close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

გიორგი კეკელიძე: ბიჭი, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატია

ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან „გურული დღიურების ფონდი“ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია“, – წერს გიორგი კეკელიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

“ლევანიკოს სახლს ავუშენებ და გავურემონტებ!” – თემურ ჭყონიას საჩუქარი ბიჭს, რომელსაც წვიმის დროს კარადაში ეძინა

სიკეთის ქალაქი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პატარა ბიჭს, რომელსაც წვიმის დროს კარადაში ეძინა სახლს აუშენებენ.

“სიკეთის ქალაქის განცხადება:ძალიან სასიხარულო და მაგარი ამბები გვაქვს ამ ბავშვებთან დაკავშირებით. თქვენ ყველამ ნახეთ პატარა ლევანიკოს ისტორია. ბიჭი,რომელსაც წვიმა არ უყვარს, რადგან წვიმის დროს კარადაში სძინავს,ის ყვარელის რაიონში სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობს.მამინაცვალის ძალადობას გამოქცეული თათიას ოჯახმა კი პანკისის ერთ სოფელში, ვიღაცის მიტოვებულ სახლს, შეაფარეს თავი.

გუშინ, კოკა-კოლას პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ დაგვირეკა და ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდა. Coca-Cola Bottlers Georgia ვუთხარით,რომ ხალხისაგან შეგროვებული თანხით, ამ ოჯახებისათვის საკვების მარაგის პრობლემა უკვე მოხსნილია,თუმცა არ მოხერხდა სახლის პრობლემის მოგვარება..ლევანიკოს სახლი შეკეთებას არ ექვემდებარება,ხოლო თათიას ოჯახის მიერ ამავე სოფელში მოძებნილ ნაგეგობაზე ყვარელის მერიამ შესახლებაზე კი განაცხადა თანხმობა,მაგრამ ის შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია,რადგანაც მხოლოდ კედლები და სახურავია და მას რემონტი სჭირდება რომ ბავშვებმა ადამიანურად იცხოვრონ.

ბატონმა თემურმა გვითხრა,რომ ლევანიკოს ოჯახს ის სახლს აუშენებს, თათიას და საბას იმ შენობას გაურემონტებს რომ ბავშვებმა მშვიდად და მოწესრიგებულად გააგრძელონ ცხოვრება.მართლაც სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად. ”სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება და არც საქვეყნოდ მადლობა არ არის საჭირო”- მთხოვა ბატონმა თემურმა,თუმცა მე არ დავეთანხმე და დღეს,საჯაროდ ვწერ ამ ამბავს,რადგანაც ამდენი ნეგატივის ფონზე,ვთვლი რომ ეს უმაგრესი ამბავი აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა.მადლობა ამ ღვთისნიერ კაცს,რომლის მეშვეობითაც ეს ბავშვები ნორმალურ,ადამიანურ პირობებში იცხოვრებენ.

ხვალ კახეთისაკენ მივდივარ… ბავშვებს ახალ,კარგ ამბებსაც მოვუყვები და ხალხისაგან შეგროვებულ საკვებს მივაწვდი…ასევე გავიგებ,რა და როგორ უნდა მოხერხდეს რომ სახლის მშენებლობა დავიწყოთ,გზა და გზა მოგაწვდით ყველა ინფორმაციას სიკეთის ქალაქის ფესბუქ გვერდზე.P.Sკასპში,უკვე დასრულებულია ალეკო ბუთხუზის სახლის რემონტი,რომელიც ასევე ბატონი თემურის დამსახურებაა.ხალხისაგან შეგროვებული საკვების მარაგიც უკვე ჩატანილია და ალეკო და მისი ოჯახი უზრუნველყოფილია.

ალეკოს ისტორიის შესახებ ვიდეოს,იხილავთ 15თებერვალს,მაია სტეფნაძის თოქ-შოუში ”სარკეში” მაია სტეფნაძე დიდი მადლობა ქალბატონ მაიას,მან საშუალება მომცა,რომ საჯაროდ მეთქვა მადლობა თითოეული თქვენგანისათვის.

ასე ერთად ერთმანის გადარჩენას შევძლებთ”- წერია განცხადებაში.

სიკეთის ქალაქის საინიციატივო ჯგუფი დაარსდა 2017 წლის თებერვალში. “სიკეთის ქალაქი არის საინიციატივო ჯგუფი რომელიც ეხმარება უკიდურესსიღატაკეში მცხოვრებ ბავშვებს და მოხუცებს.ეს ხალხის სიკეთის ჯგუფია” – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

უშგულელი გენიოსი მხატვარი, რომლითაც ბრიტანული გამოცემა დაინტერესდა – ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ

გენიალური ქართველი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე სვანეთის რეგიონში, უშგულში, ძმასთან ერთად ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ მხატვარი და მისი შესანიშნავი ნამუშევრები მოსახლეობისთვის უცნობია.

ფრიდონის ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, ღრმა მნიშვნელობებითა და ნათელი ფერებით.

ის უშგულის მთებში, სუფთა ჰაერზე, ულამაზეს ბუნებაში ცხოვრობს და არ იყენებს მობილურს.

ფრიდონ ნიჟარაძეს ძმა   ბატონმა თემრაზი “ფორტუნასთან” საუბრისას  აღნიშნავს, ფრიდონმა ხატვა მაშინ დაიწყო, როცა ფეხი აიდგა.

მხატვარი ნამუშევრის შესაქმნელად ყველა ხერხს იყენებდა, რისი საშუალებაც ჰქონდა. მაგალითად, ნახშირით თოვლზეც ხშირად დაუხატავს, ქვებზე ცარცითა და კირით.

მხატვრის ძმამ ისიც გვითხრა, რომ ფრიდონი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ იგი ქალაქში არ დარჩენილა, ისევ სვანეთის მთებს დაუბრუნდა. მხატვარს თავისი გენიალური ნახატების გამოფენის მოწყობაზე ამბიცია არასოდეს ჰქონია, თუმცა 75 წლის ასაკში მოაწყოს გამოფენა, ამაზე უარს არ იტყოდა.

წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, კავკასიონის მთებში, შუაგულ უშგულში, მთებში ჩაძირულ ერთ პატარა, მოკრძალებულ სახლში გენიალური ნახატებია გამოფენილი.

„სახლში აქვს გამოფენა და თვლის, რომ ესაა მისი გამოფენა“,  განუცხადა ,,ფორტუნა“ ფრიდონის ძმამ.

მხატვარი თურმე იმასაც ამბობს, რომ ბუნება, სამყარო და ადამიანი მისი მთავარი ინსპირაციაა. ის ფიქრობს, რომ რეალიზმი იმიტაციაა, სწორედ ამიტომ აირჩია სიურეალიზმი. ადამიანები, ვინც მის შემოქმედებას იცნობს, სიურეალისტ მხატვარს, გენიოსს უწოდებენ.

მხატვრით ბრიტანული გამოცემა «The Independent»-იც დაინტერესდა. გამოცემის ერთ-ერთი სტატია, სათაურით, “უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში.” ავტორი ფრიდონ ნიჟარაძესაც ეწვია. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„უშგულის სოფლებში სხვადასხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ: აქ არის, მაგალითად, სიურეალისტური მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, იგი განდეგილს ჰგავს და როგორც ამბობენ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა ალექსი მისი ნათესავია და მპირდება, გაჩვენებო.

მივდივართ სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში. მოჩანს რუსული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ძველი და გაძარცულია. იქვე ახლოს ძროხები წვანან და იცოხნებიან. ვუახლოვდებით ნახევრად ქვით და ხით აგებულ შენობას. კიბესთან კაცი დგას და საეჭვოდ გვიმზერს, რომელიც ფრიდონი აღმოჩნდა. “მითხარი, როგორი იყო იოსებ სტალინისა და ფრანკლინ რუზველტის პოზიცია თეირანის კონფერენციის დროს?”, – ეკითხება იგი ალექსს და პასუხით კმაყოფილი, სახლში გვიწვევს, რათა საკუთარ ბიოგრაფიაზე გვესაუბროს.

“1970-იან წლებში მე თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა”, – გვიყვება ფრიდონი.

მხატვარმა დიდი კარი გააღო და თავის სტუდია-სახელოსნოში მიგვიპატიჟა. “აი, ეს, – მიგვითითებს ნახატზე, რომელზეც დიდი სვანური კოშკია გამოსახული, – ბაბილონის გოდოლია… ეს კი, – გვაჩვენებს ქალის გადაჯვარედინებულ ფეხებს – მაკრატელი”. ფრიდონის ნახატები მართლაც პროვოკაციულია, სიურეალისტური. ვეკითხები, საიდან გაქვს ასეთი შთაგონება-მეთქი. “კოსმოსიდან”, – მპასუხობს ფრიდონი უყოყმანოდ.

უკან დაბრუნებისას ფრიდონი უშგულის აღორძინებაზე მესაუბრება. მაჩვენებს ერთ-ერთ ნახატს და მეუბნება: “ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 1999 წელს დავხატე და თუ გაიყიდება, მთელ ფულს უშგულს მოვახმარ, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ზამთარში რჩებიან”.

დარწმუნებული ვარ, რომ ფრიდონი სურათს კარგ ფასში გაჰყიდის”, -წერს The Independent»-ის ჟურნალისტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს

რა შეუქმნეს ქართველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეოცე საუკუნეში?

1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300 ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა ამ უმცირესმა დიასპორამაც კი დიდი გავლენა იქონია მთელი ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს:

გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983 წწ.) – ის იყო ამერიკელი-ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ის მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.

ალექსანდრე ქართველიშვილი, იგივე ალექსანდრე ქართველი (1896-1974 წწ.) – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი. პარიზის ავიაციის საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლისას მისმა შექმნილმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა (Bernar-Februa V-2) სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის სახელს უკავშირდება ასევე ლითონის პირველი თვითმფრინავისა (P-35) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში შტატებისთვის გამარჯვების მომტანი ბომბდამშენის შექმნა (Republic P-47 Thunderbolt), რომელიც დღემდე მიიჩნევა მსოფლიო სამხედრო ავიაციაში სამაგალითო ნიმუშად. ალექსანდრე ქართველს ავიაციის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი გადასცეს.

პრინცი გიორგი მაჩაბელი (1885-1935 წწ.) – ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის წარმოების ფუძემდებელი. მან დიდი პარფიუმერული საზოგადოება დაარსა ამერიკაში 1920-იან წლებში. პროფესიით იყო ქიმიკოსი, ასევე ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ის ამერიკაში ცნობილი გახდა როგორც პარფიუმერიის პრინცი, ამიტომ პრინც გიორგი მაჩაბელად იწოდებოდა.

გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი (1883-1967 წწ.) – მან შეერთებულ შტატებს შეუქმნა სამედიცინო მინის მრეწველობა, ნაძვის ხის მინის სანთლები და ნაძვის ხის სათმაშოების წარმოება. მან 1919 წელს საკუთარი ქარხანა გახსნა მასაჩუსეტსში. 1922 წელს ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ დღემდე ფუნქციონირებს – Coby Grass Products Company. კომპანიის პრესტიჟს და სახელს მატებდა წონას მისი დამაარსებლის – გიორგი კობახიძის მიერ დანერგილი 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტი. მაგალითად მან გამოიგონა წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი.ის პირველი ქართველი მულტიმილიონერი იყო ამერიკაში. მან ასევე შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. “კობი – ეს შობაა” ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე.

კონსტანტინე (კონი) სიდამონ ერისთავი (1930-2012 წწ.) – ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი. ნიუ იორკ თაიმსში ვკითხულობთ: “ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით. უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი.” ბატონი რაილის თქმით სწორედ “კონი ერისთავის დამსახურებაა, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არა მარტო წყლები, არამედ მიწა, ნიადაგი და მთელი გარემო დაცულია.” მისი პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. კონსტანტინე ერისთავმა 1994 წელს დააარსა ცნობილი ორგანიზაცია “საქართელოს ამერიკელი მეგობრები”, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ერს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული კუთხით და ეს დახმარება დღემდე გრძელდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქუთაისის ქარხანა პირველ ელექტომობილებს აგვისტოში გამოუშვებს

ქუთაისის ელეტრომობილების საწარმო, პირველ ელექტომობილებს 2020 წლის აგვისტოში გამოუშვებს. როგორც „აი გრუპში“ ამბობენ, ახლა ქარხნის საპროექტო სამუშაოები სრულდება, ტერიტორიამდე მიყვანილია საინჟინრო კომუნიკაციების ნაწილი, უკვე შეისყიდეს საწარმოო ხაზი და შეუკვეთეს მასალების ნაწილიც. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„აი გრუპში“  ასევე ამბობენ, რომ ადგილზე წარმოებულ ელექტრომობილებს 3-5 წლამდე გარანტია ექნება, მის ელემენტებს კი 8 წლიანი გარანტია მოჰყვება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ვენეციაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ვენეციაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო 3 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 220-კილოგრამიანი ბომბი იტალიის ქალაქის სამრეწველო პორტთან აღმოაჩინეს. მისი ამოღების ოპერაციის მსვლელობისას რაიონში ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, მათ შორის თვითმფრინავების, რამაც სირთულეები შეუქმნა ტურისტებს.

თუმცა გზები მალევე გაიხსნა, მას შემდეგ რაც სპეციალისტებმა ბომბის ამოღება შეძლებს. ქალაქის მთავრობაში განაცხადეს, რომ გაუვნებელყოფის სამუშაოები უახლოეს დროში ღია ზღვაში ჩატარდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

უკრაინის მთავრობამ ყველა აზარტული დაწესებულება დახურა

უკრაინის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლისს მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებენ. ჯამში უკრაინაში 150 დაწესებულება დაიხურა.

დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღჭურვილობების კონფესკაცია განხორციელდა.

უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრებმა ერთობლივი კენჭისყრის გზით მიიღეს.

უკრაინის შსს-ს ცნობით დროებით ყველა აზარტული თამაშების დაწესებულება დაიხურა.

გარდა ამისა, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თბილისში ჩინეთიდან დაგეგმილი ავიარესები გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ინფორმაცია Imedinews თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს. დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

1tv.ge ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განაცხადა, რომ რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით გაუქმდა.

ამასთან,  სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.

ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.

 

წყარო : imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

კახა კალაძე – აუტიზმის პროგრამის მომლოდინეთა რიგში მყოფ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს

აუტიზმის პროგრამის მომლოდინეთა რიგში მყოფ 230 ბავშვს თბილისის მერია დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვზე იყო გათვალისწინებული, წელს ეს დაფინანსება 1230 ბავშვზე გამოიყოფა.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. მოლოდინის რეჟიმში იყო, დაახლოებით, 230 ბავშვი, ვინც ელოდებოდა თავის რიგს, ეს, რა თქმა უნდა, მათთვის, მათი ოჯახებისთვის სერიოზული პრობლემა იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბავშვებიც დავაფინანსოთ. 1000 ბავშვზე იყო გასულ წელს დაფინანსება და 1230-მდე გაიზრდება.

ჩვენ შარშან ასევე, გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე, ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს.

პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, 1 ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. ეს არის ის თანხა, რაც სჭირდება რეაბილიტაციას. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ჩაუტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნერვოლოგის, ქცევითი თარპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გორში შვიდშვილიან ოჯახს სახლი გადასცეს

ლურსმანაშვილების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ საცხოვრებელი სახლი გადაეცა.
ლურსმანაშვილების შვიდშვილი ოჯახისთვის სახლი ბიზნესმენმა ვალერი ლურსმანაშვილმა შეიძინა. სოციალურად დაუცველი ოჯახი ამ დრომდე ავარიულ სახლში ცხოვრობდა.

მიმდინარე წელს ლურსმანაშვილების ოჯახმა გორის მერიისგან დახმარების სახით 1000 ლარი მიიღო.

dianews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 40
Page 14 of 40