი კაკაჩია

18058125_1033396360128635_2264585049108803855_n

პარასკევს, 21 აპრილს, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ ,,დოქტრინას“ ორგანიზებით შედგა შეხვედრა პოლიტიკის აკადემიურ დოქტრორთან – კორნელი კაკაჩიასთან თემაზე –  ,, რას უნდა ველოდოთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში?“

პოლიტიკის მეცნიერმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა. ეს თემა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ამ დღეებში აშშ-საქართველოს დიმლომატიური კავშირის 25 წლისთავი აღინიშნება.

კორნელი კაკაჩია თავდაპირველ საწყისებს შეეხო, როდესაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში  დაიწყო თანამშრომლობა, შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის მართვისას, კიდევ უფრო გაღრმავდა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ურთიერთობების სიმტკიცეს განაპირობებდა პიროვნებები და არა ინსტიტუციების სიმძლავრე, რომელიც საქართველოს სისუსტედ უნდა მივიჩნიოთ.

,,ამერიკისთვის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპის ნაწილია,“-აღნიშნა პოლიტიკის მეცნიერმა.

საინტერესოა, რომ როდესაც საქართველოსა და ამერიკას შორის დაიწყო ურთიერთობა, საქართელოს არ ჰყავდა დიპლომატიური კორპუსი, განსაკუთრებული დაინტერესება კი,  ტრანზიტორი ქვეყნის რეპუტაციამ გამოიწვია.

 ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ ეტაპად ვარდების რევოლუცია უნდა აღინიშნოს, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-იში, არამედ მთელ მსოფლიოში.

,,ხშირად გვეშლება, როცა ვამბობთ, რომ აშშ არის ჩვენი მოკავშირე, ეს არასწორია, ჩვენ იმ შემთხვევაში ვიქნებით მოკავშრეები, თუკი NATO-s წევრები გავხდებთ, ახლა კი ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

ქართველ ხალხს ხშირად აქვს  კითხვა, რატომ არ ჩაერია ამერიკა აგვსტოს ომში, საქმე ისაა, რომ ამერიკას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი. თუმცა, მისი მხრიდან სხვა ტიპის დახმარება დიდი იყოს და არის,“-აღნიშნა პოლიტიკის მეცნიერმა.

საუბარი აგრეთვე შეეხო ამჟამინდელ დღის წესრიგს და პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. კორნელი კაკაჩიას თქმით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაშიც, იმის საფრთხე, რომ ეს რაიმე სახით საქართველოზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

პოლიტიკის მეცნიერი საქართველოს მხრიდან დიპლომამატიის ნაკლებობას აღნიშნავს და ამჟამინდელ ურთიერთობების გაციებას არასწორ სტრატეგიულ  სვლებს უკავშირებს, როგორიცაა – ექსპერტებისა და მკვლევრების ნაკლები ჩართულობა და საველე სამუშაობის ჩაუტარებლობა. აგრეთვე, საქართველოს მთავარ სისუსტედ ე.წ. ლობის არარსებობაა, რომელიც, მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთს, ძალიან მძლავრად აქვს ამერიკაში ჩამოყალიბებული.

,,გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონგრესში ბევრია ისეთი, რომელიც იზოლაციონისტია და ამბობს – ,,რატომ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს?“ თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს კარგად იცნობს – მაგალითად,  თავდაცვის ამჟამინდელი მდივანი, რომელმაც იცის ჩვენი ქვეყნის როლი ავღანეთის მისიაში,“-ამბობს ექსპერტი.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, რადგანაც მისი ადმინისტრაცია ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა, თავად პრეზინდენტის პოლიტიკა  კი საკმაოდ არაპროგნოზირებადია.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2