close

მედიცინა

მედიცინასაქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავს

სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არის ვერსია, რომ ეს აცრა შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში.

„ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„რემდესივირზე“ კლინიკური ცდები იწყება, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ?

ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა პირველადმა ექპსერიმენტმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმა აქვთ, პრეპარატი პირველი დოზის მიღებიდან 24 საათში იწყებს მოქმედებას.
მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსის“ მიერ შექმნილი „რემდესივირი“ ვირუსს ბლოკავს და ორგანიზმში რეპროდუქტირების საშუალებას არ აძლევს.
მედიკოსები პრეპარატზე კლინიკურ ცდებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ და მასში 1 000 პაციენტი იქნება ჩართული და მათი შედეგები აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის შედეგად რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 55 წლის ქრის კეინი ვაშინგტონიდან, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული და რომლის მდგომარეობა „რემდესივირის“ მიღებიდან მეორე დღესვე გაუმჯობესდა, მოგვიანებით კი სრულად გამოჯანმრთელდა და ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „რემდესივირის“ საშუალებით შესაძლებელია კორონავირუსის კიდევ ერთი ტიპის – MERS-ის- განურნება. პრეპარატის გამოყენებას შეეცადნენ ებოლას სამკურნალოდაც, თუმცა „რემდესივირმა“ მნიშვნელოვანი შედეგი არ აჩვენა.
რაც შეეხება COVID-19-ის სამკურნალოდ მის გამოყენებას, პრეპარტით პირველად აშშ-ში, ვაშინგტონში, 35 წლის პაციენტს უმკურნალეს. ეს იყო პირველი ადამიანი აშშ-ში, რომელიც სამშობლოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა და რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი კვირის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმებმა მეშვიდე დღეს „რემდესივირის“ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ოფიციალურად დამტკიცებული არაა. პაციენტის მდგომარეობა მეორე დღიდან გაუმჯობესდა.
აღნიშნული პირველი შემთხვევა ჟურნალ New England Journal of Medicine-ში დეტალურადაა აღწერილი.
თუმცა არსებობს კითხვები პრეპარატის სწრაფ მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევებში გაუმჯობესება „რემდესივირმა“ გამოიწვია, თუ პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება მედიკამენტის გარეშეც დაიწყებოდა.
კომპანია „გილეადმა“ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ „რემდესივირი“ ანტივირუსული პრეპარატია, რომლის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რომ მის შესახებ ჯერჯერობით შეზღუდული მონაცემები არსებობს. „ის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა დამტკიცებული და ჯერჯერობით არ არსებობს დადასატურებული ინფორმაცია მისი უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ,“- ნათქვამია „გილეად საიენსის“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით ხუთი კლინიკური ცდა ჩატარდება, რომლის მიზანი იმის დადგენაა, რამდენად უსაფრთხო და ეფეტურია „რემდესივირის“ გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ.
სხვა პოტენციური სამკურნალო საშუალებები, რომლის გამოკვლევაც მიმდინარეობს, მალარიის სამკურნალო პრეპარატი „ქლოროქინი“ და ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის სამკურნალო პრეპარატების – ლოპინავირისა და რიტონავირის – კომბინაციაა, თუმცა, ამ უკანასკნელზე ჩატარებულმა პირველადმა კვლევამ ვირუსის მკურნალობამ სასარგებლო შედეგი არ აჩვენა.

წყარო : nbcnews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამედიცინასაქართველო

უმაღლესი ქულა საქართველოდან | ავთანდილ ქოჩიაშვილის წარმატება აშშ-ის სამედიცინო ლიცენზიის გამოცდაზე

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ავთანდილ ქოჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზიის გამოცდაში (United States Medical Licensing Examination -STEP 1) საქართველოსთვის მაქსიმალური შედეგი 273 ქულა დააგროვა. ამასთან, გამოცდაზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ავთანდილი 73,000-ზე მეტი აპლიკანტიდან საუკეთესო შედეგების მქონე 1%-ში მოხვდა.

USMLE-ის რვასაათიანი გამოცდისთვის ტესტს ადგენს სპეციალური საგამოცდო კომიტეტი, რომელიც ამერიკელი და კანადელი ექიმების, დარგის სპეციალისტებისა და მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული. გამოცდა მედიცინის მიმართულების ზოგად ცოდნასთან ერთად მოითხოვს ვიწრო სპეციალიზაციის საკითხების ცოდნასაც ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ჰისტოლოგია და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ქოჩიაშვილის შედეგი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათად გვხვდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ეფექტურია

ეს ნამდვილად კარგი მეთოდია და ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. არის რაღაც ნაბიჯები გადადგმული და სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური. იმიტომ, რომ აქ ​ჯი-კლასის ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, პაციენტი რა თქმა უნდა შესწავლილი იქნება. გამოჯანმრთელებულ იმუნოკომპეტენტურ პიროვნებას უკვე უვითარდება ანტისხეულები და პლაზმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ეფექტური და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია და დაწყებულია მუშაობა ამ საკითხზე და მალე გვექნება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა მარაგში – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მსგავსი მარაგების შექმნა პრობლემა არ იქნება და სისხლის გაცემაზე არცერთი გამოჯანმრთელებული იტყვის უარს.

“მე ყველა პაციენტს ვიცნობ, მითუმეტეს პირველი ეტაპისას და დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც საუბრები და არცერთი პაციენტი ამაზე უარს არ იტყვის, რამდენადაც ეს არ არის ისეთი რაოდენობის სისხლის აღება, რომელიც მის ჯანმრთელობას დაემუქრება. ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა სასურველია, რომ დაეხმაროს და გამოაჯანმრთელოს სხვა პაციენტი. რა თქმა უნდა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ავადმყოფებს ეს არ დასჭირდებათ, ამდენი რაოდენობით არ დაგვჭირდება და ამ თემაზე არის უკვე დაწყებული მუშაობა. ალბათ მალე გვქნება ეს მეთოდი“, – განაცხადა ენდელაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს

ამერიკელები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს ვირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს.

რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ ვირუსი აგრესიულ გადაცემას შეწყვეტს. მისივე განმარტებით, არსებობს იმის ტენდენცია, რომ რესპირატორული ვირუსები სეზონური ხდება.

„რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, რომ ეს ვირუსი გრიპად ჩამოყალიბდება, თუმცა ვფიქრობ, მიზანშეწონილია იმის განხილვა, რომ ის შესაძლოა გაქრეს. არ ვამბობ, რომ ომი დასრულდა – უნდა გავაცნობიეროთ, რომ შემდეგი ტალღისთვის უფრო მეტი მომზადებაა საჭირო. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვირუსი შესაძლოა, დაბრუნდეს“, – განაცხადა რედფილდმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ეპილეფსიით დაავადებულ ბრიტანელ პაციენტებს მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტით უმკურნალებენ

ეპილეფსიით დაავადებულ ბრიტანელ პაციენტებს,  მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტით უმკურნალებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა ჯანდაცვის სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც Epidyolex-ზე ჩატარებულმა კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა.
Epidyolex-ზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პერორალურად მისაღებმა ხსნარმა, რომელიც კანაბიდიოლს შეიცავს, ზოგიერთ ბავშვებში შეტევების რიცხვი 40 პროცენტით შეამცირა.
მედიკამენტს ეპილეფსიის ორი იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმის – ლენოქს-გასტოს სინდრომისა და დრავეტის სინდრომის – სამკურნალოდ გამოიყენებენ.
მედიკამენტის მოხმარება 2 წლის ასაკიდანაა დაშვებული.
სტატისტიკის თანახმად, დიდ ბრიტანეთში დრავეტის სინდრომით დაავადებული 3,000 და ლენოქს-გასტოს სინდრომით დაავადებული 5,000 ადამიანი ცხოვრობს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ისლანდიაში ადამიანი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დაინფიცირდა

ისლანდიაში ადამიანი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reykjavík Grapevine ავრცელებს.

მისი ცნობით, მეორე შტამი ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული კორონავირუსის მუტაციას წარმოადგენს. ბიოფარმაცევტული კომპანია deCODE genetics-ის ხელმძღვანელის, კარი სტეფანსონის განცხადებით, შესაძლოა, ეს ორმაგი ინფიცირების პირველი ცნობილი შემთხვევა იყოს. მისივე თქმით, მეორე შტამი უფრო აგრესიულია, ვინაიდან პაციენტმს ის უკვე რამდენიმე ადამიანს გადასდო.

ბოლო მონაცემებით, ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 648 შემთხვევა დადასტურდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

ქართველების მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება

Edison Tech Solutions-ის მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება.

კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, ფილტვების უკმარისობის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება. ასეთ დროს, საჭიროა „ვენტილატორები“, რათა ფილტვებში ჟანგბადი მექანიკურად მოხვდეს.

ამ ვენტილატორებს სპეციალური სარქველები აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ მწარმოებელს, დროის მოკლე მონაკვეთში, მისი საავადმყოფოებისათვის მიწოდება არ შეუძლია.

ქართული კომპანიის, Edison Tech Solutions-ის მიერ, 3D პრინტერზე დაბეჭდილ სარქველი კი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება  როგორც „ედისონის“ დამფუძნებელიგივი ბერიძე ამბობს, რამდენიმე ლარი ეღირება.

სარქველი უერთდება ჟანგბადის ბალონსა და ვენტილატორს, რათა კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმაროს.

მსგავსი პრაქტიკა უკვე დაინერგა იტალიაში, ვინაიდან ე.წ. “valve”-ები გამოუთავდათ და მწარმოებელმა კომპანიამ სწრაფი რეაგირება ვერ შეძლო. 3D პრინტერზე დაბეჭდილმა რეპლიკებმა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Edison Tech Solutions მზად არის გვერდში დაუდგეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გადასცეს აღნიშნული სარქველები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

კორონავირუსს ერთი თავისებურება აღმოაჩნდა, საბედნიეროდ ბავშვებში არ აქვს გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ სამაგიეროდ პაციენტებს გვიან ასაკში ეს ვირუსი უფრო აზიანებს, რადგან იმუნური სისტემა იქ მოიკოჭლებს, 60 წლის შემდეგ, ის თავდაღმართისკენ მიდის, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, იმუნურ სისტემას ადამიანი ვერ ხედავს და ვერ გრძნობს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. „პაციენტები ყოველთვის მეკითხებიან, სად არის ეს იმუნური სისტემა. იმუნურ სისტემას აქვს ის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში, როგორც სახელმწიფოში აქვს შინაგან საქმეთა სამინისტრის და თავდაცვას. თუ იმუნური სისტემის რომელიმე რგოლი მოიკოჭლებს, ისევე, როგორც სახელმწიფო სისტემის რომელიმე რგოლი, მაშინ ნებისმიერ ინფექციას მასობრივი გავრცელების შესაძლებლობა ეძლევა. შესაბამისად რაც უფრო მყარია ეს ორი სამინისტრო ჩვენს ორგანიზმში, ორგანიზმი უფრო მზად არის ვირუსთან გასამკლავებლად“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, კორონავიორუსზე მოქმედებს ჯანსაღი იმუნური სისტემა, იმუნიტეტის ამაღლებას კი ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი. „სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ჯანსაღი ცხოვრება (რაც გულისხმობს ფიზკურ აქტივობას და კვების მოწესრიგებას) და ძილის მოწესრიგება. აი, ამ ფაქტორებზე დგას ჯერჯერობით ადამიანის იმუნური სისტემა. ბედნიერი ადამიანი ნაკლებად ავადმყოფობს. ეს დადგენილი პოსტულატია და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა. ამიტომ რაც უფრო ბედნიერები და კარგ განწყობაზე ვიქნებით, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მომზადებული შეხვდება კორონავირუსს“, – განაცხადა ბიძნა კულუმბეგოვმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა – საინტერესო ფაქტები

21 მარტი ­ 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა.

დაუნის სინდრომით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება და  ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. საზოგადოების ნაწილმა არ იცის, რომ დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ასე რომ, ის არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად.

ცნობისათვის, დაუნი იყო მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

მოკლედ რომ ვთქვათ – დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ზედმეტი ქრომოსომა აქვს. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი  –  21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას” უწოდებენ.  სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის დამახასიათებელია ბევრი მსგავსი გარეგნული ნიშან-თვისებები და ქცევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს სხვადასხვა შესაძლებლობა გააჩნია.

დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი რამდენიმე საერთო ფიზიკური ნიშანია:

  • სახის ბრტყელი პროფილი, განსაკუთრებით ცხვირის ფართო, ჩაღრმავებული ხიდი;
  • თვალების ნუშისებური (ირიბი) ჭრილი;
  • მოკლე კისერი;
  • პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა;
  • პაწაწინა თეთრი „ლაქები“ თვალის ფერად გარსზე – ირისზე;
  • ერთი ღრმა ხაზი ხელისგულზე (ხელსგულის ნაკეცი);
  • კუნთთა სუსტი ტონუსი ან სუსტი სახსრები;
  • დაბალი სიმაღლე;

დაუნის სინდრომი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ქრომოსომულ დაავადებას აშშ-ში. ყოველწიურად, აშშ-ში 6,000 ბავშვი იბადება დაუნის სინდრომით, რაც ნიშნავს, რომ 700-დან 1 ბავშვს აქვს დაუნის სინდრომი.

საქართველოში, 2013  წელს 0-5 წლამდე ბავშვებში რეგისტრირებული იყო 40 შემთხვევა, ინციდენტობა 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო 12.1/100 000, ხოლო 0-5 წლამდე  ბავშვებში შეადგენდა 11.8/100 000.

დაუნის სინდრომის ტიპები:  

არსებობს დაუნის სინდრომის სამი ტიპი, თუმცა ქრომოსომებზე დაკვირვების გარეშე საკმაოდ რთულია მათი გარჩევა სამივე სახეობისათვის დამახასიათებელი ბევრი მსგავსი ფიზიკური ნიშან-თვისებისა და ქცევის გამო.

ტრისომია 21. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების 95%-ს აქვთ ტრისომია 21. ამ ტიპის დაუნის სინდრომის დროს, ორგანიზმის თითოეულ უჯრედს აქვს 21-ე ქრომოსომის 3 წყვილი ნაცვლად ორისა.

ტრანსლოკაცია. გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირების  მხოლოდ 3%-ში. ტრანსლოკაციის შემთხვევაში, 21-ე ქრომოსომა მიბმულია სხვა ქრომოსომასთან.

მოზაიციზმი – გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირების 2%-ში. მოზაიციზმის შემთხვევის დროს, ზოგიერთი უჯრედის ქრომოსომა შეიცავს 21-ე ქრომოსომის 3 წყვილს, სხვა ქრომოსომებს კი, ჩვეულებრივ, აქვთ 21-ე ქრომოსომის 2 წყვილი. ბავშვებს მოზაიციზმის ფორმის დაუნის სინდრომით შესაძლებელია ჰქონდეთ დაუნის სხვა სინდრომის მქონე ბავშვების მსგავსი თვისებები, თუმცა ეს თვისებები შესაძლებელია ნაკლებად იყოს გამოხატული, რადგან მათ აქვთ ქრომოსომების წყვილი ნორმალური (ტიპიური) რაოდენობით.

დაუნის სინდრომის მიზეზები და რისკ-ფაქტორები:

ზედმეტი 21-ე ქრომოსომა იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილებებს. კვლევებმა დაადგინა, რომ დაუნის სინდრომს იწვევს 21-ე ქრომოსომა, მაგრამ უცნობია  ზუსტად თუ რატომ ჩნდება ან რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ითვლება დედი ასაკი – 35 წელს ზემოთ.

დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკის მეთოდები:

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია როგორც ორსულობის, ასევე ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში. ორსულობის დროს დაუნის სინდრომის დიაგნოზის დასმა საშუალებას აძლევს მშობლებს და ოჯახებს მოემზადონ ბავშვის სპეციალური საჭიროებებისათვის.

ორსულობის დროს

არსებობს დაუნის სინდრომის დადგენის ორი ძირითადი მეთოდი – სკრინინგული კვლევა და დიაგნოსტიკური კვლევები. სკრინინგული კვლევა ორსულობის დროს განსაზღვრავს, არსებობს თუ არა დაუნის სინდრომის რისკი და განსაზღვრავს დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების საჭიროებას. სკრინინგული ტესტი არ იძლევა სრულ დიაგნოსტიკურ სურათს, თუმცა უსაფრთხოა დედისთვის და ბავშვისთვისაც. დიაგნოტიკური ტესტი ზუსტად ადგენს დაუნის სინდრომის არსებობას, თუმცაღა შესაძლებელია გარკვეულწილად სარისკო იყოს დედისთვის და ბავშვისთვის.

დაუნის სინდრომის სკრინინგული ტესტი

სკრინინგის ტესტი მოიცავს სისხლის ანალიზებს, რომელიც განსაზღვრავს დედის სისხლში სხვადასხვა ნივთიერების ოდენობას (მაგ. MS-AFP, „სამმაგი ტესტი“ (Triple Screen); „ოთხმაგი ტესტი“ (Quad-screen) და ასევე ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ბავშვის განვითარების შესახებ. ულტრასონოგრაფიის დროს ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანია ბავშვის კისრის ნაოჭის სისქე და სითხის არსებობა კისრის უკანა არეში. ზედმეტი სითხე კისრის უკანა არეში შესაძლოა მიუთითებდეს გენეტიკურ პრობლემაზე (დარღვევაზე). იშვიათ შემთხვევაში, სკრინიგნის ტესტი არასწორ შედეგსაც აჩვენებს.

ქრომოსომული პრობლემების დასადგენად, მათ შორის, დაუნის სინდრომის დაიგნოსტიკისათვის 2010 წლიდან გამოიყენება აგრეთვე ახალი ტესტი – ის ახდენს ნაყოფის დნმ-ის დიაგნოსტიკას დედის სისხლში. ეს გამოკვლევა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი დაუნის სინდრომზე. გამოკვლევა ძირითადად ტარდება პირველი სამი თვის განმავლობაში და სულ უფრო და უფრო ფართოდ ინერგება.

 

დაიგნოსტიური კვლევის მეთოდები

გამოკვლევა ტარდება მას შემდეგ, თუ სკრინინგის ტესტი დადებითია.  დიაგნოსტიური კვლევებია:

  • ქორიონის ბუსუსების ბიოფსია —რომელიც იკვლევს პლაცენტის მასალას;
  • ამნიოცენტეზი – იკვლევს სანაყოფე (ამნიონურ) სითხეს, რომლითაც გარშემორტყმულია პატარა;
  • ჭიპლარის სისხლის ნიმუში (PUBS)—- იკვლევს ჭიპლარის სისხლს

 

ეს ტესტები იკვლევენ ცვლილებებს ქრომოსომებში, რომლებსაც ადასტურებენ დაუნის სინდრომის არსებობას.

დაბადების შემდგომ:

ბავშვის დაბადებისთანავე, ექიმი სინჯავს ბავშვს და ისმება დაუნის სინდრომი. ძირითადად ხდება ბავშვის სისხლის ანალიზების გამოკვლევა, რათა დადგინდეს 21-ე ქრომოსომის არსებობა ბავშვის უჯრედებში.

რადგანაც დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების 50%-ს აქვს გულის დეფექტები,  ყველა ახალდაბადებული ბავშვს უტარდება ექოკარდიოგრამა (გულის ექოსკოპიური სურათი).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში:

დაუნის სინდრომის მქონე ბევრ ადამიანს აქვთ სახის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები და არ ახასიათებთ რაიმე მნიშვნელოვანი თანდაყოლილი დეფექტი. თუმცა, გარკვეულ ნაწილს აქვს ერთი ან ორი თანდაყოლილი დეფექტი, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემლემები. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა:

  • სმენის დაქვეითება (75%-მდე);
  • ობსტრუქციული საძილე აპნეა – მდგომარეობა, როდესაც ძილის დროს ხდება სუნთქვის დროებით შეჩერება) (50 -75%-მდე);
  • ყურის ინფექციები (50 -70%-მდე);
  • თვალების დაავადებები (60%-მდე), მაგ. კატარაქტა, და სხვა დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ სათვალის ტარებას;
  • გულის თანდაყოლილი დეფექტი (50%);

სხვა ნაკლებად გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემებია:

  • კუჭ-ნაწლავის ბლოკადა, რომელიც მოითხოვს ქირურგიული ჩარევას;
  • ბარძაყის ამოვარდნილობა;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • ანემია (სისხლის წითელ უჯრედები ვერ მოაწოდებენ საკმარის ჟანგბადს ორგანიზმს) და რკინის დეფიციტი (ანემია, როდესაც სისხლის წითელ უჯრედებს არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის რკინა);
  • ლეიკემია ჩვილებში ან ბავშვობის ადრეულ ხანაში
  • ჰირშპრუნგის დაავადება.

ცხოვრება დაუნის სინდრომით

დაუნის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისები სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე  ეხმარება ბავშვებსა და ახალდაბადებულებს ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, მათი პოტენციალის განვითარებაში. ეს სერვისები მოიცავს მეტყველების, ოკუპაციურ და ფიზიკურ თერაპიას, რომელიც მიეწოდება ბავშვებს ადრეული ინტერვენციის სახით. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შესაძლებელია ესაჭიროებოდეთ დამატებითი მზრუნველობა/მხარდაჭერა ან მეტი ყურადღება სკოლაში, თუმცა დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ბავშვი სწავლობს ჩვეულებრივ კლასში.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეუძლიათ იცხოვრონ პროდუქტიულად და სრულფასოვნად. შეუძლიათ ჰქონდეთ სამსახური და იცხოვრონ დამოუკიდებლად. გარდა ამისა, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია იყვნენ საზოგადოებაში ინტეგრირებულები, შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა და რეგულარულად იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჯანმრთელობის რისკების კონტროლისთვის.

 

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 65 66 67 68 69 100
Page 67 of 100