close
ბიზნესი

Disney და ბრენდის ჯადოსნური მიგნებები

„მომხმარებლები“ გახდნენ „სტუმრები“, „თანამშრომლები“ გახდნენ „მსახიობები“, „უნიფორმები„ გახდა „კოსტიუმები“… დისნეიმ ბიზნესის ყველა ასპექტი შეცვალა.

The Wald Disney Company-ს ინოვაციებისა და კრეატივის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და ამჟამად, კრეატიული საკონსულტაციო კომპანია iD8 & innov8-ის დამფუძნებელი, დანქენ უორდელი საკუთარ გამოცდილებას გვიყვება და გვირჩევს:

პანდემიამდე, კონფერენციაზე გამომსვლელი ვიყავი, სადაც ერთ-ერთი სპიკერი, ნიკოლას ტომპსონი, Wired–ის ყოფილი მთავარი რედაქტორი განიხილავდა, 2030 წლისთვის არსებული პროფესიების 1/5-ს ხელოვნური ინტელექტი როგორ ჩაანაცვლებდა. თუ რომელ სამუშაო პოზიციებს ვერ დაიკავებდა ხელოვნური ინტელექტი, ამაზე პასუხი იყო – სადაც საჭიროა შემოქმედებითობა, ინტუიცია, ცნობისმოყვარეობა და წარმოსახვა.

გასული წლიდან მოყოლებული, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა იმაზე ფიქრი, რამდენად მოულოდნელი და გაურკვეველი შეიძლება, ჩვენი მომავალი იყოს. თუმცა  შემოქმედებითობა გვეხმარება ამ განუსაზღვრელობასთან გასამკლავებლად.

მაგალითისთვის, გავიხსენოთ დისტილერიების შემთხვევა, რომლებიც სწრაფადვე მოერგნენ რელობას და სადეზინფექციო საშუალებების წარმოება დაიწყეს; 3D ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიები, რომლებმაც სასუნთქი „ვენტილატორების“ შექმნა დაიწყეს. უთვალავი მაგალითი გვაქვს, როცა პანდემიაში შეზღუდული რესურსის მქონე ადამიანებმა წარმოუდგენლად სხარტი კრეატიული გამოსავალი შემოგვთავაზეს.

აუცილებელია იმის თქმაც, რომ შემოქმედებითობა თანდაყოლილი არ არის. ჩვენ ყველანი კრეატიულები ვართ. ეს არის კუნთი, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად ვჭიმავთ. ესაა ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც წლების განმავლობაში შეგვიძლია, რომ ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა ბარიერი გადავლახოთ.

Disney- ში ინოვაციებისა და კრეატივის ხელმძღვანელობის 10 წლის განმავლობაში, შემოქმედებით მიდგომას ბიზნესის ყველა ასპექტში წავაწყდი – „დისნეის“  Pixar- ის მიერ შექმნილი ანიმაციიდან Wall-E-თი დაწყებული, რომლის მთავარ რობოტ პერსონჟსაც მილიონობით კინომოყვარულმა თანაუგრძნო, იმ ცვლილებებით გაგრძელებული, რომელიც პანდემიამ მოიტანა.

მარტივად რომ ვთქვათ, შემოქმედებითობა პრობლემების მოგვარების ახალ, პრაქტიკულ გზას წარმოადგენს.

აქ მოცემულია სამი საშუალება, რომლებიც, ვფიქრობ, რომ თქვენი შემოქმედებითი გენიის განსაბლოკად სასარგებლოა:

1) ენერჯაიზერები
როდის მოგდით განსაკუთრებული იდეები? შხაპის დროს? ვარჯიშისას? მგზავრობისას? არასდროს მსმენია, ვინმეს ეთქვას, რომ ასეთი იდეა მუშაობის დროს გასჩენოდეს.

როდესაც მოდუნებულები ვართ და სამუშაო სტრესს არ განვიცდით, მხოლოდ მაშინ შემოგვიფრინდება ხოლმე თავში გენიალური იდეები. ბრიჯიდ შულტე, საკუთარ წიგნში, ნეირომეცნიერებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დასვენების დროს, ჩვენი ტვინი ყველაზე კარგად მუშაობს.

და როგორ შეგვიძლია, ტვინის მოდუნებულ მდგომარეობაში აღმოვაჩინოთ? ენერგიის გასააქტიურებელი საშუალებებით: სწრაფი სავარჯიშო, რომელსაც შეუძლია თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, კლასელები ან მეგობრები და სხვ. მოადუნოს და გააცინოს. ეს ათავისუფლებს თქვენს ტვინს დამღლელი „აღმსრულებელი ფუნქციებისგან“, როგორიცაა: ყოველკვირეული შეხვედრები და მოხსენებები – და წვდომას გაძლევთ, თქვენს გონებაში იმ დაუკავშირებელ ცოდნასა და გამოცდილებებზე, რომელსაც ახალი იდეების გამოწვევა შეუძლია.

ენერჯაიზერები ყველა ფორმისა და ზომისაა. „მთხრობელი“ ერთ-ერთი მაგალითია. მონაწილეები წარმოიდგენენ, რომ რაღაც უნიკალურ სფეროში ისინი ფიქციური ექსპერტები არიან და თავიანთი სფეროს შესახებ კითხვებს პასუხობენ – მაგალითად, რას ამბობს სპილოსთვის შექმნილი პარაშუტის წამყვანი დიზაინერი. კიდევ ერთი მაგალითია გმირები და ვილანები, სადაც ჯგუფი ორად იყოფა და თითოეულს სთხოვენ, მაგალითად, შინაური ცხოველების ოლიმპიადის გამართვაზე გმირების მხარდასაჭერად ან ვილანებთან წინააღმდეგობისთვის არგუმენტი მოიფიქრონ.

რა თქმა უნდა, სპილოების პარაშუტის ან ზრდასრული „ექსპერტების“ მოსმენა შინაური ცხოველების ოლიმპიადაზე სიცილს, შესაბამისად, ტვინის რელაქსაციას იწვევს და უფრო შესაბამისად, ტვინის აქტიური ფუნქციების გამოღვიძებას ემსახურება.

2) შეკითხვები
ჩემმა გუნდმა ერთხელ გადაწყვიტა, რომ Disney World-ში მულტისენსორული ფოიერვერკის გამოყენება სურდა. მაშხალას ცაში ვეღარ გავისვრიდით, ამიტომ დავსვით კითხვა, როგორ შეგვეძლო ჩვენი სტატიკური შესაძლებლობების გაცოცხლება. მთელს მსოფლიოში ვეძებე, სხვებმა სად და როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა და შთაგონება სიდნეის ბრწყინვალე ოპერის თეატრში აღმოვაჩინე. აქ პროექციის მეპინგის ტექნოლოგიას იყენებენ და ჩვენ ეს ძირითადი პრინციპი Disney World- ში, კონკიას ციხესიმაგრეზე მივმართეთ, რის შედეგადაც მივიღეთ 3D საპროექციო შოუ, რომელიც ციხეზე ცოცხალ გამოსახულებას ქმნის.

უმარტივესი გზა იდეების მისაგნებად არის კითხვების დასმა:

  • ვინმეს ხომ არ გადაუჭრია ის გამოწვევა უკეთესად, რომელიც ჩემი დღის წესრიგში დგას?
  • სად ვხედავ იმ ენთუზიაზმს, რომელიც მინდა, ჩვენს კლიენტებსა და აუდიტორიას მოვუტანო?
  • რომელ საზოგადოებასა თუ ბუნებაში ხდება ის, რისი გამეორებაც გამომადგება?

უბრალოდ, გადახედეთ Speedo-ს წარმატებებს, როდესაც მან 2000 წლის ოლიმპიური თამაშების საცურაო კოსტიუმების დიზაინი შექმნა. კითხვის დასმით, რომელი ობიექტები მოძრაობენ წყალში სწრაფად, კომპანიამ შთაგონება ზვიგენის კანში იპოვა და საბოლოოდ, მისი კოსტიუმებისთვის ახალი ტიპის ქსოვილი შექმნა, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა წყალში ცურვის შესაძლებლობა (მოცურავეების 80% -მა, ვინც იმ წელს მედალი მიიღო, „სპიდოს“ კოსტიუმი ეცვა).

3) ამოცანები
როდესაც „დისნეილენდი“, 1955 წელს, პირველად გაიხსნა, დისნეიმ ბიზნესის ყველა ასპექტი შეცვალა: „მომხმარებლები“ გახდნენ „სტუმრები“, „თანამშრომლები“ გახდნენ „მსახიობები“, „უნიფორმები„ გახდა „კოსტიუმები“ და ა.შ. პარკის, ერთი შეხედვით, მარტივი ელემენტების ამგვარი ფორმირება სრულიად განსხვავებულ ტონს ქმნიდა – ის მოუწოდებდა თანამშრომლებს, კი არ ემუშავათ, ეს პროცესი გასართობი ყოფილიყო; რაც მომხმარებლებს, ისინი პროდუქტს კი არ ყიდულობდნენ, გამოცდილებას იღებდნენ. ამით „დისნეიმ“ გასართობი და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია შეცვალა.

ფორმირების პროცესი, თავისთავად, შემოქმედებითია და ის ხშირად გამოიყენება თერაპიის პირობებშიც, რათა მოვლენებს სხვა მნიშვნელობა მიენიჭოს და ამით აზროვნება/დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

2011 წელს, ჩემი გუნდის მხოლოდ ერთმა კითხვამ დისნეის სტუმრების გამოცდილებაც შეცვალა. იმის ნაცვლად, რომ გვეზრუნა: „როგორ შეიძლება მეტი ფულის შოვნა? თავად უოლტ დისნეისგან ნასწავლი მეთოდი გამოვიყენეთ და ვიკითხეთ: „როგორ შეგვიძლია, სტუმრების დისკომფორტის გადაჭრა?“

ამ კითხვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენი სტუმრების ყველაზე უსიამოვნო გამოცდილებას მივაკვლიეთ და ეს იყო ძალიან დიდი რიგები: სასტუმროებში შესვლა, პარკში მოხვედრა, პერსონაჟებთან შეხვედრისას ლოდინი, საკვების ან მომსახურების საფასურის გადახდა და ა.შ.

შემდეგ ჩვენი ინდუსტრიის გარეთ გავიხედეთ, რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის (RFID) ტექნოლოგია გავაუქმეთ, რამაც დისნეის MagicBand- ის (სამაჯურები) გამოგონება გამოიწვია. ამან გაამარტივა პარკისა და სასტუმროს გამოცდილება – და უზრუნველყო არა მხოლოდ სტუმრების რეკორდული კმაყოფილება და შემოსავლები ზარდა, არამედ საშუალება მოგვცა, შეგვეგროვებინა მონაცემები, რაც გავლენას მოახდენდა ჩვენი პარკების სამომავლო დიზაინზე.

შემოქმედებითობის გაზრდაზე მუშაობითა და სწორი ინსტრუმენტებით, თქვენ არა მხოლოდ ახალ გადაწყვეტილებებს მოიფიქრებთ დღევანდელი პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ პოზიციონირდებით, როგორც შეუფასებელი რესურსი მომავლისთვის.

წყარო: HBR

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0