close

მსოფლიო

კვლევებიმედიცინამსოფლიო

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

როგორც ჰენკოკი აცხადებს, ვირუსის ახალი ფორმა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დომინირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ვირუსის ახალი ტიპის შესახებ ინფორმირებულია.

|რამდენად საშიშია კოვიდის ახალი ფორმა – რას ამბობენ მეცნიერები

ბირმინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ალან მაკნალის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კოვიდის ახალი ტიპი იწვევს თუ არა ვირუსის მძიმე ფორმებს ან აჩქარებს თუ არა კორონავირუსის გავრცელების ტემპს.

„ნუ ჩავვარდებით ისტერიკაში. უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული ვირუსის ამ ვარიანტის დასახასიათებლად და იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა. აუცილებელია მშვიდი და რაციონალური ხედვა, რადგან ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა. ჩვენ ველით, რომ ახალი ვარიანტები გაჩნდება და დროთა განმავლობაში გაქრება“,- ამბობს ალანი.

ვირუსის ახალი ფორმის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დავუკვირდეთ რამდენად იქონია მან გავლენა ვირუსის ქცევაზე.

„ნებისმიერი „ახალი შტამისა“ და „ახალი ფორმის“ დასადგენად აუცილებელია დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – შეიცვალა ვირუსის ქცევა? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსები მუტაციას ყოველთვის განიცდიან, ეს მათთვის დამახასიათებელია.

ახალი ვარიანტის გამოჩენამ მოიტანა შიში, მაგრამ არა პასუხი კითხვაზე. მეთ ჰენკოკმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შემთხვევების სწრაფ გავრცელებას უკავშირდებოდეს. მას არ უთქვამს, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ვირუსის ახალი ფორმაა. მას არ უთქვამს ისიც, რომ ახალი ფორმის გამო ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ახლა ყველგან შემაშფოთებელ სათაურებს ვხვდებით, მაგრამ არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები“,- ვკითხულობთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

Imperial College London-ის ინფექციონისტის, ვენდი ბარკლეის განცხადებით, მუტაციები ვირუსის რეპლიკაციის (გაორმაგება) გამო სრულიად მოსალოდნელია.

„პირველ რიგში აუცილებელი ჩავწვდეთ რა შედეგი მოიტანა ვირუსის გენომის ცვლილებამ დაავადებაზე, გადაცემასა და იმუნურ რეაქციაზე“,- ამბობს ის.

სამეცნიერო ორგანიზაციის, Wellcome Trust- ის დირექტორის, ჯერემი ფარარის თქმით, ვირუსის ახალი შტამის გამოჩენამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ Covid-19-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის.

„თვითკმაყოფილების დრო არ არის. მზად უნდა ვიყოთ, რომ ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ. პანდემია  ჯერ არ დასრულებულა. უნდა ველოდოთ, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი „სიურპრიზები“, რომელმაც, შესაძლოა, პანდემიის განვითარებაზე ზეგავლენა იქონიოს“,- აღნიშნავს ფარარი.

ნოტინჰემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორი, ჯონათან ბოლი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებამ, შესაძლოა, ვირუსს „საშუალება მისცეს“ უფრო მეტად გავრცელებადი გახდეს და მკურნალობასა და ვაქცინებს არ დაექვემდებაროს.

თუმცა, როგორ ბოლი აღნიშნავს, ზოგიერთ ცვლილება ვირუსზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.

„დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების მატება, შესაძლოა, ვირუსის ახალ ფორმას საერთოდ არ უკავშირდებოდეს. აუცილებელია  კარგად შევისწავლოთ ვირუსის გენეტიკური ცვლილება, რათა გავიგოთ რამდენად ცვლის ის ვირუსის ქცევას. სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე ნებისმიერი მტკიცება ვირუსის ცვლილების პოტენციურ გავლენებზე ნაადრევია“,- ამბობს ჯონათან ბოლი.

|რას ამბობს WHO?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.

„ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

 

WHO-ს საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ამგვარი მუტაცია ვირუსებში საკმაოდ ხშირია.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელია ან უფრო ადვილად ვრცელდება ადამიანებს შორის“,- აღნიშნა რაიანმა.

მომზადებულია BBC-ის, Independent-ისა და ABCNEWS-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

WHO: 2020 წლის პანდემია უკანასკნელი არ იქნება

2020 წლის პანდემია უკანასკნელი არ იქნება,- ამის შესახებ  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ინფორმაციას DW ავრცელებს.

„ისტორია გვეუბნება, რომ ამჟამინდელი პანდემია უკანასკნელი არ იქნება და რომ ეპიდემიები რეალობაა. ამიტომ გლობალურმა საზოგადოებამ უნდა გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემები და მოემზადოს ახალი საგანგებო სიტუაციებისათვის“,- აცხადებს WHO-ს ხელმძღვანელი.

გებრეიესუსის თქმით, პანდემიამ ხაზი გაუსვა მჭიდრო ურთიერთობას ადამიანის, ცხოველისა და პლანეტის ჯანმრთელობას შორის.

„ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, თუ ის არ გაითვალისწინებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ეგზისტენციალურ საფრთხეებს“,- აცხადებს ის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

WHO: ვირუსის ახალი სახეობა ვაქცინაზე გავლენას არ მოახდენს

ვირუსები ხშირად განიცდის მუტაციას. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ WHO-ს  წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ დაავადების მიმდინარეობისას გამწვავებას ან კლინიკურ სურათს, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე. როგორც კი გვეცოდინება უფრო მეტი რამ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას“, – აცხადებს კერხოვე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი სახეობის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს. ორგანიზაციის წარმოადგენლები ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად მუშაობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები: კოვიდის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია

ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ახლა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვარიანტს გადადების უპირატესობა აქვს ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთშია ცნობილი“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, პიტერ ჰორბიმ.

მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლონდონის Imperial College-ის პროფესორის, ნილ ფერგიუსონის განცხადებით, არსებობს მინიშნება რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო დიდი მიდრეკილება აქვს ბავშვების დაინფიცირებისკენ.

„ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ვირუსის ახალი ვარიანტი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას გააჩნია დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსონმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

მსოფლიოში პირველად, გოგონას გარდაცვალების მიზეზად ჰაერის დაბინძურება დასახელდა

დიდ ბრიტანეთში,  9 წლის ელა ქეისი-დებრა  ასთმის შეტევით შედეგად 2013 წელს გარდაცვალა.

ელა ქისი-დებრა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის სამხრეთ ცირკულართან, ლუისჰემში ცხოვრობდა.

9 წლის გოგოს მძიმე ასთმა ჰქონდა, რამაც გულის და სუნთქვის გაჩერება გამოიწვია. ის სწორედ ამ მიზეზით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს.

სპეციალისტთა დასკვნით, რომელიც ორი დღის წინ გავრცელდა, ელა მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ავადმყოფობის გამწვავების და გარდაცვალების მიზეზად, ოფიციალურად, ჰაერის დაბინძურება დასახელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

2021 წელი ფაქტობრივად დამანდგრეველი იქნება – გაერო

გაეროში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო 2021 წელს მსოფლიო ბოლო 75 წლის განამვლობაში, შესაძლო, ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც მსოფლიო კვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მომავალ წელს პროგრამა ყველაფრის დაფინანსებას ვერ შეძლებს.

2021 წელი ფაქტობრივად დამანგრეველი იქნება იმის საფუძველზე, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. მომავალ წელს ჩვენ ყველაფრის დაფინანსებას ვერ შევძლებთ … ამიტომ პრიორიტეტების მინიჭება მოგვიწევს”, – აღნიშნა დირექტორმა და განმარტა, რომ ათობით ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილობის წინაშე დგას.

მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, არ დათრგუნოს ღარიბი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ბრძოლაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიო მასშტაბით 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

მსოფლიო მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს – 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“,-  განაცხადა ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ჯანმო: პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, კარანტინი საჭირო აღარ იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება აღარ იქნება საჭირო.

„ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-სთან ერთად. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

Moderna – COVID-19-ის ვაქცინა თითქმის 95%-ით ეფექტურია

COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 95%-ით ეფექტურია – ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაქცინა ამერიკულ კომპანიას, Moderna-ს ეკუთხვნის.

მსგავსი შედეგი აქვს აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-საც, რაც ზრდის იმის სანდოობას, რომ ვაქცინა მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინების შემუშავებისას ორივე კომპანია ინოვაციურ და ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს.

ცნობისთვის, Moderna-ს კვლევაში 30 000 პირი მონაწილეობდა. მათმა ნახევარმა ვაქცინის ორი დოზა 4-კვირიანი შუალედით მიიღო, დანარჩენმა კი – პლაცებო.

კვლევის მონაწილეებს შორის, COVID-19 მხოლოდ 95 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან აცრილი ჯგუფის წარმოამდგენელი მხოლოდ 5 იყო, ხოლო 90 იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც პლაცებოს იღებდა.

“ეს არის შედეგები, რომლებსაც ეფექტური და კარგი იმუნური რეაგირების გამომწვევი ვაქცინისგან ველოდებით”, – თქვა პროფესორმა პიტერ ოფენშოუმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო ზამთრისთვის დავუბრუნდებით – COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გასულ კვირაში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

როგორც შაჰინმა ინტერვიუში განაცხადა, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, თუმცა პირველად განცხადებაში Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

“დარწმუნებული ვარ, ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ – 50 პროცენტით მაინც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“, – განაცხადა პროფესორმა.

შაჰინის თქმით, მომდევნო წლის აპრილისთვის კომპანია 300 მილიონამდე დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ზაფხულისთვის კი, აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაქცინის წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაზარდოს.

„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“, – აცხადებს შაჰინი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 91
Page 23 of 91