close

მედიცინა

მედიცინამსოფლიოსაქართველო

ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის დღეიდან 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს საზღვრის კვეთისას დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით:- ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა, ან უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონავირუსით შეიძლება განმეორებით დაინფიცირდეთ

იაპონიაში, 40 წლის ქალი გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის შემდეგ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა. იაპონური მაუწყებლობის NHK-ის და საააგენტო Reuters-ს თანახმად, ის ოსაკაში ტურისტების გიდად მუშაობს.

აი, მოკლე ჩანაწერი მისი დაავადების ისტორიის შესახებ:

29 იანვარი: ვირუსზე პირველი პოზიტიური ტესტი. NHK-ს თქმით, ის ტურისტულ ავტობუსში იმყოფებოდა, სადაც COVID-19 პირველად აღმოაჩინეს.

1 თებერვალი: საავადმყოფოდან გამოწერა.

6 თებერვალი: ქალში ვირუსის არ არსებობის შესახებ განცხადება.

19 თებერვალი: ყელის და გულმკერდის ტკივილების ჩივილი საავადმყოფოში.

21, 22 და 25 თებერვალი: ექიმებთან სამი ვიზიტი იგივე ჩივილებით.

26 თებერვალი: მეორე პოზიტიური ტესტი ვირუსზე.

ოსაკას მთავრობის განცხადებით, 19-დან 26 თებერვლამდე ქალს ეკეთა ნიღაბი, სახლში იმყოფებოდა და სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს გაურბოდა. ახლა ის ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

რა განსხვავებაა კორონავირუსსა და გრიპს შორის

ინფექციონისტი რეზო მეჭურჭლიშვილი გრიპისა და კორონავირუსის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ხველა.

მისი თქმით, ვირუსი შესაძლოა ერთ დღეში უცბად გართულდეს.

„მთავარი განმასხვავებელი ის არის, რო მას აქვს მშრალი ხველა და არა ე.წ. პროდუქტიული ხველა. კორონავირუსს აქვს მაღალი ტემპერატურა, რთულ შემთხვევებში სუნთქვის უკმარისობა და ძალიან იშვიათად შეიძლება ჰქონდეს დიარეაც კი. ახასიათებს ნელი დასაწყისი. 5-6 დღე შეიძლება ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა პაციენტს, რომ ის იყოს შრომისუნარიანი. შეიძლება ჰქონდეს ყელის წვა, ოდნავ მშრალი ხველა. თავიდანვე ტემპერატურა შეიძლება არ იყოს მაღალი.

ერთი ცუდი განმასხვავებელი, რაც დაავადებას ახასიათებს არის ის, რომ შეიძლება უცბად გაუარესდეს“,- აღნიშნა რეზო მეჭურჭლიშვილმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 36 574-ს აღწევს.

ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული, აქედან : 26 – ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 – იაპონიაში, 2-2 – ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსით 83 045 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 78 824 ჩინეთში, დანარჩენი კი – მის ფარგლებს გარეთ.

დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნიგერიასა და ლიეტუვაში. ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი იტალიის მოქალაქეა, რომელიც ნიგერიაშია დასაქმებული და მილანიდან 25 თებერვალს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ლიეტუვას, კორონავირუსი ქალბატონს გამოუვლინდა, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონადან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. პაციენტს ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინა

ისრაელში ექიმებმა ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და ადგილზე დააბრუნეს

ისრაელში, „ბეილინსონის“ საავადმყოფოში, პირველად ჩატარდა ოპერაცია, რომლის მსგავსიც მსოფლიოში სულ რამდენჯერმეა ჩატარებული. ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და კვლავ ადგილზე დააბრუნეს.

ოპერაციის დროს პაციენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე იყო მიერთებული. აღნიშნული მეთოდი ორგანოს გადანერგვის და ქიმიო და რადიო თერაპიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

40 წლის პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, რომელმაც მარცხენა ფილტვის მთავარი ბრონქი დაბლოკა. თავდაპირველად ექიმებს დაზიანებული ფილტვის ამოჭრა უნდოდათ, თუმცა ეს პაციენტს საფრთხში ჩააყენებდა, ვიდრე დონორის ფილტვი არ შეირჩეოდა. „ფილტვი რომ ამოგვეჭრა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნიდით“, – განაცხადა იური პეისახოვიჩმა, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ექიმებმა გადაწყვიტეს ორგანიზმიდან ფილტვი ამოეღოთ და სიმსივნე მოეშორებინათ. მსოფლიოს მასშტაბით ამგვარი პროცედურა სულ რამდენჯერმე განხორციელდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩარევაა სამედიცინო სფეროში. ოპერაციის დროს პაციენტის სუნთქვა უზრუნველყოფილი იყო მარჯვენა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საშუალებით. ამოღებული ფილტვი სიმსივნისგან გაწმინდეს და ჰაერით გაბერეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შენარჩუნებული ნაწილი ფუნქციონალურია.

„გაბერვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ზედა წილი დაზიანებული არაა და გადავწყვიტეთ მისი ორგანიზმში დაბრუნება“, – აღნიშნა პეისახოვიჩმა. ფილტვების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებადი მეთოდის საშუალებით გაწმენდილი ფილტვი ძარღვებსა და ბრონქებს მიუერთეს, რის შემდეგაც გულმკერდის კვეთა ამოკერეს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

გამოქვეყნდა კორონავირუსის პირველი მსხვერპლის აუტოპსია

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-2019-ით პირველი დაღუპულის პათოლოგოანატომიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვირუსი უმთავრესად ფილტვებს აზიანებს, ნათქვამია ჩინელი ექსპერტების კვლევაში, რომელიც Journal of Forensic Medicine-ში გამოქვეყნდა.ამასთან, სპეციალისტების თქმით, იმის მტკიცებულებები, რომ ვირუსი ასევე ეხება ადამიანის სხვა ორგანოებს, ჯერჯერობით არასაკმარისია.

კორონავირუსი
© PHOTO: AFP 2019 / LUCA SOLA

COVID 2019-ით პირველი დაღუპული 85 წლის მამაკაცი იყო, რომელიც საავადმყოფოში ტვინის მრავალჯერადი ინფარქტით გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის დროს ავადმყოფს არ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სხვა სიმპტომები. საავადმყოფოში მოთავსებიდან მეათე დღეს პაციენტს ყელში დისკომფორტის შეგრძნება გაუჩნდა ქავილის სახით და სიცხემ აუწია. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ორივე ფილტვზე ინფექციის კერები გამოავლინა.

მე-13 დღეს პაციენტს COVID-2019-ის დიაგნოზი დაუდგინდა.

პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებიდან 28-ე დღეს გარდაიცვალა. მიზეზი — „ახალი  ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა“.

„გარდაცვლილის მანამდე აღებული ქსოვილის სინჯების ანალიზმა აჩვენა, რომ COVID-2019-ის პათოლოგიური პროცესი ძალიან ჰგავს ატიპიურ პნევმონიას (SARS-ი — მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS-ს (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი), თუმცა ანატომიური გაკვეთით დადგინდა, რომ ფიბროზი და ფილტვების ქსოვილის შესქელება COVID 2019-ის დროს ისეთი სერიოზული არ არის, როგორც SARS-ის შემთხვევაში, თუმცა ამასთან ექსუდაციური რეაქცია უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე SARS-ის დროს“, — ნათქვამია მოხსენებაში.

აზიანებს თუ არა ვირუსი ადამიანის სხვა ორგანოებს, როგორებიცაა თირკმელები და ნაღვლის ბუშტი, ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, ვინაიდან გარდაცვლილი მოხუცი იყო და მას არაერთი სხვა დაავადება ჰქონდა. გამომდინარე აქედან, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა შემდგომი კვლევა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოსაქართველო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.

დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.

ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი  ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებსა და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია

შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

რატომ?

რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

რატომ?

ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.

თუ დაბინძურებული ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოსხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

რატომ?

როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.

თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.

თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.

►   ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

►   არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;

►   თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.

►   მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).

►   მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან  კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.

►   განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან აკონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

თბილისის აფთიაქებში პირბადეების მარაგი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შეივსება

დედაქალაქის მასშტაბით სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ პირბადეების მარაგი ამოწურულია. კომპანიების განმარტებით, პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და 18-20 თეთრის ფარგლებშია. მარაგი სავარაუდოდ, დღეს, დღის მეორე ნახევარში შეივსება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მანამდე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში მოთავსებულ 14 პაციენტზე განცხადება გააკეთა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სანერვიულო არაფერია, რადგან პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ასევე კორონავირუსის ტესტების პასუხების დაგვიანების მიზეზები განმარტა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
მედიცინა

პირველად სამეცნიერო ისტორიაში, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მედიკამენტს ადამიანებზე დატესტავენ

ხელოვნურმა ინტელექტმა ობსესიური-კომპულსიური აშლილობის (OCD) სამკურნალო მედიკამენტი შექმნა, რომელსაც პაციენტებზე დატესტავენ.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა სამეცნიერო ისტორიაში, როცა კომპიუტერის მიერ შექმნილ მედიკამენტს ადამიანებზე გამოცდიან.
მოლეკულა DSP-1181-ის შექმნაში მონაწილეობა ბრიტანულმა სტარტაპმა Exscientia-მ და იაპონურმა ფარმაცევტულმა ფირმა Sumitomo Dainippon Pharma-მ მიიღეს.
მეცნიერების განმარტებით, როგორც წესი, მედიკამენტის შექმნას დაახლოებით ხუთი წელი სჭიდება, ხელოვნურ ინტელექტს კი აღნიშნული მედიკამენტის ალგორითმების გამოყენებით შესაქმნელად 12 თვე დასჭირდა.
Exscientia-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა პროფესორმა ანდრიუ ჰოპკინსმა ეს გამოგონება „მედიკამენტის აღმოჩენის ქვაკუთხედი უწოდა.“
შეგახსენებთ, ხელოვნურ ინტელექტს მედიკოსები პაციენტების დიაგნოზის დასასმელად და პაციენტების მონაცემებისა და სკანირების შედეგად მიღებული გამოსახულებების ანალიზის განსახორციელებლად იყენებენ.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
1 59 60 61 62 63 91
Page 61 of 91