close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია

ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. წერს France24.

გუნდის ხელმძღვანელმა იონგ ნანშანმა განაცხადა, რომ ორ ადამიანს ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ ვირუსი მედიცინის ზოგიერთ მუშაკსაც დაუდგინდა.

ჩინეთის ქალაქ უხანში დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, ჯამში უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.

დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სტამბოლში „შუშანიკის წამება” თურქულ ენაზე გამოსცეს

თურქულმა გამომცემლობა otello-მ სტამბოლში „შუშანიკის წამების“ თურქულენოვანი თარგმანი (Şuşanik) გამოსცა. მთარგმნელი ფარნა-ბექა ჭილაშვილია, თურქეთში მცხოვრები ქართველი ლიტერატორი და მკვლევარი.

„შუშანიკის წამების“ გარდა ფარნა-ბექა ჭილაშვილს ქართულიდან თურქულად თარგმნილი აქვს ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და სხვა ქართველი ავტორების ტექსტები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი – მსოფლიოს უძველესი, 8,000 წლის ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა დღეს – მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.

“გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს. აღნიშნული ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6,000–5,800 წლით (8,000 წლის წინ) თარიღდება. ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი,”- ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.

მკვლევარების თქმით, დგინდება, რომ ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7,000 წლით თარიღდება

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სტამბულის აეროპორტში საძილე კაფსულები უკვე დაიდგა

საძილე კაფსულაში მგზავრებს, ბარგის მოთავსება, ტელეფონის დამუხტვა, ინტერნეტის გამოყენება და ფილმის ყურება შეეძლებათ. გარდა ამისა, ტურისტებს ასევე ექნებათ ინფორმაცია აეროპორტში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კაფსულა დამატებითი ხმისგან იზოლირებულია. დასასვენებელი სივრცე შიგნით მყოფ მოგზაურს თავის რეისსაც შეახსენებს და სასწრაფოდ გეითისკენ წასვლას აიძულებს.

კაფსულის მომსახურების ფასი კი, ერთ საათში 11 ევრო იქნება, თუ 5 საათით აიღებთ მომსახურებას  9 ევრო ეღირება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ნაადრევად დაბადებული ტყუპები, რომლებსაც დაბადების წელიც კი სხვადასხვა აქვთ

ნაადრევად დაბადებული ტყუპები დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. საქმე იმაშია, რომ ინდიანაში მცხოვრები წყვილი ბავშვების დაბადებას თებერვალში ელოდნენ, თუმცა ქალს მშობიარობა ახალი წლის ღამეს მოუწია.

როგორც CNN წერს, ერთი ტყუპისცალი ახალი წლის დადგომამდე,23:37 წუთზე დაიბადა, მეორე კი – 12 საათის შემდეგ. 30 წუთიანმა შუალედმა ბევრი რამ შეცვალა. ჯოსლინი და ჯექსონი ტყუპები არიან, თუმცა სხვადასხვა წელსა და სხვადასხვა ათწლეულში დაიბადნენ.

ნაადრევად დაბადებული ახალშობილები, ამჟამად, ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან.

დედა ამბობს, რომ ასეთ დიდ სიურპრიზს არ მოელოდა.

“ადრე, რამდენჯერმე გვითქვამს, რომ  კარგი იქნებოდა, სხვადასხვა დღეს ჰქონოდათ დაბადების დღე, თუმცა ასეთ სიურპრიზსაც არ ველოდით, მათ ხომ დაბადების წელიც კი სხვადასხვა აქვთ,” – ამბობენ მშობლები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Toyota იაპონიაში „მომავლის ქალაქს“ ააშენებს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ფუჯის მთასთან მომავლის ქალაქ Woven City-ს ააშენებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებს გამოცდიან. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

Woven City ტოკიოდან 90 კილომეტრის მოშორებით 71 ჰექტარზე აშენდება. ქალაქის მთელ ინფრაქტრუქტურას ერთიანი ეკოსისტემით დააკავშირებენ.

იქ მეცნიერები იცხოვრებენ და იმუშავებენ. ამასთან, კომპანია აპირებს, იქ თავისი თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და ასევე ხანდაზმული წყვილები დაასახლოს.

ქალაქის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და ის მაქსიმალურად ეკოლოგიური იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

კახეთში ცხოველთა პირველი თავშესაფარი შენდება

კახეთში ცხოველთა პირველი თავშესაფარი შენდება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეგიონული ცენტრისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

მოეწყობა ვოლიერები, ვეტერინარული კლინიკა, კარანტინის შენობა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. თავშესაფარში 24-საათიანი „ქოლცენტრიც“ იმუშავებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა ინდონეზიაში ყველაზე დიდი ყვავილი იპოვეს

მეცნიერებმა ინდონეზიაში მსოფლიოს უდიდესი ყვავილი – რაფლეზია იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყვავილის დიამეტრი 122 სანტიმეტრია. საინტერესოა, რომ რაფლეზია წინა რეკორდსმენის ადგილას გაიზარდა და მასზე 10 სანტიმეტრით დიდია.

რაფლეზია პარაზიტული მცენარეა, მას არც ფოთლები აქვს და არც ფესვები. სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს კი მასპინძელი მცენარისგან იღებს

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სუხიშვილებმა დუბაი დაიპყრეს – დაუსრულებელი აპლოდისმენტები კონცერტზე (ვიდეო)

სუხიშვილებმა დუბაი ცეკვებით დაიპყრეს. ნინო სუხიშვილს, დუბაიში კონცერტზე მყოფი მაყურებლები ილიკო სუხიშვილსა და მთლიან ანსამბლს ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

დუბაიში გადაღებული ვიდეოკადრები თავად ანსამბლის გვერდზე აიტვირთა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სუხიშვილებისათვის აღნიშნულ ქვეყანაში ეს პირველი ტურია.


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს

ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს. 34 წლის სანა მარინმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია მსოფლიოში, საერთაშორისო ყურადღება გაპრემიერებიდან მალევე მიიქცია. მისმა მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ უკვე განაცხადა, რომ მათ სურთ საცდელად ახალი სამუშაო გრაფიკი დააწესონ.

„ვფიქრობ, ყველა იმსახურებს უფრო მეტი დრო თავიანთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, ჰობს ან სხვა ცხოვრების ასპექტებს, მათ შორის კულტურას დაუთმონ. ეს შესაძლოა იყოს მომდევნო ნაბიჯი ჩვენს სამუშაო ცხოვრებაში“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა, რომელმაც აღნიშნული პოსტი გასულ თვეს დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის მეზობელ შვედეთში, 2015 წლიდან 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი უკვე არსებობს. ევროპული მედიის ცნობით, მოკლე სამუშაო დღის დაწესების შედეგები აჩვენებს, რომ თანამშრომლები იქ უფრო ბედნიერები, მდიდრები და პროდუქტიულები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 40
Page 15 of 40