close

კვლევები

ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

სოფელი, სადაც ბავშვებზე მეტი მგლები ცხოვრობენ

“სოფელი, სადაც ბავშვებზე მეტი მგლები ცხოვრობენ,“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „ბიბისიმ“, სადაც ესპანეთის ერთ-ერთი მთიან სოფელში, და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში, არსებულ დემოგრაფიულ პრობლემაზეა საუბარი.

ესპანეთის მთიან სოფელ იერნეს ი თამეზაში მუდმივად მხოლოდ 46 ადამიანი ცხოვრობს. რეგისტრირებული 135 ადამიანიდან, რომელთა შორის ისეთებიც არიან, ვინც სოფელს იშვიათად სტუმრობს, ორი მესამედი 50 წელს გადაცილებულია, 20 წელზე ნაკლები ასაკის კი რეგისტრირებული მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტია.

სტატისტიკის თანახმად, შობადობის დონე ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ესპანეთი შობადობის სიმცირის მიხედვით ევროკავშირში მეორე ადგილზე დგას. ესპანეთში კი შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სოფელ იერნეს ი თამეზაშია. ადამიანების უმრავლესობა კი, ვინც ამ სოფელში იბადება, იქ დარჩენაზე უარს ამბობს და ცხოვრების უკეთეს შესაძლებლობებს ქალაქებში ეძებს.

წყარო : bbc

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველო

საქართველო ინგლისური ენის ფლობის რეიტინგში ევროპაში ბოლო ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნის დონით, საქართველო 100 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზე მოხვდა, რაც ენის ცუდად ფლობას გულისხმობს. კვლევა შვედურმა ორგანიზაციამ Education First -მა ოქტომბერში ჩაატარა. კვლევა ისეთ ქვეყნებში ჩატარდა, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. მასში მონაწილეობა 2,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

კვლევის თანახმად ინგლისურ ენას ყველაზე კარგად შემდეგ ქვეყნებში ფლობენ: ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვეგია, დანია, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და გერმანია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ქვეყანა რეიტინგში საქართველოს უსწრებს. რაც შეეხება რუსეთს, ის 48-ე ადგილზეა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებულები არიან და ადვილად მდიდრდებიან – კვლევა

ჯიუტი ბავშვის მშობლობა არ არის მარტივი. თუ თქვენს შვილს თავნებობა უყვარს და ცდილობს ყოველთვის „თავისი გაიტანოს“, ალბათ ფიქრობთ, რომ მისი აღზრდა ღამის კოშმარს ჰგავს.

ხანდახან უფროსები ვერ ხვდებიამ, რატომ იქცევა მოზარდი ასე, არ იციან, როგორ უნდა იურთიერთონ მასთან. მაგრამ მშობლებო, არ იდარდოთ და ნუ იფიქრებთ, რომ რაიმეს არასწორად აკეთებთ, რომ ბავშვს სწორად ვერ ზრდით. როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ თქვენი შვილი ცელქი, მოუსვენარი და ჯიუტია, თურმე ეს უნდა გახარებდეთ კიდეც, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ნიჭიერია და მომავალში წარმატებული იქნება.

მეცნიერებმა 1968 წელს 3000 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. მოზარდების ასაკი 8-დან 12 წლამდე მერყეობდა. მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები მათი ინტელექტუალური განვითარების დონის, სკოლაში აკადემიური მოსწრების, შემეცნების უნარის შესახებ. შეისწავლეს ასევე მათი ოჯახების სოციალური სტატუსი, ყოველდღიური აქტივობები, ჩვევები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი.

40 წლის შემდეგ ნეცნიერებმა შეამოწმეს, თუ რას აკეთებდნენ ეს ბავშვები უკვე ზრდასრულ ასაკში. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს, მიდრეკილნი იყვნენ ჯიუტი ხასიათის გამოვლენისკენ და ცდილობდნენ, რომ ყოველთვის თავისი გაეტანათ, ჰქონდათ ყველაფერზე თავიანთი აზრი, უფრო წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ ზრდასრულ ასაკში – იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები, ან მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიაში მაღალ თანამდებობებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

WHO: მსოფლიოში სუიციდით ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი კვდება

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი თავს იკლავს, ამასთან ყოველწლიურად სუიციდით გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ომში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩამოხრჩობა, მოწამვლა, სროლა თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს თვითმკვლელობის პრევენციასთან დაკავშირებით გეგმები შეიმუშაონ და დაეხმარონ ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში, ასევე შეამცირონ ისეთ საშუალებებზე წვდომა, რომელთა დახმარებითაც სუიციდია შესაძლებელი. 

15-დან 29 წლამდე ადამიანებში სიკვდილის პირველი მიზეზი ავტოავარიები და გზებზე მიღებული დაზიანებებია, მეორე ადგილს კი სუიციდი იკავებს. 

15-დან 19 წლამდე თინეიჯერ გოგოებში კი სუიციდი სიკვდილის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს მშობიარობის შედეგად გარდაცვალება იკავებს. რაც შეეხება თინეიჯერ ბიჭებს, მათ შორის სიკვდილის პირველი ორი მიზეზი გზებზე მიღებული დაზიანებები და ჩხუბია, ხოლო მესამე ადგილს სუიციდი იკავებს. 

ყოველწლიურად მსოფლიოში თვითმკვლელობით სიცოცხლეს დაახლოებით 800 000 ადამიანი ასრულებს – გაცილებით მეტი ვიდრე წლიურად მალარიის, მკერდის კიბოს ან ომის შედეგად იღუპება. 

აპრილში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მთავარი თემაც იყო რატომ იკლავენ თავს კაცები უფრო ხშირად ვიდრე ქალები. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მართალია რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან?

არსებობს მოსაზრება, რომ „მემარცხენეებში“ უფრო ხშირად გვხვდებიან გამორჩეული ნიჭის პატრონები, ვიდრე „მემარჯვენეებში“. ამ შეხედულებას არც სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები აკლია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მემარჯვენეები ცაციებზე დაახლოებით ათჯერ მეტნი არიან. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კაცებში მემარცხენეები ორჯერ უფრო ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ქალებში.

რატომ იბადება ადამიანი ცაციად?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ეს შეიძლება გენეტიკასთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა სპეციალისტები სხვა მიზეზებზეც საუბრობენ. მართალია, ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებს მსგავსი გენები აქვთ, მაგრამ მათგან 17%-ი სხვადასხვა სამუშაო ხელით იბადება. ხანდახან ნაყოფს მემარცხენეობა გარე ფაქტორების გავლენით უყალიბდება.

მაგალითად, არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ბავშვის ცაციად დაბადების მეტი ალბათობა არსებობს, თუ დედას ფეხმძიმობის დროს ხშირი სტრესი ჰქონდა. ფსიქოლოგები გამოყოფენ შეძენილ მემარცხენეობასაც, რომელიც ტრავმით ან სხვა მოვლენით შეიძლება იყოს განპირობებული.

რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან?

სავარაუდოდ, ადამიანებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ცაციაა. 1970-იანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა გამოაქვეყნეს საკმაოდ ბევრი კვლევა, რომელიც მემარცხენეობასა და გამორჩეულ ნიჭს შორის კავშირს სწავლობდა. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა: ამოწმებდნენ ჰიპოთეზებს იმის თაობაზე, რომ ბევრი ცნობილი და ნიჭიერი მხატვარი, არქიტექტორი, მუსიკოსი თუ მათემატიკოსი ცაციაა. ტარდებოდა ექსპერიმენტები ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით.

კვლევებით რა გაირკვა?

გამოქვეყნებული მასალები არ იძლევა საშუალებას დაზუსტებით ითქვას, რომ მემარცხენეები მემარჯვენეებზე რომელიმე კონკრეტულ სფეროში უფრო ნიჭიერები არიან. უფრო მეტიც, კვლევები ურთერთგამომრიცხავია. ზოგიერთმა სამეცნიერო ნაშრომმა დაადასტურა ცაციების გამორჩეული ნიჭის შესახებ არსებული ჰიპოთეზა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მეთოდოლოგიაში სერიოზული ხარვეზები იყო.

2009 წელს ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც 4-დან 5 წლამდე ასაკის 5000-მდე ბავშვის გამოკითხვას ეფუძნებოდა. კვლევა ჩატარდა არა კონკრეტულად ცაციების თემაზე, არამედ სხვა პროექტის ფარგლებში გროვდებოდა ინფორმაცია და ამისათვის ბავშვებთან ხანგრძლივი ინტერვიუები ჩაიწერა.

მათ სთხოვდნენ წაეკითხათ, დაეწერათ და სხვადასხვა შემოქმედებითი დავალება შეესრულებინათ. აღმოჩნდა, რომ ცაცია ბავშვები შედარებით რთულად ართმევდნენ თავს ისეთ დავალებებს, რომლებიც მოტორიკასთან იყო დაკავშირებული (წერა, ხატვა). ამასთანავე, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებში თანაბარი რაოდენობით აღმოჩნდნენ. იმ დავალებებს კი, რომლებსაც მოტორიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ყველა ბავშვი ერთნაირი წარმატებით ასრულებდა.

ესე იგი, სჯობს ბავშვი ცაციობას გადავაჩვიოთ?

არა. პირველ რიგში, კვლევებმა აჩვენა, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის მოტორიკასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაში მხოლოდ მცირე განსხვავებაა. მეორეც, მეცნიერები უკვე დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მარცხენა ხელით წერის გადაჩვევის მცდელობას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე – სარგებელი. როდესაც მემარჯვენე ასრულებს წერილობით დავალებას, ძირითადად მისი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მუშაობს. ცაციების შემთხვევაში პირიქითაა.

გადაჩვევა კი ტვინის მუშაობაზე აისახება. ხშირად, გადაჩვეული ცაცია მარჯვენა ხელით წერს, მაგრამ ბურთს მარცხენათი ისვრის და სხვა აქტივობებისთვისაც მარცხენა ხელს იყენებს აქტიურად. გარდა ამისა, თუ გადაჩვევის პროცესი მკაცრი და მომთხოვნი იქნება, ბავშვს შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოს. ისეთი მეთოდები კი, როგორიცაა ხელების დაბმა ან სახაზავის თითებზე დარტყმა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად გამოსარიცხია.

მსოფლიოში ხომ ყველაფერი მემარჯვენეებისთვის არის მოწყობილი. ცაციები იჩაგრებიან?

ცაციებს დისკომფორტი ნამდვილად ექმნებათ. თუმცა ნელ-ნელა ადამიანები იაზრებენ, რომ მსოფლიოში მხოლოდ მემარჯვენეები არ ცხოვრობენ. სულ უფრო მეტი კომპანია უშვებს ცაციებისთვის ისეთ პროდუქციას, როგორიცაა სპორტული ინვენტარი, დანები, მაკრატლები, საათები, ტანსაცმელი და სხვაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
კვლევები

ქალიების მზერა შვილის გაჩენამდე და მის შემდეგ

“დედად გახდომა” ლიტველი ფოტოგრაფის, ვაიდა რაზმისლავიჩეს, ფოტოპროექტია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ცვლის ქალს შვილის გაჩენა. ვაიდამ 33 ქალს შვილის გაჩენამდე და გაჩენის შემდეგი ფოტოები გადაუღო, სადაც მთავარი ფოკუსი მათ თვალებზეა. 

“ამ პროექტისთვის ძალიან მარტივი ფორმატი შევარჩიე – თითქოს პასპორტისთვის ვუღებდი ფოტოებს. მინდოდა, რომ ჩემი მოდელების მზერა გადამეღო და ყველაფერი გამექრო, რაც ყურადღებას გაფანტავდა” – ამბობს ვაიდა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველო

საქართველო ქალ გამომგონებელთა რეიტინგის ათეულში მოხვდა

საქართველო მსოფლიო ქალ გამომგონებელთა რეიტინგში 10-ე ადგილს იკავებს. ასეთია დიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის კვლევის შედეგები.

სპეციალისტებმა გამომგონებლების და პატენტების გენდერული პროფილი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 1998-2017 წლებში ქართველი  ქალების მიერ გამოგონებების პატენტების რეგისტრირების წილი 29, 56% შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უსწრებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის მონაცემებში საქართველო 39-ე ადგილზეა

გამოქვეყნდა „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნველყოფას სურსათით.

ინდექსში მოცემულია ინფორმაცია 117 ქვეყნის შესახებ. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები და ტენდენციები პროგრესისკენ მიუთითებს. მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად 2030 წლისთვის, როგორც ამაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეთანხმებული.

ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“.

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ში საქართველოს 39-ე ადგილი უკავია. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ორიონის ნაწილებს 3Dპრინტერებით  დაამზადებენ

აშშის კოსმოსური სააგენტოს – ,,ნასასკოსმოსური ხომალდი ორიონის 100-ზე მეტ ნაწილს 3Dპრინტერებით  დაამზადებენ. ამისათვის მეცნიერები იმ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, ადამიანის მარსზე გასაგზავნად მთავარი ერთერთი მთავარი ელემენტი გახდება.

აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორმა ,,Lockheed Martin-მა“, 3Dბეჭდვის სპეციალისტმა Stratasys-მა და საინჟინრო ფირმა ,,PADT-მა” შექმნეს ნაწილები ახალი მასალების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ ღრმა კოსმოსური მისიების ექსტრემალურ ტემპერატურასა და ქიმიურ დასხივებას გაუმკლავდნენ.

3Dბეჭდვა ანუ დანამატის წარმოება, მრავალი წლის მანძილზე პროტოტიპების დამზადების მიზნით გამოიყენება, თუმცა ის სულ უფრო მეტად გამოიყენება მასშტაბური წარმოებისთვის.

ტექნოლოგია ხელს შეუწყობს პლასტმასის მსუბუქი წონის ნაწილებს უფრო სწრაფად და იაფად დამზადებას, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით ხდება, რომლებიც საჭიროებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას აღჭურვილობაში.

Stratasys-ის პარტნიორი Lockheed Martin-ი აცხადებს, რომ 3Dბეჭდვა ორიონის პროექტს უფრო ეკონომიურს გახდის.

ორიონი ნასას პროგრამის ნაწილია. ნასას განცხადებით, ახალი კოსმოსური ხომალდი ასტრონავტებს კოსმოსში 2021 წლის შემდეგ წაიყვანს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების მტკიცებით, ბავშვის გაჩენა კვერცხუჯრედის გარეშე იქნება შესაძლებელი

მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ბავშვები საკვერცხეების გარეშე გაჩნდებიან. 
,,Nature Communications-ში”  გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, შესაძლოა შორეულ მომავალში ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის პროცესში ქალი საჭირო აღარ იყოს. 
დედ-მამის დასასრული?
University of Bath-ის  მეცნიერებმა ექსპერიმენტი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედით დაიწყეს.
მათ ფსევდოემბრიონის შესაქმნელად ქიმიკატები გამოიყენეს.

ამ ,,ყალბ” ემბრიონებს დნმ-ის დაყოფისა და კონტროლის თვალსაზრისით ბევრი საერთო ჰქონდათ ჩვეულებრივ უჯრედებთან, როგორიცაა – კანის უჯრედები.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ თაგვის ფსევდოემბრიონებში სპერმას შეიყვანდნენ, ჯანრთელ ნაყოფს მიიღებდნენ, შესაბამისად, იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებშიც.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ გზით დაორსულების შანსი ოთხიდან ერთი იყო. 
„კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი იმის დემონსტრირება, რომ სპერმისა და სხვა რამის (და არა სპერმისა და კვერცხუჯრედის)  კომბინაციის შედეგად ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი,“ – განუცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა – ტონი პერიმ  BBC News.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტების შედეგად დაბადებული თაგვები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, ჰქონდათ სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა და ჯანმრთელი შთამომავლები.
განაყოფიერება
მეცნიერების მიზანი განაყოფიერების ზუსტი მექანიზმის დადგენაა, რადგან ის, რაც სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმისას ხდება, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. 
მაგალითად, კვერცხუჯრედი მთლიანად „ხდის“ სპერმას ქიმიურ ტანსაცმელს და ხელახლა „მოსავს“ მას, რის შედეგადაც სპერმა წყვეტს სპერმის ფუნქციებს და იწყებებს მოქმედებას ისე, როგორც ემბრიონი. თუმცა ის, თუ როგორ ხდება „კოსტიუმების გაცვლის“ პროცესი, ჯერჯერობით, ამოუცნობია. 
კვერცხუჯრედის ფუნქციის გაუქმებამ შესაძლოა საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. მაგალითად: ორ მამაკაცს, ერთერთის სპერმისა და მეორეს ჩვეულებრივი უჯრედის გამოყენების შედეგად, საერთო შვილი ჰყავდეთ. 
მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინელი მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული სპერმით კვერცხუჯრედი გაანაყოფიერეს და ჯანმრთელი თაგვის ნაშიერი მიიღეს.
დოქტორი პერის განცხადებით, ამ ორი კვლევის შედეგების გაერთიანების შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ნაყოფის მისაღებად არც სპერმა და არც კვერცხუჯრედი გახდება საჭირო.

წყარო:
BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 82 83 84 85 86 114
Page 84 of 114