close
ეზოთერიკა

ღვთის სარგო – რჯულთან შეთავსებული. ანტონ ჩეხოვი

„მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენგზის შემცოდოს მე ჩემმა ძმამ და მივუტევო მას? შვიდგზის?

უთხრა მას იესომ: არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის.“ (სახარება მათესი).

ეგზომი ცოდვებით შევლახულვართ! არავის სწადია მიუტევოს თავის მსგავსს. თავად ცოდვილი კი უფლისგან მიტევებას და შეწყალებას გაფაციცებით ელის. სულს დიდი რუდუნებით განკითხვით იმძიმებს. გვახსოვდეს, რა ცოდვითაც განვიკითხავთ, სწორედ იმ ცოდვით განვიკითხებით.

ჩვენ ხშირად ვამბობთ: „რატომ მოვუთმინო?!“ და გვავიწყდება, რაოდენი ვარამი დაითმინა უფალმა ჩვენთვის. ვიტყვით, „როგორ შეურაცმყო?!“ და გვავიწყდება, რაოდენ შეურაცვყვეთ უფალი ჩვენი!

ამპარტავნებასა შინა დაეცა ერი. ჩვენ განვადიდებთ, ვაქებთ და ხოტბას ვასხამთ ერთმანეთს, მაგრამ ვივიწყებთ ყველაზე დიდს, ყველაზე საქებარს, მაკურნებელს ჩვენი სულისა და ხორცისა, უფალს. თავმდაბლობით განდიდდა უფალი. ჩვენ კი თავმდაბლობას სირცხვილად ვნათლავთ და ადგილსაც კი არ ვუტოვებთ, რომ იმეფოს! გვავიწყდება, რომ „სწავლება, რჯულთან ერთად შეთვისებული, ღვთის სარგო ნაყოფს იძლევა.“ (ანტონ ჩეხოვი, „ტრამალი).

დაიმახსოვე ადამიანო, შენი მოყვასი არის ქრისტე და შენ ხარ ის, რომელმაც გაყიდა ქრისტე! ჩვენ იმ ტრაპეზს უნდა ვუზიარებდეთ ერთმანეთს, რაც საიდუმლო სერობის ჟამს უფალმა უწილადა მოციქულებს.

ჩვენ, ადამიანები მრავალი სახეობის ყვავილს ვთესავთ, ვახარებთ და გამოგვყავს უკეთესი ჯიშები, მაგრამ არ ვეძებთ და ვერც ვპოულობთ იმ ერთადერთს… დიახ, სწორედ ჩვენ, ღვთის ხატად და მსგავად შექმნილმა ადამიანებმა დავივიწყეთ ჭეშმარიტი სიყვარული. დაე, დღეიდან აივსოს ჩვენი სულის სალარო დაუდგრომელი სიყვარულით და ეზიაროს სიბრძნეს. მიდი ადამიანო, გაეხვიე, ჩაღრმავდი ფიქრებში და შემდგომ განსაჯე…

ჩვენ ოქროთი ვფერავთ ტაძრებს და ვერც კი ვხვდებით რას ვაკეთებთ. შეხედე შენს თავს ადამიანო, ამდენი უღვთოობით მზიანი დღეც გეშავეთება…

როგორ სუსტნი ვართ რწმენაში, როგორ ვითრგუნებით ვნებებით, სასოწარკვეთილებით… ნათელღებულო ქრისტიანო, ეშმაკი ვერასოდეს შეგიპყრობს შენ!!! დაე, შენს გულზე არასდროს ებატონოს კაეშანს. ჭირში მრავალნაცადო ადამიანო, გახსოვდეს შენი გული გრძნობს, შენი გული განიცდის…

შენ ღვთის დანაბადებო, შენ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ხარ, რადგან შენ შიგნით ატარებ საოცარ რწმენას, განცდას, რომ უფალი სუფევს!

 

11737829 976392599078316 8806284195135972855 n

მასალა მოამზადა: ნინი კაიშაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0