close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ტეხასში უსახლკაროებისთვის სახლებს 3D პრინტერით აშენებენ

მედიცინის, ბიზნესისა თუ რობოტიკის შემდეგ, 3D პრინტერის გამოყენება სამშენებლო სექტორშიც ძალიან აქტუალური ხდება. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, მშენებლობის სიიაფეა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს პრაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაბალბიუჯეტიანი მშენებლობის, შესაბამისად კი, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც კი ხელმისაწვდომი უბნების გაჩენაში. ერთ-ერთი ასეთი უბანი უკვე ჩნდება ტეხასში, კერძოდ, ქალაქ ოსტინში, სადაც 3D პრინტერით სახლებს უსახლკაროებისთვის აშენებენ.

ისინი იყენებენ პრინტერს სახელად Vulcan II, იმისათვის, რომ სახლების საბაზისო სტრუქტურა შექმნან, ადამიანები კი მხოლოდ დამატებით დეტალებს აგვარებენ – ფანჯრების, კარების ჩასმას და ა.შ. სახლის ასაშენებლად პრინტერს 48 საათი სჭირდება. რაც შეეხება ღირებულებას, ასეთი სახლის აშენება 10 000 დოლარი ჯდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

იაპონიაში შექმნეს სახლი,რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში იწევა

ყბადაღებული და უკვე გაცვეთილი ფრაზა “იაპონია დანარჩენ მსოფლიოს 100 წლით ასწრებს” კიდევ ერთხელ დასტურდება იმ ტექნოლოგიური სიახლით, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შეიმუშავა.

 

აღსანიშნავაია, რომ ეს ტექნოლოგიური სიახლე კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შექმნა, თუმცა თავის დროზე დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ კარგა ხანი პროექტი თაროზე იყო შემოდებული, თუმცა ხელახლა ყურადღება მიიქცია 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 20 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეკონომიკური ზარალმა 309 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სახლს, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შექმნა სპეციალური სენსორები უყენია, რომელიც მგრძნობიარეა მიწისძვრის შემთხვევაში, სახლი როგორც კი შეირყევა, ავტომატურად ირთვება ფუნდამენტში დამონტაჟებული მძლავრი კომპრესორები, რომლებიც ჰაერის ნაკადს აწვდის აირ ბალიშებს, სახლი რამდენიმე სანტიმეტრით იწევა ჰაერში, როგორც კი სეისმური აქტივობა დასრულდება, სახლი უბრუნდება ფუნდამენს სრული პარამეტრებით.

კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც ამ სახლებს გააჩნია, ის არის, რომ იგი 1, 5-ჯერ იაფი ღირს სტანდარტული სახლებთან შედარებით და ამასთანავე არ სჭირდება რთული ტექნიკური მომსახურეობა.

დღეისთვის კომპანიამ ქვეყანაში უკვე 100-მდე “მფრინავი სახლი” განათავსა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Apple-ის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!

„ეფლის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!“ –  საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს ქართული კომპანია Metro Productions, რომელიც, როგორც პოსტიდან ვიგებთ, მსახიობების შერჩევის ორგანიზების ნაწილში ჩართული იყო.

შერჩეული მსახიობები არიან: ვიკა კალანდია, დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი, კობა შონია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

ახალშობილი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ გადარჩა

ბრიტანეთში ახალშობილს, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა გაზრდილი, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა.

ვანელოპე ჰოუფ ვილკინსის ექიმებმა ექტოპია კორდის დიაგნოზი დაუსვეს, როცა ის 9 კვირის ნაყოფი იყო და სკანირებამ აჩვენა, რომ მისი გული და კუჭის ნაწილი სხეულის გარეთ ვითარდებოდა.

ქირურგები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ექიმებმა მშობლებს ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა დედა არ დასთანხმდა.

გოგონას დაბადების შემდეგ სამი ოპერაცია ჩაუტარეს, გული მკერდში გადაიტანეს და ხელოვნური გულმკერდი და მკერდის ძვალი შექმნეს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გახდა ექტოპია კორდის განკურნების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში.

ვანელოპე დეკემბრის ბოლოს უნდა დაბადებულიყო, თუმცა ის საკეისრო კვეთის შედეგად 22 ნოემბერს გაჩნდა და რამდენიმე წუთში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმები ჯერჯერობით მის მომავალ მდგომარეობაზე საბოლოო პროგნოზს ვერ აკეთებენ.

წყარო: Independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება. ეს არის მილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შექმნილი ქსოვილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, კონკრეტული პაციენტის ქსოვილის ნიმუშისგან, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდიან. ის 3 სანტიმეტრის სიგრძისაა და პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იქცევა ჯანმრთელ, ფუნქციურ კუნთად. „ცოცხალი ლეიკოპლასტირის“ მიზანი გულის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კურდღლებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, ადამიანებზე ცდები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაცია

სიახლეები მობილურის ინტერნეტ სივრცეში

მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგია ყოველდღიურად განვითარებას განიცდის, შესაბამისად მივედით იმ დასკვნამდე, რომ მუდმივად პროგრესირებადი იქნება ჩვენი სამყარო.

ახალი სიახლე გამოჩნდა ინტერნეტში, კერძოდ “Samsung Electronics-ის” მიერ გამოცემული სმარტფონის გაყიდვების შედეგად, 5G ქსელის გამოყენებაც შესაძლებელი გახდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მობილური ინტერნეტი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ გადავიდა, განვითარდა.

ასევე, ადგილობრივი მაუწყებლობები ამბობენ, რომ 5G ქსელის ჩაშვებისთვის მზადაა ქვეყნის ყველა მობილური ოპერატორი კომპანია.

ტექნოლოგია 5G მასიურად კორეის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში პხენჩანგის ზამთრის ოლიმპიადის დროს გამოცადა. თუმცა ის კერძო პირებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 5 აპრილიდან გახდა. მეხუთე თაობის მობილური ქსელი უზრუნველყოფს ინფორმაციის მაღალ გამტარუნარიანობას. მისი რეკორდული სიჩქარე აღწევს 25გბ-ს წამში. მსგავსი მონაცემები კი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მოხდეს 8K (Ultra HD) ხარისხის ვიდეოს ტრანსლირება.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია აპირებს ჩიპის შექმნას, რომლითაც მობილურის გონებით მართვას შეძლებთ

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ. 

Thenextweb-ის ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პატარა ზომის პროცესორების შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობას თმის ღერზე წვრილი ძაფები ექნება მიმაგრებული, რომლებიც ადამიანის თავის ქალას დაუკავშირდება. 

Neuralink's threads for connecting to the brain are thinner than human hairs

მოწყობილობა, სახელწოდებით Link-ი ადამიანებს ყურის უკან დაუმაგრდებათ და მისი საშუალებით iPhone-ის კურსორსა და კლავიატურას გონებით მართავენ.  

Neuralink-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოწყობილობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქცევა აღნიშნული იდეა რეალობად. 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ახალი ტექნოლოგია სუპერმარკეტებს ქურდებისგან იცავს

აშშ-ს უდედესმა სუპერმარკეტმა- Walmart მადაადასტურა, რომ ის ქურდებს გამოსახულების ამომცნობი კამერებით ამოიცნობს.

კამერები მომხმარებლების ჩანთებში იმ ნივთების იდენტიფიცირებას ახდენს, რომელიც სალაროსთან სკანირებაზე არ გაუტარებიათ.  

Walmart- მა საინფორმაციო სააგენტო “Business Insider” – ს განუცხადა, რომ კომპანია ტექნოლოგიას 1000-ზე მეტ მაღაზიაში გამოიყენებს.

სქემა, რომელსაც Missed Scan Detection by Walmart (გამოტოვებული სკანირების აღმოჩენა Walmart-გან), იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც ირანულმა კომპანია Everseen-მა შეიმუშავა.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

სახანძრო ვაზა

როცა ხანძარი ჩნდება და პანიკა იწყება, ზოგჯერ რთულია გაიხსენო, სად არის ცეცხლმაქრი. სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა გამოსავალი იპოვეს : შექმნეს ცეცხლმაქრი ვაზა, რომელშიც ლამაზი ყვავილების ჩაწყობა და ხანძრის შემთხვევაში, ცეცხლის ჩასაქრობად გამოყენებაა შესაძლებელი.

ინოვაციური „სახანძრო ვაზა“, რომელიც „სამსუნგ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიაა  Cheil Worldwide-მა შექმნა, 770 მ/ლ თხევადი კალიუმის კარბონატს შეიცავს, რომელიც, ვაზის ცეცხლის მიმართულებით ტყორცნისას ბლოკავს ჟანგბადს და აქრობს ცეცხლს.

ვაზა დამზადებულია პონივინის ქლორიდისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ნამსხვრევებისგან ადამიანის დაზიანება.

ბოლო ათწლეულის სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კორეაში ხანძრისგან გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 60 პროცენტი სახლებში ხდება, რაც საერთო ჯამში 2,000 შემთხვევას აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვამლის დეტექტორებისა და ცეცხლმაქრების სახლებში დამონტაჟება სავალდებულოა, ცეცხლმაქრი ოჯახების მხოლდ 49 % აქვთ.

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციაისტორიაკულტურასაქართველო

ქართველმა ახალგაზრდებმა გელათის მონასტრის დასაცავად მონიტორინგის სისტემა შექმნეს

წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ – „ედისონმა“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, შექმნა მონიტორინგის სისტემა, რომელიც გელათის მონასტერს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით იცავს. სისტემა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ეკუთვნის აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ბზარების მდგომარეობას, ბიძგებსა და ამინდს, მიღებული ინფორმაციის კი, დაუყოვნებლივ გზავნის შესაბამის სპეციალისტთან.
შეგახსენებთ, რომ გელათის მონასტერი 2010 წელს UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს და კომპანიამ, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებსა და კერძო პირებს უმაღლესი ხარისხის Hardware (ელექტრონულ) და Software (პროგრამულ) სერვისს, სთავაზობს ამ პრობლემას გონივრული გადაწყვეტამოუფიქრა.
„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი ეს მონიტორინგის სისტემაა, რომელიც გელათზე დამონტაჟდა და შესაძლებელია სხვა ძეგლებსაც მოერგოს. მსოფლიოში თითქმის ყველა ძველ ნაგებობას აქვს დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემები მათი დაცვის მიზნით. პრობლემა ისაა, რომ საქართველოსთვის ის მონიტორინგის სისტემები ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც, ჩვენ ინოვაციურად მივუდექით საკითხს და შედარებით დაბალ ფასში შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც მის უცხოურ ანალოგებს არ ჩამოუვარდება,” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ედისონი მონიტორინგის ჭკვიანი სისტემების გარდა, Desktop, Mobile და Web აპლიკაციებსაც ქმნის და სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი ამზადებს ნებისმიერი ტიპის 3D/2D დიზაინს და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა 3D Printer, Laser Cutter, Vacuum former-ია, აქცევს მას რეალობად, შესაბამისად, მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი თქენი იდეა რეალობად აქციოთ.

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 37
Page 14 of 37