close

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სან დიეგოში, აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, რომ მას სურს „კოსმიური სამხედრო ძალის“ შექმნა, რადგან კოსმოსიც, თავის მხრიც, საბრძოლო არეალია, ისევე, როგორც ხმელეთი, წყალი და საჰაერო სივრცე. ექსტრატერიტორიული სამხედრო ნაწილის შექმნის იდეის შესახებ ტრამპი ამბობს: „ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რესურსს ვხარჯავთ კოსმოსში, შეიძლება მართლაც იყოს საჭირო ახალი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოსმიურ სამხედრო ძალას“ დავარქმევთ, თავიდან არ ვიყავი ამ იდეისადმი სერიოზულად განწყობილი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მისი განხორციელება საკმაოდ რეალურია.“   

კოსმოსის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირება, შესაძლოა, გარკვეულ კავშირში იყოს გასულ წელს ხელმოწერილ დირექტივასთან, რომლის მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო, ფაქტობრივად, მომაკვდავი აშშ-ის კოსმოსში მოქმედებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვა.

ამ აქტივობების ერთ-ერთი მიზეზი სამხედროცაა. ვიცე პრეზიდენტმა – მაიკ პენსმა, ინიციატივის გავრცელებისას ახსენა აშშ-ის „უსაფრთხოება, იდენტობა და კეთილდღეობა“ და თან დაურთო, რომ რუსეთი და ჩინეთი ისეთ ტექნოლოგიებს ავითარებენ, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამერიკულ სატელიტებს კოსმოსში.

პლანეტა მარსის ათვისება პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი მიზანია. ზემოთ აღნიშნული დირექტივის ხელმოწერისას, მან ისაუბრა ფონდის მსგავსი სტრუქტურის შექმნაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „მარსზე მისიის განხორციელება და შემდეგ, შესაძლოა სხვა სამყაროების აღმოჩენაც.“

სან დიეგოში საჯარო გამოსვლისას, დონალდ ტრამპს არ დაავიწყდა ოპონენტი, ჰილარი კლინტონი და განაცხადა: „ძალიან მალე ჩვენ მარსზე ვიქნებით, თქვენ რომ ჰილარი კლინტონი აგერჩიათ პრეზიდენტად, ეს არ მოხდებოდა“.

წყარო: The Independent

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid