close

მსოფლიო

კვლევებიმსოფლიო

ჯანმო გამოჯანმრთელებულებს კორონავირუსის გრძელვადიან განგრძობით პროცესებზე აფრთხილებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თავის ბრიფინგზე კორონავირუსის გრძელვადიან თანმდევ პროცესებზე ისაუბრა და მსოფლიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.

„არსებობს სიმპტომების ფართო სპექტრი, რომელიც დროდადრო იცვლება და ხშირად ძლიერდება“ – აცხადებს ის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი
  • რესტორნები – მაღალი რისკი
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 6.4 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 41.1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, პირველ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყოს

აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მისი ბავშვებში გამოყენება,  შესაძლოა, პირველ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყოს.

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განმარტავს, რომ ფარმაცევტული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, ცდებს მხოლოდ არაორსულ და ჯანმრთელ ადამიანებზე ატარებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნებათ მკვლევარებს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ვაქცინის ამ ჯგუფში შემავალი ადამიანებში გამოყენების რეკომენდაცია გასცენ.

ზოგადად, ორსულები და ბავშვები კლინიკური ცდებში ბოლო ეტაპზე ერთვებიან, მანამდე კი მეცნიერები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს აფასებენ.

აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ გასულ თვეში გამოაქვეყნა რეკომენდაცია აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების  წესების შესახებ, რომელიც ვაქცინის რამდენიმე ფაზად გავრცელებას ითვალისწინებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასაკოვანი და თანმხლები დაავადების მქონე პირები უნდა აიცრან, შემდეგ ეტაპზე ვაქცინაცია მასწავლებლებს, უსახლკაროთა თავშესაფრებში მცხოვრებ პირებსა და პატიმრებს უნდა ჩაუტარდეს, ბოლოს კი ბავშვები და ახალგაზრდები უნდა აიცრან.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 40 ვაქცინაა, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა,  მათგან კი 10 კვლევის ბოლო ფაზაშია.

წყარო :  cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიავიდეომსოფლიო

როგორ გამოიყურება დღეს ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა – ჩერნობილი [ვიდეო]

YouTube-ზე პოპულარული ხდება ვიდეო, რომელიც ჩერნობილის გარიყულ ზონაში გადაიღეს. მომხმარებელმა SlivkiShow-მ ვიდეო 29 აპრილს ატვირთა და უკვე 8 მილიონამდე ნახვა აქვს.

 

 

 

შეგახსენებთ, 1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მეოთხე ბლოკში აფეთქება მოხდა.

ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე 1945 წელს, ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას.

ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის პირველი  და ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.

უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

რა ხდის კორონავირუსი არააქტიურს ? – მეცნიერების დასკვნა

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე შესტოპალოვი „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება კორონავირუსის იმ თვისებაზე, რომლის თანახმადაც ის ვერ ჩერდება მაღალ ტემპერატურაზე.

„მეცნიერთა მონაცემებით, დახურულ სივრცეში კორონავირუსი არააქტიური ხდება 33 გრადუს ტემპერატურაზე 16 საათში, 56 გრადუსზე – 10 წუთში. ანუ, რაც უფრო ცხელა, მით უფრო სწრაფად შეიძლება მისგან თავის დაღწევა“ – აცხადებს ის.

მეცნიერის თქმით, ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა, მაგალითად როგორიც არის ოფისებში, ამ მონაცემებისგან განსხვავდება. ამ ფაქტორს კი მივყავართ კითხვამდე შენობების და ავეჯის ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავებასთან დაკავშირებით.

„ასე თქვენ, სულ ცოტა, თავს იზღვევთ ბაქტერიებისგან. მაგრამ ჩნდება კითხვა – გვეხმარება თუ არა ეს კორონავირუსისგან თავის დასაცავად“ – ამბობს შესტოპალოვი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

შიმშილის გლობალური ინდექსით საქართველო 26-ე ადგილზეა

გლობალური შიმშილის ინდექსი(GHI) მიზნად ისახავს  გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე შიმშილის დონის გაზომვას და თვალყურისდევნებას.

ინდექსი ითვლება 0-დან 100-მდე, სადაც 0 ნიშნავს შიმშილის არარსებობას, ხოლო 100 ყველაზე ცუდ მდგომარეობას.

2020 წლის გლობალური შიმშილის ინდექსი გამოთვლილია 107 ქვეყნისთვის, სადაც საქრთველო 26-ე ადგილზეა და ინდექსი 6.1-ის ტოლია. საქართველო ამ მაჩვენებლით ჩამორჩება: უკრინას, ყაზახეთს, რუსეთს, ალბანეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოზე მეტი ადამიანი შიმშილობს: სლოვაკეთში, სერბეთში, უზბეკეთში, სომხეთსა და პანამაში.

რეიტინგის სათავეში აღმოჩდნენ: ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ჩილე და ჩინეთი.

შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით  განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა: მადაგასკარში, აღმოსავლეთ ტიმორსა და ჩადიში.

საქართველოში შიმშილის ინდექსი სხვადასხვა წელს ასე გამოიყურებოდა:

  • 2000 წელს-12.3
  • 2006 წელს-8.9
  • 2012 წელს-<5

გლობალური შიმშილის ინდექსი ოთხი ინდიკატორით განისაზღვრება: 1. მოსახლეობის წილი, რომელიც იღებს არასაკმარისი კალორიების რაოდენობას. 2. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომელთაც აქვთ ნაკლები წონა სიმაღლესთან შედარებით, არასრულყოფილი კვებითი რაციონის გამო. 3. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომელთაც აქვთ დაბალი სიმაღლე, ქრონიკულად არასაკმარისი საკვების გამო. 4. ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა არაჯანსაღი და არასაკმარისი კვების გამო.

წყარო: GLOBAL HUNGER INDEX

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

არიან თუ არა კოღოები კოვიდ 19-ის გადამტანები?

კოღო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანს კბენს, შემდეგ მსხვერპლს არ აინფიცირებს,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად ჩაატარეს.

ზოგადად, კოღოები დაავადების ცნობილი გადამტანები არიან. მათ გადააქვთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა დასავლეთ ნილოსის, ზიკას და სხვა უამრავი ვირუსი როგორც  ადამიანიდან ადამიანზე ასევე ცხოველიდან ადამიანზე და ცხოველზე. ლაბორატორიუი ექსპერიმენტების ფარგლებში მკვლევარებმა საშუალება მისცეს დაავადების გადამტან კოღოებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა მკბენარა მწერს, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული სისხლით გამოკვებილიყვნენ.

მეცნიერების კვლევაში აღნიშნულია, რომ ვირუსმა გადარჩენა და რომელიმე სხვა მწერში გამრავლება ვერ შეძლო.

„მკბენარა მწერები SARS-CoV-2-ის ადამიანებზე ან ცხოველებზე გადატანის რისკს არ ქმნიან,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიო

მსახიობები და ხელოვნება პანდემიის წინააღმდეგ! რა შეცვალა COVID-19 -მა?

COVID-19 უპრეცენდენტო გამოწვევა აღმოჩნდა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, შექმილმა ვითარებამ გვაიძულა  დაგვეცვა სოციალური დისტანცია მსოფილიო მასშტაბით, რამაც გამოიწვი სატრანსპორტო კოლაფსი და ტურისტული მომსახურება ფაქტიურად შეუძლებელი გახადა. COVID-19-მა მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა, ტურისტულად აქტიური ზონები ტურისტების გარეშე, მუზეუმები დამთვალიერებლების გარეშე.

ამ ყველაფრის ფონზე როგორ ეხმარებიან მსახიობები პანდემიის პირობებში რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს?

,,მსახიობები ბაძავენ ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს რუმინეთის ჩაკეტილობის დროს”- იუწყება Euronews.

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ბაძავს ხელოვნებას და მსახიობებმაც სწორედ ეს გააკეთეს. რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და The Nottara Theater-ის მსახიობები, რუმინეთის ჩაკეტვის დროს, შეეცადნენ ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმში ინახებოდა მსოფლიო მასშტაბით ფართო აუდიტორიისთის გაეცნოთ, თეატრის მსახიობებმა მიბაძეს ცნობილი მხავრების შემოქმედებას(Baba, Alexander Healy, Lapaty, Rubens…) და მსოფლიოს გააცნეს იგი Facebook-ის მეშვეობით, რისი საშუალებითაც მილიონობით ადამიანმა ნახა და შეაფასა მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშები.

,,ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ, რა თქმა უნდა, მუზეუმის მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, მაგრამ ასევე მსახიობებისთვის საკუთარი პროფესიის არატრადიციული ხერხის მისაცემად, როდესაც ყველა თეატრი დაიხურა კორონავირუსის გამო და მუზეუმებიც, დიდი ხნის შემდეგ რუმინეთი თავიდან გაიხსნა ”, – თქვა კრისტინა ვერონა ტობიმ, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დროებითმა მენეჯერმა.

შეიძლება ეს ყველაფერი COVID-19-ის დადებით მხარედ ჩაითვალოს?

შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-მა მეტ სიახლესა და ინოაციურობას დაუდო საფუძველი, ბევრმა მხატვარმა, შემოქმედმა, მწერალმა თუ  არქიტექტორმა შემოქმედების წყარო, მუზა იპოვნა იზოლაციის პერიოდში, თითქოს COVID-19-მა მეტი დრო მისცა ადამიანებს საკუთარ თავში ჩაეხედათ და ის რაღაც მოეძებნათ, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ.

წყარო: Euronews

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

„საქართველომ რუსეთის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა“ – აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიფრინავდა და თან იარაღი მიჰქონდა, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

ამის შესახებ ინფორმაცია modern.az-ზე გავრცელდა.

„როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მას საქართველოს თავზე ფრენის საშუალება არ მისცეს და უთხრეს „არა”.

შედეგად, თვითმფრინავმა შეიცვალა მიმართულება და დაბრუნდა სამხედრო აეროდრომზე, საიდანაც აფრინდა.” – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 22 23 24 25 26 91
Page 24 of 91