close
კატეგორიის გარეშე

ყველაზე ინოვაციურ გამოგონება – ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“

თბილისის  N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მეხანძრებისთვის შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“ ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური მოსწავლეთა კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა. „ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება-ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად, მასში თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, სადაც საქართველოს სახელით საკუთარ პროდუქტი წარადგინეს.

ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგნის-მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება. საგნის შესწავლაში სკოლებს ხელს უწყობს Junior Achievement Georgia, აშშ-ის განვითარების სააგენტოს პროექტით „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მოსწავლეებს სასწავლო მასალებით უზრუნველყოფს, ის ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

განათლების სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მეწარმეობის ფარგლებში, Junior Achievement-ის ორგანიზებით, შეჯიბრებები ყოველწლიურად იმართება. მათ შორისაა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც  ევროპის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. JA Estonia და JA Georgia საქართველო ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მხარს უჭერენ მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსებში ჩამბას. მიმდინარე პროექტის მიზანია საქართველოში „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“. N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ  Helmet vision მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შექმნა, ხოლო  ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ The smell of thread ხელნაკეთი ნივთები, რომელზეც მოქსოვილია ცხოველთა გამოსახულებები და ეკოლოგიურად ბუნებრივი პროდუქტი, სხვადასხვა არომატიზატორით.

Junior Achievement Georgia ამჟამად ორგანიზებას უწევს კონკურსს „საქართველოს საუკეთესო „მოსწავლეთა კომპანია“, რომელიც გამართება 2020 წლის 29 მარტს, ხოლო გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე.

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response