close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

Robovie – რობოტი, რომელიც მაღაზიაში პირბადის გარეშე შესულ მომხმარებელს შენიშვნას აძლევს

იაპონიის ერთ-ერთ მაღაზიაში რობოტი განათავსეს, რომელიც მომხმარებლებს პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

Robovie- ს, რომელიც კიოტოს საერთაშორისო “ტელეკომუნიკაციების კვლევის ინსტიტუტმა“ შექმნა, შეუძლია იმ მომხმარებლების გამორჩევა, რომლებსაც პირბადეები არ უკეთიათ, ასევე მათი შემჩნევა, რომლებიც საჭირო დისტანციას არ იცავენ და თავაზიანად სთხოვოს, წესები დაიცვან.

რობოტი ადამიანების მოძრაობის დასაფიქსირებლად კამერასა და სენსორებს იყენებს, მათ შორის მანძილის გასაზომად კი – ლაზერს.

Robovie-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება და ახალი რობოტის საშუალებით შესაძლებელ გახდება მაღაზიებში მყიდველებსა და პერსონალს შორის ახლო კონტაქტის შემცირება. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებელი ნაკლებად უხერხულად იგრძნობს თავს, როდესაც შენიშვნას რობოტი მისცემს და არა ადამიანი.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ღორის სისხლისგან ცილის ფხვნილი შექმნეს, რომლის გამოყენებასაც საკვები დანამატის სახით გეგმავენ

დანიელმა მკვლევარებმა ღორების სისხლისგან ცილის ფხვნილი შექმნეს, რომელიც საკვები დანამატის სახით იქნება გამოყენებული.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გუნდი ფიქრობს, რომ ღორის სისხლი შეიძლება ადამიანისთვის ცილის მდგრად წყაროდ იქცეს.

ღორის ხორცის წარმოების შედეგად ამჟამად დანიაში 60 000 ტონა ღორის სისხლი რჩება და მათი უმეტესობა საერთაშორისო ბაზარზე ცხოველების საკვების სახით იყიდება. მაღალი კვებითი ღირებულების გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღორის სისხლი შეიძლება სხვადასხვა საკვებში დანამატის სახით იქნას გამოყენებული.

ცილის ფხვნილს, რომელსაც მეცნიერთა აღნიშნული გუნდი აწარმოებს, თეთრი ფერი და ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ იგი არ ცვლის იმ პროდუქტის გემოს, რომელსაც უმატებენ.

მეცნიერები განმარტავენ, რომ 5000 ტონა ცილის ფხვნილის მისაღებად 60 000 ტონა სისხლია საჭირო. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მეთოდით, რომელიც პაპაიას ნაყოფის გამოყენებით ხორციელდება. პაპაიას აქვს ფერმენტი, რომელსაც შეუძლია გამოყოს ცილა სისხლიდან, ის ასევე გამოაცალკევებს რკინას, რომლის გამოყენება საკვებ დანამატებში შეიძლება.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ცილის ფხვნილის გამოყენება უამრავ საკვებსა და სასმელში შეიძლება. მაგალითად, ის შეიძლება შეურიონ წვენს, ნაყინს ან შოკოლადის ფილას.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

“ჭკვიანი პირბადე” – რომელიც, სუნთქვისა და პულსაციის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა

იტალიელმა და ესპანელმა დიზაინერებმა “ჭკვიანი-პირბადე” შექმნეს, რომელშიც დამონტაჟებულია მიკროფონი, Bluetooth-ი და აქსელერომეტრი.
“ჭკვიანი-ნიღაბი” სმარტფონს უერთდება და სუნთქვისა და პულსაციის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციავიდეოტექნოლოგიები

ჩინეთში, ძველი შენობა, სხვა ადგილზე ხელუხლებლად გადაიტანეს – ვიდეო

შენობის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად მისი დანგრევა საჭირო სულაც არ არის. ეს ე.წ. Walking მეთოდია. შანხაიში, 1935 წელს აშენებული დაწყებითი სკოლის შენობა ახალ ლოკაციაზე, ზუსტად ასე გადაიტანეს. მის ძველ ადგილს კი თანამედროვე კომერციული ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნურ ხელი Hannes, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი კიდურის თითქმის ყველა ფუნქციის შესრულებაა შესაძლებელი

იტალიელმა მკვლევარებმა ბიომიმეტიკური პროთეზის ხელი შექმნეს, რომელსაც იმ მოქმედებების გამეორება შეუძლია, რასაც ადამიანის ბუნებრივი ხელი აკეთებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ხელი, Hannes-ი,  ამპუტირებულ კიდურების მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს ბუნებრივი კიდურის ფუნქციის 90 პროცენტზე მეტი შეასრულოს.

პროთეზი, რომელიც მოიცავს ხელსა და მაჯას, მისი მატარებლის კუნთების მიერ წარმოქმნილი ელექტრული სიგნალების გამოყენებით მოძრაობს.

სენსორები მომხმარებლის კიდურის კუნთების აქტივობას ამოიცნობს და ზუსტი მოძრაობების შესასრულებლად სპეციალურად შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.

მკვლევარების განმარტებით, ხელის მექანიკური დიზაინი, რომელიც ბაზარზე უნიკალურია, პროთეზირების მრავალფეროვნებისა და მოძრაობის გასაღების წარმოადგენს.

მექანიზმი, ძრავის გამოყენებით, საშუალებას აძლევს ხელს, იმ ობიექტს მოერგოს, რომელიც მას უჭირავს.

ცერის მოძრაობა სამ განსხვავებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი: მჭიდრო მოჭიდება მცირე საგნებისთვის, გვერდითი მოჭიდება წვრილი საგნებისთვის და ძლიერი მოჭიდება, რომლის გამოყენებაც  მომხმარებელს  მძიმე საგნების ასაწევად შეუძლია.

შესაძლებელია მაჯის მობრუნებაც, გასაღების გადატრიალების მსგავსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლობელს შეუძლია ნივთები სხვადასხვა მდგომარეობაში დაიჭიროს.

ხელოვნური ხელის ელემენტის მოცულობა საათში 1300 მილიამპერია.

ხელმისაწვდომია პროთეზის 2 ზომა ცაცია ან „მემარჯვენე“ ქალებისა და მამაკაცებისთვის.

პროთეზის შექმნის შესახენ მონაცემები ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკასამხედრო

რა ხდება მთიან ყარაბაღში?

,,ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ჯერ არავინ უსმენს მათ”

შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღესაც გრძელდება მთიანი ყარაბაღის გამო. სომეხი მოსახლეობითა და დიასპორით დასახლებული ტერიტორია ზერბაიჯანში მდებარეობს. 27 სექტემბერს განახლდა შეიარაღებული კონფლიქტი, აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით სომხეთმა ისევ მიიტანა იერიში ქალაქ ტერტერზე.

რამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება?

ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის გაურკვეველია, რადგან ორივე მხარე განსხვავებულ მოტივებზე საუბრობს. აზერბაიჯანი ამბობს, რომ სომხეთმა მათი პროვოცირება გამოიწვია, ხოლო სომხეთი ამბობს, რომ აზერბაიჯანული ჯარები  თავს დაესხნენ და სომხეთმაც საპასუხო იერიში მიიტანა. დაძაბულობამ ივლისში მომხდარი რამდენიმედღიანი შეტაკების შემდეგ მოიმატა, რასაც აზერბაიჯანის მხარის მონაცემებით 11 აზერბაიჯანელი ჯარიკაცი დ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რა არის რუსეთისა და თურქეთის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში?

რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში კი თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის გრძელვადიანი მხარდამჭერია იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.

თურქეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ყარაბაღი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის პრობლემა და ეს საკითხი თურქეთის ინტერესებშიც შედის. პრესკომფერენციაზე ერდოღანმა აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ანკარა მზად არის აზერბაიჯანსა და სომხეთს დავის მოგვარებაში დაეხმაროს.

20 სექტემბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა სამადლობელი სიტყვა საქართველოს მიმართ, რაც უკავშირდება რუსეთიდან იარაღით მომარაგების ხელშეშლას:,,საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანა. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთს კასპიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით იარაღით საჰაერო გზით ამარაგებენ. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ“

რას ფიქრობს დანარჩენი მსოფლიო?

,,ყველას სურს სიმშვიდე, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ჯერ არავინ  უსმენს მათ”. ნატო და ევროკავშირი ორივე მხარეს სთხოვს დაუყოვნებლივ საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ცხადია ამ კონფლიქტის მოგვარება მსგავსი სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან შეიძლება ომის მასშტაბები მთიან ყარაბაღს გასცდეს და გახდეს მთავარი პრობლემა მსოფლიოსთვის.

წყარო: CNN

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც ტვინის იმპლანტის გამოყენებით მხედველობის აღდგენა შეუძლია

მკვლევარებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც მათი თქმით, ტვინის იმპლანტის საშუალებით მხედველობის აღდგენა შეუძლია.

„მას შეუძლია მომხმარებელს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს შიდა და გარე გარემოში ორიენტაციაში უფრო მარტივად გარკვევისთვის, აგრეთვე მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანებისა და საგნების ადგილმდებარეობის შესახებ,“ – აცხადებენ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერები.

სიბრმავეს უმეტეს შემთხვევაში მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს, რომლებიც ბადურას ტვინთან აკავშირებს.

ხედვის ეს ახალი სისტემა, რომელსაც Gennaris უწოდებენ, გვერდს უვლის ასეთ დაზიანებას და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უსინათლო ადამიანების მკურნალობის საშუალებას იძლევა.

Gennaris სისტემა შედგება თავზე დასამაგრებელი მოწყობილობისგან, რომელიც მოიცავს კამერას, უკაბელო გადამცემს და ხედვის დამამუშავებელ დანადგარს – აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კომპონენტებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ამასთანავე საჭიროა ცხრა მილიმეტრიანი კვადრატული ფორმის ფილები, რომელთა ტვინში ჩასმა შესაძლებელია.

ვიდეო კამერა ათვალიერებს შინაარსს, რომელიც დასამუშავებლად  ხედვის პროცესორს ეგზავნება.

ამის შემდეგ მონაცემები უსადენოდ გადაეცემა თითოეულ ფილას, რომელიც მონაცემებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ამ გზით მიკროელექტროდების საშუალებით ტვინს ასტიმულირებს.

სისტემა თავდაპირველად ცხვრებზე დატესტეს, კვლევის შედეგები კი ჟურნალ Journal of Neural Engineering-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კომპანია Microsoft-ის ცნობით, პირველ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ Word-ის ონლაინვერსიაში, ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამას 200 მეგაბაიტამდე მოცულობის აუდიოფაილის დამუშავება შეუძლია. ამასთან ერთად, აუდიოჩანაწერი .mp3, .wav, .m4a ან .mp4 ფორმატში უნდა იყოს შენახული.

ფაილის ატვირთვისა და დამუშავების შემდეგ ეკრანზე ჩნდება პანელი, ტაიმკოდითა და გაშიფრული ტექსტით. მომხმარებელს შეუძლია, დაარედაქტიროს გაშიფრული ტექსტი. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე ერთი მომხმარებლისთვის თვეში 5-საათიანი ლიმიტი მოქმედებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ფუნქცია Office-ის მობილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, შემდეგში კი ის სხვადასხვა ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეტრანსპორტი

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ – მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

მართვის მოწმობის აღების წესის ცვლილებაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ბიუროზე დარეგისტრირებულია საკითხი, რომელიც მართვის მოწმობის აღების მეორე ეტაპს ითვალისწინებს.

კერძოდ, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, – ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას ჩადენილი ცალკეული სამართალდაღვევებისთვის პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციასაქართველო

1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 91
Page 28 of 91